ასტროლოგია

დგახართ თუ არა სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე მაღლა, გემოვნებითა და დახვეწილობით?

დგახართ თუ არა სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე მაღლა, გემოვნებითა და დახვეწილობით?
ცნობილი ფრაზა - "გემოვნებაზე არ დავობენ" სამწუხაროდ, რეალობაში ნაკლებად ამართლებს. მეტიც, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ადამიანები ძირითადად სწორედაც რომ გემოვენებაზე დავობენ ყველაზე მეტს. ალბათ არავის მიაჩნია თავი უგემოვნოდ და სტილის არმქონე პიროვნებად. თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ დახვეწილი გემოვნების ქონასაც ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტა განაპირობებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ იმსახურებს ზოგიერთი საზოგადოების აღტაცებას საკუთარი ჩაცმის სტილითა და იმიჯით მაშინ, როცა სხვა საყოველთაო განსჯის საგანი ხდება ამ ზუსტად ამ კონტექსტში.
Astrologia


მიჩნეულია, რომ სილამაზის განსაკუთრებული აღქმით,
ე.წ. "ვენერით მართული" ნიშნები გამოირჩევიან. კერძოდ ეს არის კურო და სასწორი. თუმცა, კუროს შემთხვევაში რაკიღა მიწის სტიქიასთან გვაქვს საქმე, მისი გემოვნება უფრო კომფორტის შექმნის მიდრეკილებაში ვლინდება (ინტერიერის დიზაინი, ფლორისტიკა, კულინარია) ვიდრე ჩაცმა-დახურვის საკითხში. თუმცა ვენერა მათთან რომანტიკულობას პირად ურთიერთობებში აძლიერებს, ამიტომ კურომ გასაოცარი ერთგულება და სენტიმენტალური სიყვარული იცის სწორედ ამ პლანეტის დამსახურებით.


რაც შეეხება სასწორს, იგი ვენერას ჭეშმარიტად "ჰაი-კლასის" წარმომადგენელია. ამიტომ ტიპურ სასწორს ვერასოდეს ნახავთ მოუწესრიგებელს, თმადაუვარცხნელს ან შეუსაბამო ფერის სამოსით. სასწორები დიდ ყურადღებას აცევენ აქსესუარებს, იცვამენ უზადო გემოვნებითა და ყოველთვის ზუსტად იციან, რომელი აქსესუარი რომელი ტიპის სამოსს შეუსაბამონ. გარდა ამისა, ვენერას გავლენა სასწორის ვიზუალზეც არანაკლებ აისახება. რის ხარჯზეც ამ ადამიანებს ულამაზესი ღიმილი და დახვეწილი მანერები გააჩნიათ. რაც კიდევ ერთ ქულას უწერს მათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის საკითხში. თუკი თქვენ სადმე უხეში, ხისტი და გაუცინარი სასწორი შეგხვედრიათ, ე.ი. მას პირად რუკაზე მორიელის ან ვერძის ძლიერი გავლენა აქვს გამოხატული. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აქვე აღვნიშნოთ, რომ სწორედ ზემოხსენებული ორი ნიშნის გავლენა ანიჭებს ბევრ სასწორს ე.წ. "ბრუტალურ სექსუალურობას" ასე რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს, ჩემო კარგებო.


რაკიღა საუბარი მორიელებსა და ვერძებზე ჩამოვარდა, მოდით, ამ ორი ნიშნის გემოვნებაზეც ვისაუბროთ მით უმეტეს, რომ ვერძს და მორიელს საერთო პლანეტა თანამმართველი გააჩნია - აგრესიული, ცეცხლოვანი მარსი. სწორედ მარსის გავლენით არიან ეს ადამიანები უზომოდ სექსუალურები და მიმზიდველები საპირისპირო სქესის თვალში. რაც შეეხება გემოვნებასა და სტილის შეგრძნებას, ვერ ვიტყვით, რომ ისინი იდეალურად ახერხებენ უზადოდ შეიმოსონ. თუმცა, ორივე მათგანს გააჩნია ჩაცმულობაში გარკვეული ქარიზმა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მათთვის საყვარელი დახეული ჯინსები, უხეში ბათინკები და მკვეთრად მუქი მაკიაჟი, საკმაოდ თვალშისაცემად და საინტერესოდაც კი გამოიყურება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სექსუალურობას ჰმატებს როგორც ვერძის, ისე მორიელის იმიჯს და ესეც საქმეა. გაგრძელება
ბეჭდვა