ძველი ჩინური ლეგენდის თანახმად, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დრაკონს მართავს. გაინტერესებთ, რომელი დრაკონი გემორჩილებათ?
ვერძი
ვერძი მართავს დრაკონს, რომელიც სტიქიურ მოვლენებს განაგებს. მას შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ჭექა-ქუხილი, დასცეს მეხი, მოუხმოს დელგმას, სეტყვასა და ქარს. ეს დრაკონი ცეცხლის ნაცვლად ელექტროენერგიას აფრქვევს და მომენტალურად ანადგურებს ყველაფერს.
კურო
კურო მართავს დრაკონს, რომელიც ქვებს, მეტალებსა და მინერალებს იცავს. სწორედ ამიტომ კუროს ხელეწიფება მიწის წიაღში არსებული ყველა განძის დაპატრონება. ამ დრაკონს შეუძლია ამოიცნოს ყალბი და ნამდვილი ძვირფასი ქვები. მისი გულ-მკერდი მოოქროვილია, რაც მტრის თავდასხმისგან იცავს.
ტყუპი
ტყუპი მართავს დრაკონს, რომელიც ადამიანთა ფიქრებს კითხულობს, თუ თვალებში ჩახედავს მას. ამ დრაკონის მოტყუება შეუძლებელია. მეტიც, მან ყოველთვის წინასწარ იცის ხალხის გეგმები და განზრახვები.
კირჩხიბი
კირჩხიბი მართავს დრაკონს, რომელსაც შეუძლია უჩინარი გახდეს და მომავალი იწინასწარმეტყველოს. სწორედ ამიტომ ეს დრაკონებში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დაუმორჩილებელი ჯიშია. მისი დახმარებით უძველეს დროში კირჩხიბს შეეძლო შეეღწია ყველგან, ისე, რომ ვერავის შეეტყო, გაეგო ნებისმიერი ინფორმაცია. გააგრძელეთ კითხვა