მიხეილ ცაგარელი: ვისთვის დგება 11-17 მარტს წარმატებული პერიოდი?

მიხეილ ცაგარელი: ვისთვის დგება 11-17 მარტს წარმატებული პერიოდი?
მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი

რთული, მეტად პრობლემური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა, გახდეთ ავადაც. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების საფრთხეც. არ ღირს გააქტიურება, გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. სასიკეთო პერიოდია საინტერესო შეთავაზების მისაღებად და ახალ პროექტში ჩასაბმელად. მთავარია, თავი შეიკავოთ ფუჭი დაპირებების გაცემისა და არაფრისმომცემი კონტაქტების გაბმისგან. ყურადღება მიაქციეთ კოლეგებს და პარტნიორებს, რადგან ბევრი ეცდება მოტყუებას და თქვენი შეცდომების საკუთარ ინტერესებში გამოყენებას. სიფრთხილის გამოჩენა
გმართებთ ოფიციალური დოკუმენტების და ხელშეკრულებების გაფორმებისას. მაქსიმალურად ეკონომიურად ხარჯეთ დრო, ენერგია და რაც მთავარია, ფინანსები, რადგან არაა გამორიცხული, დაკარგოთ საფულე ან განიცადოთ სერიოზული მატერიალური ზარალი.


კურო

საკმაოდ იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და საქმიანობის ყველა სფეროში წარმატების მიღწევას. არაა გამორიცხული, მოიძიოთ ის თანამოაზრეები, ვინც სრულად გაიზიარებს თქვენს შეხედულებებს, დაგეხმარებათ პოპულარობის მოპოვებასა და გარშემომყოფთა პატივისცემის დამსახურებაში. მართალია, ბევრს თქვენი წარმატება გააღიზიანებს და მაქსიმალურად ეცდება ხელის შეშლას, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან, მაგრამ განსაკუთრებულ უსიამოვნებებს მაინც ვერავინ შეგიქმნით. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს და ყველა მნივნელოვანი გადაწყვეტილება არა იმპულსურად, არამედ საღი გონებით მიიღოთ.



ტყუპი

საკმაოდ პრობლემური კვირაა. უსიამოვნებები შეგექმნებათ პროფესიულ საქმიანობაში, რადგან არასასიამოვნო ცვლილებებით დაბნეულს ძალიან გაგიჭირდებათ მართებული გადაწყვეტილების მიღება, ერთი შეხედვით პერსპექტიული პროექტები კი, აბსოულუტურად უშედეგო აღმოჩნდება. არ აჰყვეთ ემოციებს, ეჭვებს და შიშებს, რადგან უსიამოვნებები მხოლოდ დროებითია და მალე ჩაივლის. კარგი პერიოდია ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად და მათი განხორციელების არასტანდარტული გზების მოსაძიებლად. მთავარია, იმოქმედოთ აქტიურად, თუმცა წინდახედულად და გააზრებულად, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ შემოსავლის ახალი წყაროს პოვნას, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ და პარტნიორთა პატივისცემის დამსახურებაშიც.


კირჩხიბი

საინტერესო, მეტად მრავალფეროვანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ჯანმრთელობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, თუმცა მოჭარბებული ემოციები ხელს შეგიშლიან მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებასა და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. მთავარია, იმოქმედოთ გააზრებულად და მოერიდოთ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას.


ლომი

რთული, ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, რადგან მოჭარბებული ემოციები ხელს შეგიშლიან მოვლენების ობიექტურად აღქმასა და ჩანაფიქრის განხორციელებაში, სულსწრაფი გადაწყვეტილებები და ფულის უყაირათოდ ხარჯვა კი, მხოლოდ გაზარალებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნებისმიერი უსიამოვნება მიიღეთ როგორც გამოწვევა, რომელიც აუცილებლად უნდა დაძლიოთ. ენდეთ ინტუიციას, მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს და იმოქმედეთ პრინციპით: "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი", რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ კვირის ნაკლები დანაკარგით გავლას.

წაიკითხეთ სრულად astrologi.ge-ზე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31