ცხოვრებაში ერთადერთხელ მაინც, ყველას გვიფიქრია, რომელ კინოგმირთან გვექნებოდა დაუვიწყარი რომანი ან რომელთან ერთად მოვისურვებდით დაბერებას. გთავაზობთ პასუხს შეკითხვაზე: "რომელი ფილმის გმირი შეგეფერებათ საყვარლად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?“
თხის რქა - ალექს უაილერი, "სახლი ტბის პირას"
სევდიანი რაინდი, რომელსაც მზრუნველობა და მოფრთხილება სჭირდება. ამასთან, თავის გართმევა მხოლოდ თხის რქას შეუძლია, რომლის მოთმინება უფრო დიდია, ვიდრე ამ სამყაროში ადამიანური სისულელეა. გამოცანად რჩება, თუ რაში სჭირდება ძლიერ და თავდაჯერებულ ქალს ეს უხელო ჩემოდანი, მაგრამ ვფიქრობთ, მისით კატას ანაცვლებს.
მერწყული - ვილ ტერნერი, "კარიბის ზღვის მეკობრეები"
ახალგაზრდა მერწყულ ქალბატონს შეუძლია დღეში 5 კგ დაიკლოს მხოლოდ იმიტომ, რომ დაავიწყდა კერძის მომზადება. ამიტომ მას სჭირდება მამაკაცი, რომელიც დილაობით მიართმევს ყავას, საღამოობით კატლეტებს, ხელფასს კი თვეში ორჯერ გადაუხდის. მაგრამ, თუ მზრუნველი დედის როლს მოირგებს, მაშინ მერწყული გადაწყვეტს, რომ შიმშილი ურჩევნია.
თევზები - ედვარდ ლუისი, "ლამაზმანი"
კლასიკური ჟანრი: ლამაზი, წარმატებული, მდიდარი, მზრუნველი და რომანტიკული. ასეთები იშვიათად ან მხოლოდ მელოდრამებში გვხვდება, მაგრამ თევზებს მათი დაჭერის გასაოცარი უნარი აქვთ. ამასთან, თუ თავად თევზს ისე მოაქვს თავი, როგორც
ვივიენს "ლამაზმანიდან" - ეს კიდევ უფრო მარტივი შემთხვევაა.
ვერძი - ჯეკ დოულსონი, "ტიტანიკი"
ვერძს სჭირდება პარტნიორი, რომელიც თავს არ მოაბეზრებს. გაძლევენ - აიღე, გცემენ - გაიქეცი. განაგრძეთ კითხვა