აპრილის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აპრილის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
აპრილი მოგვიახლოვდა და ყველას გვაინტერესებს, რა გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს მომავალი თვე. ამიტომ გთავაზობთ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი


აპრილში ორ ფრონტზე მოგიწევთ "ბრძოლა" - ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და შინაგანი ბალანსის აღსადგენად. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ თვეში მოახერხებთ მოთმინების მოკრებას და ხელის ჩაქნევის ნაცვლად, დაელოდებით თქვენი ვარსკვლავის ამობრწყინებას.
ვერძები, რომლებსაც პარტნიორთან ერთად ბიზნესი აქვთ, სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ. ვარსკვლავები იუწყებიან, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში აგრესიას გამოავლენთ, რითაც შესაძლოა პარტნიორი დააფრთხოთ. თუ თვის ჰოროსკოპს დავუჯერებთ, ვერძები, რომლებსაც დაორსულება
სურთ, დიდ წინააღმდეგობას წააწყდებიან. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების აზრები გაიყოფა, რამაც შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს.

კურო


კუროები, რომლებიც აქამდე არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ, სწორ გზაზე დაბრუნდებიან აპრილში. ამ პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, პირად ცხოვრებაში არეულობაა მოსალოდნელი. თუმცა, პრობლემის გადაჭრას საუბრითაც შეძლებთ და არ მოგიწევთ უკიდურესი ზომებისთვის მიმართვა. ამ თვეში ოჯახის უფროსი წევრები დახმარების ხელს გამოგიწვდიან. ამ ნიშნით დაბადებულები, რომლებიც სამსახურს ეძებენ, ბოლოს და ბოლოს იპოვიან ვაკანტურ ადგილს და დასაქმდებიან კიდეც. შესაბამისად, მოახერხებენ ვალების გასტუმრებასაც. ბევრი კურო ინვესტიციას გონივრულად ჩადებს. აპრილის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მოიზიდავთ ფორტუნას. თვის ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ მოგზაურობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.

ტყუპი


აპრილში ტყუპი თავდაუზოგავად იშრომებს და თითქმის ყველა გეგმას განახოციელებს. გაიზრდება ამ ნიშნით დაბადებულის თავდაჯერებულობა, რის გამოც საკუთარი ოცნებები სავსებით ხელშესახები მოეჩვენება. მართლაც, თქვენ თავად ირჩევთ, რა არის მარტივი და რა - რთული. მოემზადეთ გაურკვევლობებისა და ხშირი კონფლიქტისთვის, რადგან აპრილში თქვენ და თქვენს პარტნიორს საჩხუბარი მიზეზი არ გამოგელევათ. ფინანსურადაც რთული პერიოდი გიდგებათ. ამიტომ გონივრულად ხარჯეთ ფული, იმის მიუხედავად, რომ მოწოდებით მფლანგველი ხართ. თუ გამოცდის ჩაბარება გიწევთ, ის საკითხებიც კი გადაიმეორეთ, რომელიც კარგად გახსოვთ, რადგან შესაძლოა ტესტში სიურპრიზი დაგხვდეთ.


კირჩხიბი


აპრილში გაიზრდება თქვენი ინტერესი კარიერისადმი. თვის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. ამიტომ მოსალოდნელია დიდი წარმატება. მიუხედავად თქვენი დამოუკიდებლობისა, გარშემომყოფების დახმარება დაგჭირდებათ. კარგი პერიოდია დასაორსულებლად, შვილის ჩასახვისთვის. რომანტიკული ურთიერთობა დასტაბილურდება. მოსალოდნელი არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აპრილი აღმოჩნდება წლის ის თვე, როდესაც კირჩხიბს აღარ მოუწევს ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობა. იმ თანხას ელოდეთ, რომელიც მარტში უნდა ჩაგრიცხვოდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. მოსწავლე ან სტუდენტ კირჩხიბებს მეცადინეობა გაუჭირდებათ, კონცენტრაციისთვის დიდი ძალისხმევის გამოვლენა დასჭირდებათ. აპრილში მოერიდეთ საზღვარგარეთ წასვლას, შეგიძლიათ დაგეგმოთ მომავალი მოგზაურობა.

ლომი


ლომი აპრილში მოახერხებს პროფესიულად გაიზარდოს ან სტატუსი აიმაღლოს. ამ თვეში ელოდეთ პოზიტიურ ემოციებს, სასიამოვნო გამოცდილებას და მძაფრ შთაბეჭდილებებს. ასაკით უფროსი ადამიანები არ დაიშურებენ კომპლიმენტებს. ზოგიერთ ლომს გრძნობები გაუჩნდება მეგობრისადმი, რასაც დიდხანს შეებრძოლება. ზურგის, ბეჭებისა და წელის ტკივილის ასაცილებლად, დაკავდით ფიტნესით. ელოდეთ დამატებით შემოსავალს. ასევე, მომგებიანი იქნება ყველა პროექტი, რომელსაც ამ თვეში დაასრულებთ. ლომები მარტივად აითვისებენ ახალ ინფორმაციას, რის გამოც მეცადინეობა გაუადვილდებათ და ეს პროცესი სიამოვნებასაც კი მიანიჭებს მათ. გარშემომყოფები თვალნათლივ დაინახავენ თქვენს პროგრესს უნივერსიტეტში, სკოლაში ან სხვა სახის სასწავლო დაწესებულებაში.


ქალწული


მოემზადეთ მოვლენისთვის, რომელიც თმას ყალყზე დაგიყენებთ. შეხვდებით ადამიანს, რომლის დანახვისთანავე თავს დაკარგავთ, ემოციები შემოგიტევთ და სერიოზული საფიქრალი გაგიჩნდებათ. აპრილში გააქტიურდებიან თქვენი მტრებიცა და შინაგანი დემონებიც. ამიტომ ორივეს წინააღმდეგ მოგიწევთ ბრძოლა. 19 აპრილს ძალიან სენტიმენტალური გახდებით. თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს სავსემთვარეობა, იმის მიუხედავად, რომ წყლის ნიშანი არ ხართ. თვის შუა რიცხვებში შემოგაწვებათ ნოსტალგია ადგილისადმი, სადაც გაიზარდეთ ან ბევრი მოგონება გაკავშირებთ. ამ ნიშნით დაბადებულ ბევრ ადამიანს ბავშვობაში დაბრუნება მოუნდება. აპრილში მოერიდეთ გაჯეტების შეძენას. სამაგიეროდ, შეგიძლიათ თამამად იყიდოთ ანტიკვარიატი.

წაიკითხეთ სრულად astrologi.ge-ზე


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93