როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სოციალურ ქსელში - "კომენტარებში მორიელი გამოჩნდა და ორი სიტყვით ყველაფერი თავდაყირა დააყენა" - Marao

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სოციალურ ქსელში - "კომენტარებში მორიელი გამოჩნდა და ორი სიტყვით ყველაფერი თავდაყირა დააყენა"

2019-03-17 20:38:58+04:00

დღეს ჩვენი მაგიური ბურთი მოგიყვებათ, თუ როგორ ავლენენ სოციალურ ქსელში თავს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.

თხის რქა

Картинки по запросу как ведут себя знаки зодиака в сети gifs

თხის რქა სოც.ქსელში ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც ცხოვრებაში: მოძღვრავს მრევლს. თანაც სოც.ქსელში ეს ბევრად მოხერხებულად გამოსდის, რადგან იქ ხომ უამრავი ადამიანია, ვისაც სურს ნებისმიერი რამისგან კერპი შექმნას, თხის რქისგან მისი შექმნა კი, რომელსაც შეუძლია სამ წინადადებიანი პოსტით ადამიანები დამოძღვროს, ყველაზე მარტივია.

მერწყული

Похожее изображение

მერწყული სოციალურ ქსელში ყველაფერს ეხება: კატების, კერძების, შარვლების ფოტოები, რომელთა შეძენა სურს. ფოტოებს შორის კი მას საუბარი უნდა: ამინდზე, პოლიტიკაზე, იმაზე, თუ რა დაწერა ვიღაც სულელმა და ა.შ. მერწყულის სოც.ქსელში გამოწერა ნიშნავს, თქვენი ფრენდ-ლისტი მის გაუთავებელ გამოსვლებად აქციოთ.

თევზები

Картинки по запросу как ведут себя знаки зодиака в сети gifs

თევზები სოც.ქსელში იშიფრებიან: ხურავენ ექაუნთს და პირად ამბებზე, მხოლოდ რჩეული მეგობრებისთვის პოსტავენ, მთავარ ფოტოზე საკუთარ მშვენიერ თვალს აყენებენ, გვერდი კი სავსე აქვთ ხელოვნებასა და ეზოთერიკის შესახებ გაზიარებული სტატიებით. დისკუსიებში არ ერთვებიან და კომენტარებს არავის უწერენ. მოკლედ, რას აკეთებენ ისინი სოც.ქსელში ყველასთვის გაუგებარია. ყოველი შემთხვევისთვის გირჩევთ მეგობრებში თევზები არ დაიმატოთ: როგორც ჩანს ისინი ჩვენ, ყველას გვითვალთვალებენ.

ვერძი

Картинки по запросу как ведут себя знаки зодиака в сети gifs

ვერძისთვის სოციალური ქსელი საიმიჯო ვიტრინაა, ამიტომ მის გვერდზე ზედმეტს ვერაფერს იპოვით. თანაც, საკუთარ თავზე ისე საუბრობს, როგორც მიცვალებულზე: ან კარგს აღნიშნავს ან საერთოდ არაფერს ამბობს. ვერძის ტიპიური პოსტია - საუბარი იმაზე, თუ რამდენად კარგად იმუშავა და რა ჯილდო მიიღო ამისთვის. მისი ტიპიური სურათია - ზეციური დასვენების დროს გადაღებული ფოტო ბალიდან და ა.შ.

კურო

Похожее изображение

კურო სოციალურ ქსელს იმისთვის იყენებს, რომ მისი მდიდარი შინაგანი სამყარო გამოავლინოს. ის ღიად აქვეყნებს საყვარელ ფოტოებს: არშიყობს კაბებით, ბეჭდებით, აყვავებული გადარგული ხეებით, სახლის მყუდრო ინტერიერითა და წამოზრდილი შვილით. მაგრამ, რაც დახურული აქვს არის წყვდიადი, იმედგაცრუება, აპოკალიფსი და ჩივილი ამ სასტიკი ცხოვრების უსამართლობაზე.

ტყუპი

Похожее изображение

ჩვენი მაგიური ბურთი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ საიდუმლოსაც ხსნის. ტყუპმა სოციალური ქსელი დაიპყრო, დაიმონა მილიონობით საცოდავი ადამიანი და ახლა მათ აიძულებს სოც.ქსელში საშინელებები წერონ. თუმცა ნამდვილ ტყუპს მაინც ამოიცნობთ: თუ სოც.ქსელში დისკუსიის დროს თქვენი არგუმენტები მოულოდნელად თქვენივე წინააღმდეგ აღმოჩნდა; თუ თქვენივე მოყვანილ ფაქტებს სულელად გამოჰყავხართ; თავს დამცირებულად და უსარგებლოდ გრძნობთ - დიდი ალბათობით თქვენ საქმე გაქვთ ტყუპთან.

