პირველ მარტს, დღის ბოლოს ვენერა ტოვებს თხის რქის პრაგმატულ ნიშანს და ექსცენტრიკულ მერწყულში გადადის. თუმცა უკვე მანამდე, ბოლო გრადუსიდან კვადრატს ქმნის ვერძში მყოფ ურანთან, რომელიც ასევე აპირებს კუროში გადასვლას.
"ეს ასპექტი ურთერთობებს ძალზე არაპროგნოზირებადს გახდის, თუმცა, არც ერთი ნახვით შეყვარებებია გამორიცხული. კვირის ბოლო დღეები ფინანსურ დანაკარგებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მოერიდეთ დაუგეგმავი შენაძენების გაკეთებას, მით უმეტეს, თანამედროვე ტექნიკისა და უძრავი ქონების სფეროებში. ნუ ჩაიტარებთ ექსპერიმენტებს გარეგნობასთან დაკავშირებით. მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს იმიჯში.
4 მარტიდან კი, როდესაც ეს კონფლიქტური ასპექტი დაიშლება, მერწყულის ვენერა თავის უმშვენიერეს ფეიერვერკებს გაჩვენებთ. წინა თვეში გაბატონებული თხისრქისეული თავშეკავებულობა და სიფრთხილე გრძნობების გამომჟღავნების საკითხში კონტაქტურობითა და პირობითობის სწრაფი მოხსნით შეიცვლება და რომანტიული პარტნიორის პოვნა ამ დროს ჯგუფური აქტივობების დროს ბევრად უფრო შესაძლებელია. შესაძლოა, მეგობრული კავშირების რომანტიკულში გადაზრდა...
მალე, როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ საკითხებში მეტი ავანტურიზმი თუ არა, ახალი მიდგომების, ახალი იდეების მოთხოვნილება აუცილებლად გაჩნდება. განაგრძეთ კითხვა