გავიგოთ, რას გვიწინასწარმეტყველებს შამანური ჰოროსკოპი მარტში:
შევარდენი (21 მარტი - 19 აპრილი)
შევარდენი ენერგიით სავსეა, წინ უშიშრად მიიწევს. ამასთან ერთად, შორსმჭვრეტელია, ამიტომ რისკზეც მშვიდად მიდის. ყოველთვის ხვდება, სცენარი, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება. შევარდენს ყველა დადებითი თვისების მობილიზება მოუწევს იმისთვის, რომ მარტში თავისი ცხოვრება დაიმორჩილოს. საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. მოსალოდნელია ახალი პროექტების წამოწყება, რომლებიც გარშემომყოფებს დაანახებს, სინამდვილეში ვინ ხართ.
თახვი (20 აპრილი - 20 მაისი)
თახვი ხალისიანი და გამრჯეა, შინაგანად კი - მშვიდი და ჰარმონიული. საყვარელი ადამიანებისთვის კომფორტის შექმნა უყვარს. შრომისმოყვარეობითა და სტაბილურობით აღწევს ყველა მიზანს. მარტში გარშემომყოფებისთვის მშველელად იქცევით. მათი პრობლემების მოგვარებას მოახერხებთ. ელოდეთ სტუმრებს, რომელთა ვიზიტი სრულიად მოულოდნელი იქნება. ზოგიერთი თახვი ვალის გასტუმრებას მოახერხებს. თუ ის თახვი ხართ, რომელიც სამსახურს ეძებს, მიზანთან ახლოს ხართ! დარჩენილი ძალები მოიკრიბეთ და კიდევ უფრო გააქტიურდით.
ირემი (21 მაისი - 20 ივნისი)
ირემს, ერთი მხრივ, შეუძლია განდგომილი იყოს, მარტო იხეტიალოს ბუნებაში და თავის ფიქრებში ჩაიძიროს, მეორე მხრივ, ძალიან სოციალურია და დიდხანს ვერ გაძლებს უადამიანოდ. მათი ჭკუა და მოზღვავებული ენერგია წინსვლის გარანტიაა. ირემს მარტში ახალ გარემოსთან მოუწევს ადაპტაცია. შესაძლოა ბევრი იმოგზაუროთ. ამ თვეში დადებთ სარფიან გარიგებას, გააძლიერებთ კავშირებსა და კონტაქტებს. ხმაურიანი საღამოც გელოდებათ თვის შუა რიცხვში.
კოდალა (21 ივნისი - 21 ივლისი)
მწვანე კოდალაა ძალიან ემოციურია, ამიტომ მარტში მისი პირველი მიზანი სიმშვიდის შენარჩუნება და მოჭარბებული ემოციების მოთოკვაა. კოდალები ქალაქიდან ქალაქში ივლიან. მოსალოდნელია შეხვედრები, საჯარო გამოსვლები. ბევრი კოდალა ცხოვრების ისეთ მხარეს აღმოაჩენს, რომლის შესახებაც ადრე მხოლოდ გადმოცემით იცოდა. ამ თვეში პირად ფრონტზეც უმართლებს და კარიერაშიც. მეგობრები ცოტათი უკმაყოფილოები იქნებიან, რადგან სულ დაკავებულია და მათთვის ვერ იცლის. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები ფინანსური კუთხით.
ორაგული (22 ივლისი - 22 აგვისტო)
ორაგულისთვის მარტი საუკეთესო პერიოდია სურვილების ასასრულებლად, თუმცა ბევრი შრომა გმართებთ. ხშირად მოგიწევთ საპირისპირო დინებით ცურვა. თვის შუა რიცხვებიდან გელით დაძაბული სამუშაო გრაფიკი, რამაც შესაძლოა გადაგღალოთ. სამაგიეროდ, დახარჯული დრო და ენერგია დაგიფასდებათ. ზოგიერთ ორაგულს დააჯარიმებენ მანქანის არასწორად პარკირებისთვის, შუქნიშანზე გავლისთვის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობისთვის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მარტში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.