კირჩხიბი

Похожее изображение

თუ ვინმეს ექაუნთის დანახვისას ნერწყვი მოგადგათ, იცოდეთ, რომ ეს კირჩხიბია. თუ თქვენში მოულოდნელად გაიღვიძებს სასტიკი სიძულვილი და ვინმეს ლინჩის წესით გასამართლებისა და რევოლუციის მოწყობის სურვილი - ე.ი. თქვენ კვლავ კირჩხიბის პოსტებს კითხულობთ. გარდა ამისა, მას საკუთარ გვერდზე ყოველთვის აქვს ილუსტრირებული რეცეპტები, საყვარელი კატების, ლეკვებისა და პანდების ვიდეოები.

ლომი

Похожее изображение

ერთადერთი ნიშანი, რომელიც სოც.ქსელში ისე იქცევა, როგორც საჭიროა. აქვეყნებს სელფებს, კერძების ფოტოებს და კატების ვიდეოებს. ჰყვება და გვიჩვენებს, როგორ გაატარა შვებულება, გვატყობინებს რომელ წვეულებაზე მიდის, ტრაბახობს საჩუქრებითა და ყვავილებით. გვაბარებს კარიერულ ანგარიშებს, აქვს სპორტ. დარბაზში გადაღებული ფოტოებიც. მას, არც იმის მოყოლა ავიწყდება, თუ ვისზეა შეყვარებული და ამჟამად ვისთან აქვს ურთიერთობა. აგროვებს მილიონობით გამომწერს.

ქალწული

Похожее изображение

არ ვიცით, ვინ მოიგონა ინტერნეტ მომხმარებლები, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ მან ისინი სპეციალურად ქალწულისთვის გამოიგონა, რომელსაც შინაგანი „ვიკიპედია“ აქვს. მთავარი ისაა, რომ ინტერნეტ მომხმარებლებს შორის, ვიღაც ყოველთვის ცდება, რომელთა გასანადგურებლად და დასამცირებლად ქალწული ყოველთვის გამოჩნდება და საკუთარ ნაცისტურ გრამატიკასაც გამოიყენებს.

სასწორი

Похожее изображение

როგორც წესი, სოც.ქსელში სასწორები სასიამოვნო და კონტაქტური პიროვნებები არიან, ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავთ. მაგრამ უფრთხილდით - შთაბეჭდილება მაცდუნებელია. სასწორები სოციალურ ქსელში ჭკუის გამოვლენასა და განსჯას აღმერთებენ. საკმარისია სასწორების გვერდზე რაიმე სისულელე დაწეროთ, მათ სიტყვებში ეჭვი შეიტანოთ და მათთან კამათი დაიწყოთ, მაშინვე იგრძნობთ ამ მეგობრული ადამიანების შურისძიებას.

მორიელი

Похожее изображение

მორიელი სოციალურ ქსელში - გარშემო სიმშვიდე, თანასწორობა და მადლიერების განცდა სუფევს, როცა მოულოდნელად კურო ტირილს იწყებს, სასწორი მეგობრებს ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ამზადებს, მერწყული მეგობრებს იხმობს, რომ ამის შესახებ მოუყვეს. რა მოხდა? არაფერიც არ მომხდარა. უბრალოდ კომენტარებში მორიელი გამოჩნდა და ორი სიტყვით ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ეს არეულობა კი კიდევ მთელ კვირას გაგრძელდება. თანაც ვერავინ მიხვდება, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და ვერავინ გაიხსენებს, ვინ არის დამნაშავე - გარდა სხვა მორიელებისა.

მშვილდოსანი

Похожее изображение

სოც.ქსელში მშვილდოსანი იშვიათად ჩნდება, მაგრამ სიზუსტეს ყოველთვის ავლენს. ვიდრე ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნები ქსელურ ჭაობში იძირებიან, მშვილდოსანი სავსე რეალური ცხოვრებით ტკბება. როცა აღმოაჩენს, რომ ამ რეალურ სამყაროში ყველა სადღაც გაქრა, მშვილდოსანი სოც.ქსელში შეჭრას გადაწყვეტს და ყველაფერს მომენტალურად აკეთებს: ატვირთავს უამრავ ფოტოს, შეუტევს მორიელის ყბედობას, ტყუპისა და ქალწულის სასიკვდილო ბრძოლას განმუხტავს, თხის რქასთან დისკუსიას გააბამს და ვირტუალურად ჩაეხუტება კუროს. შემდეგ კი გაქრება ამ საგიჟეთიდან.

წყარო: cosmo.ru