ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო სამი კვირის ასტროლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით წერს. "ფეისბუქპოსტს" უცვლელად გთავაზობთ:
"ამ კვირაში ნელ-ნელა ძალას იკრებს მზის კვადრატი იუპიტერთან, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იმუშავებს. ეს ასპექტი შელახული თავმოყვარეობის საკითხებს მკვეთრად დააყენებს დღის წესრიგში. საქმე იმაშია, რომ ამ ასპექტის დროს ადამიანების თვითშეფასება და ამბიციები მატულობს, არადა, საამისო საფუძველი მოცემულ სიტუაციებში რეალურად არ არსებობს ხოლმე.
შედეგად, ადამიანი აწყდება წინააღმდეგობებს, საზოგადოების მხრიდან უყურადღებობას, ასე ვთქვათ, დახურულ კარებს. საქმეების არასწორად დაგეგმვამ, მოწინააღმდეგის შესაძლებლობებისა და რისკების გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა პრობლემები მოიტანოს. განსაკუთრებით მოსარიდებელია ამ პერიოდში უფროსობასთან და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში შესვლა.
ამიტომ ალბათ სჯობს, ძალიან კარგად გავაანალიზოთ ჩვენი შესაძლებლობები და ისე გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.
განაგრძეთ კითხვა