გატაცებული ხართ ასტროლოგიით? გაინტერესებთ, რას იუწყება კვირის ჰოროსკოპი? გაეცანით მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 მარტი) ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რომელიც განვითარების წლიური ციკლის დასრულებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იქნება. მაღალია ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა, რადგან სრულად იქნებით დამოკიდებული მეგობართა და ახლობელთა დახმარებაზე. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში (21 მარტიდან), როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა და გაძლიერდება ენერგოტონუსი, ბევრად გამარტივდება საჭირო ინფორმაციის მოპოვება, სარფიან პროექტებში ჩაბმა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს, მოერიდოთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და თანამიმდევრულად განახორციელოთ ყველა იდეა.
კურო – კარგი კვირაა გააქტიურებისთვის, ინდივიდუალურობის, ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე კი, არ გაგიჭირდებათ გონებამახვილობითა და კომუნიკაციის საოცარი ნიჭით გარშემომყოფთა მოხიბვლა. წარმატებული აღმოჩნდება მოგზაურობა, რადგან შეძლებთ ახალი შთაბეჭდილებების და ნაცნობების შეძენას, რომლებიც ცხოვრების საკუთარი ხედვით გაგაოცებენ, თუმცა არ გაწყენთ არც სიფრთხილის გამოჩენა, რადგან თავისუფლად შეიძლება გაგიტაცოთ მეტად საეჭვო იდეებმა და ადამიანებმა. გამოიჩინეთ მეტი წიდახედულობა, არ აჰყვეთ ცდუნებას, ილუზიებს და ფუჭ დაპირებებს.
ტყუპი – სასიკეთო კვირაა პროფესიული შესაძლებლობების გამოსავლენად და კარიერის გასავითარებლად. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს და იმოქმედოთ პრაგმატულად, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და ზუსტად განსაზღვროთ ის მაქსიმუმი, რომლის მიღეწევაც გსურთ. განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გმართებთ საქმიანი პარტნიორების მიმართ, რომლებიც არ გაიზიარებენ თქვენს შეხედულებებს და უსიამოვნებების შექმნით სერიოზულ რისკზე წასვლას ან მსხვერპლის გაღებას გაიძულებენ. დაეყრდენით მეგობართა და ახლობელთა მხარდაჭერას, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ წინსვლას და სირთულეების დაძლევას.
კირჩხიბი – ემოციებით დატვიული, საკმაოდ საინტერესო კვირაა, რადგან ახალი პროექტების განხორციელება რეჟიმის შეცვლას, რეფორმების განხორციელებას და ბევრად აქტიური ცხოვრების წესის არჩევას გაიძულებენ. არ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, ნოვატორული იდეების ჩამოყალიბება და ჩანაფიქრის რეალიზციის ორიგინალური გზის მოძიება. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თუმცა, კვირის მეორე ნახევარში თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში შეასრულოთ, შედარებით წინააღმდეგობრივ მეორე ნახევარში კი, ისარგებლოთ მცირე პაუზით და მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით შემოიფარგლოთ.