გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს. გაიგეთ, რა გელოდებათ 4-10 მარტს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ამ კვირაში განსაკუთრებულ მოვლენას ელოდეთ, რომელიც დაკავშირებული იქნება თხის რქასთან, კუროსთან ან ქალწულთან. ეს ადამიანი თქვენი ოჯახის წევრი ან ნათესავია. შესაძლოა, მოვლენა დაკავშირებული იყოს ხელის თხოვნასთან, ქორწილთან, ნათლობასთან, კარიერულ წინსვლასთან ან სახელის მოხვეჭასთან. ამ კვირაში სერიოზულად დაფიქრდებით და იპოვით პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც უკავშირდება თქვენს ცხოვრებაში არსებულ ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს. ეს ადამიანი ემოციურად გამოფიტულია, ან მუდმივად გაღიზიანებული, ან პროფესიულად არცთუ ისე დაწინაურებული. 4-იდან 10 მარტამდე მის განზრახვებს ამოიცნობთ, გაესაუბრებით და თავადვე მოგიყვებათ. ამ პერიოდში სიყვარული მოგიტანთ მძაფრ ემოციებს და სასიამოვნო მოგონებებს, რომელთა დავიწყებასაც ვერასდროს შეძლებთ. თუ გსურთ, რომ მომავალში უპრობლემოდ დაორსულდეთ, გამოიკვლიეთ რეპროდუქციული სისტემა.
ეს კვირა ძალიან საინტერესოა ლომებისთვის, რადგან მათ სიყვარული ეწვევათ.
ზოგიერთი ლომი სერიოზულ ურთიერთობას წამოიწყებს. თუ ის ლომი ხართ, რომელსაც პირად ფრონტზე პრობლემები აქვს, მოცემულობა უნდა მიიღოთ და ისე იმოქმედოთ, როგორც პირადად თქვენთვის აჯობებს. თუ თქვენი პარტნიორი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენ შორის უჩვეულო სულიერი კავშირი დამყარდება და ძალიან მიეჯაჭვებით ერთმანეთს. ურთიერთობა აგერევათ ოჯახის წევრ ქალთან, რადგან გამოიჩენს მოუთმენლობას ან სწრაფად (ზოგჯერ უმიზეზოდ) გაღიზიანდება. ამ კვირაში შესაძლოა გაგაკვირვონ საჩუქრით. თუ უძრავ ქონებასთან ან თანხის დაბანდებასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, ამ კვირაში ხსნას არ ელოდეთ, პირიქით, ახალი გაურკვევლობები იჩენს თავს. ლომებს, რომლებმაც 35 წელს გადააბიჯეს, ემოციური აფეთქება ელოდებათ.
ამ კვირაში მოსალოდნელია უსიამოვნო საუბარი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ვიღაცას ეწვევით სახლში... ვიღაც ისეთს, ვინც ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს გადის. შესაძლოა მისი პრობლემები ჯანმრთელობასთან იყოს დაკავშირებული.
ამ პერიოდში არ მოგაკლდებათ სანერვიულო, რადგან ერთ გაურკვევლობას მეორე მოჰყვება. მოსალოდნელია იმედგაცრუებებიცა და დანაკარგიც. განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელთან დაკავშირებითაც დიდ გეგმებს აწყობდით. კარგი პერიოდია ქალაქის დასატოვებლად და დასასვენებლად, რომ მომავალ კვირაში პრობლემების მოგვარებას ახალი ძალით შეუდგეთ.
ამ კვირაში ახალგაზრდების ყურადღების ცენტრში მოექცევით. გაფართოვდება თქვენი კავშირების სია.
მნიშვნელოვან როლს ითამაშებთ თქვენი შვილის ინტელექტუალურ განვითარებაში.
იმპულსურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მძაფრ ემოციურ ფონზე, რასაც შეუძლია ფინანსური ზარალი მოგაყენოთ. ამიტომ თავის ხელში აყვანა გმართებთ.
შესაძლოა დაკარგოთ ქოლგა, საფულე ან მობილური. დანაკარგის თავიდან ასარიდებლად, სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყურადღება მოიკრიბეთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ წაუძინებთ, როგორი დაღლილიც უნდა იყოთ. ასევე, საჯარო ადგილებში ნუ გაერთობით რაიმეს თვალიერებით. ამ პერიოდში დიდ სიამოვნებას მიიღებთ სატელეფონო საუბრისგან. მამაკაცი გიამბობთ, როგორ შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ და როგორ მიაღწია წარმატებას. განაგრძეთ კითხვა