ინდოეთში ჰოროსკოპი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დაოჯახებამდე ან სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ინდოელები ყოველთვის მიმართავენ ასტროლოგს ან სულიერ წინამძღოლს, რომელიც კარგად ერკვევა ასტროლოგიაში. გთავაზობთ ინდურ ჰოროსკოპს და საიდუმლოს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ:
მეშა (15 აპრილი-15 მაისი)
იმისთვის, რომ მეშამ თავი რეალიზებულად იგრძნოს, მუდმივად უნდა იმოძრაოს. ახალ-ახალი მეგობრები შეიძინოს, აითვისოს ზღვა ინფორმაცია და დაათვალიეროს ადგილები, სადაც არასდროს ყოფილა. ისინი იშვიათად იხედებიან უკან, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკრეტული მიზნისკენ მიისწრაფვიან.
საიდუმლო: მეშას საიდუმლო მის ამბიციაშია. დიახ, ამ ნიშანს ამბიციები ამოძრავებს, მაგრამ სწორედ მისი დახმარებით ახერხებს თავის დამკვიდრებას და გეგმების განხორციელებას.
ვრიშაბა (16 მაისი-16 ივნისი)
კომუნიკაცია მისი ძლიერი მხარეა. ყველა ტიპის ადამიანთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. გაურბიან მარტოობას, რადგან უადამიანობა სწრაფად აგდებთ დეპრესიაში. ადვილი სულაც არ არის მისი ნდობის მოპოვება. აკვირდება ადამიანის საქციელებს და არა სიტყვებს. პირად ურთიერთობაში ძალიან რომანტიკული და ვნებიანია.
საიდუმლო: პერფექციონისტია, რომელიც არასდროს ამჟღავნებს, რომ ყველაფრის უნაკლოდ გაკეთება სურს და გარშემომყოფებისგანაც იმავეს ელოდება.
მითჰუნა (17 ივნისი-17 ივლისი)
არაფრის ეშინია - არც წარუმატებლობის და არც ადამიანების კრიტიკის ან გარიყვის. ხშირად ეცვლება ინტერესები, იმიტომ, რომ ყველაფერი გამოსდის. შესაძლოა, სწავლა ბიზნესადმინისტრირებაზე დაიწყოს და თავი ხელოვნების ფაკულტეტზე ისე ამოჰყოს, რომ ვერც გააცნობიეროს. მოულოდნელობებით სავსე ადამიანია, გარშემომყოფებს ხშირად აკვირვებს და აბნევს. ქამელეონებს ჰგვანან, რადგან არ მოიძებნება სოციუმი, სადაც თავს ვერ დაიმკვიდრებენ და ზენიტში არ მოექცევიან.
საიდუმლო: რევოლუციონერები არიან, ხალხის აყოლიების და მართვის ფარული ნიჭი აქვთ. არ აღიარებენ მიუღწეველ მიზნებს, ანუ დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი შეუძლიათ, თუ მობილიზდებიან.