ეგვიპტური ჰოროსკოპი:
ქალღმერთი ნუტი სიმკაცრის განსახიერებაა. ის საკმაოდ მომთხოვნი და პროგრესულად მოაზროვნეა. ამ პერიოდში დაბადებულები შორს არიან რომანტიკისგან, თუმცა მარტში მიძინებული გრძნობები გაიღვიძებს და მათი ნაწილი რომანტიკოსი გახდება. ეგვიპტური ჰოროსკოპი გირჩევთ: დისტანცია დაიჭიროთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უკვე იმედი გაგიცრუათ. თუ კვლავ გაუწოდებთ დახმარების ხელს, ისევ გაწბილდებით. ფინანსური კუთხით, კეთილდღეობა გელით. წინასწარ განჭვრეტის უნარი დაგეხმარებათ, განსაზღვროთ სწორი ტაქტიკა და ფული მომგებიანი მიმართულებით დააბანდოთ.
ამ ნიშნის წარმომადგენელი საუკეთესო მრჩეველია. საუკეთესო მეგობარია, რომელთანაც ყოველთვის შეგიძლიათ გულახდილად ისაუბროთ. სწორედ ამიტომ ნდობას იმსახურებენ. მარტში ხშირად მოგადგებიან დახმარების სათხოვნელად. იმდენად ხშირი აღმოჩნდება გულგატეხილი მეგობრების ვიზიტი, ბიზნესად ქცევის სურვილიც შეგიპყრობთ. ნუ დაიხევთ უკან, ნებისმიერ საქმეს, რომელსაც მარტში მოეკიდებით, წარმატებით განახორციელებთ.
ოჯახში დაძაბულობაა მოსალონდელი. მოგიწევთ საკუთარ თავზე აიღოთ ყველა საქმის მოგვარება. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სირთულეებს დადებითი განწყობით შეხვდეთ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდება. ისინი, ვინც დაოჯახებულები არ არიან, მარტის პირველი ორი კვირის განმავლობაში კარგი იქნება, თუ დროს მხოლოს საკუთარ თავზე მუშაობას დაუთმობენ და განმარტოვდებიან. მარტის ბოლოს მოსალონდელია გამგზავრება და ახალი საქმიანი კომუნიკაციები.
თუკი სამსახურიდან გათავისუფლება გემუქრებათ, ნუ შეშინდებით. დროის ამ შუალედში დაბადებულ ადამიანებს მარტში ბევრი სიურპრიზი ელოდება. სოლიდურ თანხას მიიღებთ საზღვარგარეთიდან და ეს საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად გიბიძგებთ. ერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ახალ საქმეში ექსპერიმენტები არ გამოგადგებათ. გამოიყენეთ უნიკალური შანსი და კარგად დაფიქრდით უმნიშვნელო დეტალზეც კი.
ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ სიყვარულზე იქნებიან გადართულები. მოსალოდნელია შერიგება ყოფილ შეყვარებულთან. ის ყველანაირად ეცდება, რომ განაახლოს თქვენთან ურთიერთობა. კარგად დაფიქრდით, გრძნობებს ნუ აჰყვებით, გულთან ერთად გონებასაც მოუსმინეთ. კარგი იქნება, თუ მარტს ფიქრს და სხვადასხვა საკითხის გაანალიზებას დაუთმობთ და გადაწყვეტილებას აპრილში მიიღებთ. შემდეგ უფრო თამამად შეძლებთ მიეცეთ ვნებიან ინტიმურ ურთიერთობას. განაგრძეთ კითხვა