ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით იმას, რომ წყვილებს შორის თავსებადობის საკითხი ზერელედ და მარტოოდენ მზის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნით არასოდეს განისაზღვრება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა მოდის საიტის კითხვა-პასუხის განყოფილებაში ზუსტად ამ თემატიკაზე, გადავწყვიტეთ, ზოგადი ფორმულებით მაინც შემოვიფარგლოთ და მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვისთან ურთიერთობაში გაქვთ ხანგრძლივი ურთიერთგაგების პერსპექტივა და ვისთან - მარტოოდენ ფლირტით აჯობებს შემოიფარგლოთ.
თუ თქვენ ვერძი ხართ - ხანგრძლივად დაგაინტერესებთ მორიელი, ლომი, მშვილდოსანი, მერწყული ან ტყუპი.
მეტ-ნაკლებად გაუგებთ - სასწორს, თევზებს, კუროსა და ქალწულს.
ძალიან გაგიჭირდებათ საერთოს გამონახვა და მყარი ურთიერთობა - თხის რქასთან, კირჩხიბთან.
თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი კუროა - კარგად შეეწყობით თხის რქას, კირჩხიბს, ქალწულს, სასწორს.
მეტ-ნაკლებად გაუგებთ - მორიელს, ვერძს, ტყუპს და თევზებს.
გაგიჭირდებათ ურთიერთობა - ლომთან, მერწყულთან, მშვილდოსანთან.
ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენელი თუ ხართ - ჰარმონიას იპოვით ვერძთან, მერწყულთან, სასწორთან, მშვილდოსანთან, ლომთან.
მეტ-ნაკლებად გაუგებთ - კირჩხიბს, ქალწულს, კუროს.
ძალიან გაჭირდება საერთო ენის გამონახვა - მორიელთან, თხის რქასთან და თევზებთან.
თუ თქვენი ნიშანი კირჩხიბია - ჰარმონიულად შეეწყობით მორიელს, თევზებს, კუროს, ქალწულს და თხის რქას.
მეტ-ნაკლებად გაუგებთ - ტყუპს, ლომს, მშვილდოსანს.
ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა - ვერძთან, სასწორთან, მერწყულთან.
ლომი თუა თქვენი ზოდიაქოს ნიშანი - პერსპექტიული და ხანგრძლივი ურთიერთობა გამოგივათ ვერძთან, სასწორთან, მშვილდოსანთან, თევზებთან.
მეტ-ნაკლებად გაუგებთ - ტყუპს, ქალწულს, თხის რქას.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა - მერწყულთან, კუროსთან, მორიელთან.
წაიკითხეთ სრულად astrologi.ge-ზე