გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მზე სულ უფრო თბილად ანათებს -
გვიჩნდება სურვილი ჩავიცვათ კაბა, შევიყვაროთ და საერთოდ, ჩავიდინოთ ყველანაირი სიგიჟე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მაგიური ბურთი გვამცნობს, ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომელს ელის ყველაზე გიჟური გაზაფხული.
12 ადგილი - მორიელი
ველური კატა. გაზაფხულზე მორიელი რატომღაც სუსტდება და თავის გარდა, უკანასკნელ წვეთ შხამსაც კარგავს. გაზაფხულის ატმოსფერო მორიელს აიძულებს თავის სოროში დაიმალოს და იქ გადაიტანოს მინი-აპოკალიფსი. ამ დროს შეგიძლიათ მის მიმართ გულწრფელი მზრუნველობა გამოიჩინოთ. მთავარია გახსოვდეთ, რომ გაზაფხული წლის მეტაფორული დილაა. მას მოსდევს დღე, საღამო და ღამე, რომელიც ბნელი და საშინელებებით სავსეა.
11 ადგილი - თხის რქა
თხის რქას არ უყვარს გაზაფხული, რადგან გარშემო ყველა ჭკუიდან იშლება და ნორმალურად აღარ მუშაობენ, თხის რქას კი ყველაფრის საკუთარ თავზე აღება უწევს. სხვათა შორის, ჭკუიდან გადასვლა თხის რქასაც სურს, მაგრამ აქაც შეზღუდვა უწევს.
10 ადგილი - თევზები
სხვა ნიშნებისგან განსხვავებით თევზები ჭკუიდან მართლა იშლებიან. შავ მელანქოლიას მიეცემიან, რომელიც მისი დაბადების დღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტად მძაფრდება. ამ ქრონიკული დღესასწაულის გადატანის შემდეგ, ის გადაწყვეტს, რომ დასაკარგი არაფერი აქვს და მყისიერად უყვარდება.
9 ადგილი - ქალწული
ამ პერიოდში ქალწულს პანიკური შიში და დაბნეულობა უტევს, რადგან ყველა გრძნობა ერთბაშად აწვება: უნდა რომ შეიყვაროს, დაიტანჯოს, შეიძინოს, გაერთოს, გახდეს. როცა ამ ყველაფერს რეალობად აქცევს, მხოლოდ მაშინ დამშვიდდება.
8 ადგილი - კურო
კუროსთვის გაზაფხული ნამდვილი კოშმარია, რადგან ამ დროს ის ყოველთვის დიეტაზეა. ზედმეტი კილოგრამების მოშორება კი მწვადების სეზონამდე უნდა მოასწროს , რადგან ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე მწვადების გარეშე იცხოვროს. ირჩევს მაქსიმალურად მკაცრ დიეტას - მშიერი კუროს სამყაროს მიმართ სიძულვილს კი შეუძლია ავნოს ახლობლებს და ერთდროულად რამდენიმე გალაქტიკაც გაანადგუროს.
7 ადგილი - კირჩხიბი
გაზაფხულზე კირჩხიბი იმდენად დიდი ენერგიის მოზღვავებას გრძნობს, რომ საგაზაფხულო სიგიჟეებისთვის მისი დახარჯვა არ სურს. ამისათვის არც დრო რჩება: გენერალურ დასუფთავებას ან რემონტს აკეთებს, უნდა გადარგოს ნერგები, მოამზადოს ბაღი, ჩაეწეროს აუზზე, განაახლოს გარდერობი და ა.შ. მეორეს მხრივ, გაზაფხული სასიამოვნო პერიოდია კირჩხიბების ახლობლებისთვის, რადგან ის იმდენადაა დაკავებული საკუთარი თავითა და საქმეებით, რომ გარშემო მყოფებისთვის აღმზრდელობითი გაკვეთილების ჩატარებისთვის დრო აღარ რჩება.
6 ადგილი - ლომი
ლომების გარშემო წლის ნებისმიერ დროს უამრავი თაყვანისმცემელი იყრის თავს, გაზაფხულზე კი მათი რაოდენობა განსაკუთრებით დიდია: ამ დროს ლომები კიდევ უფრო ლამაზდებიან. მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ ამ სეზონზე თავად ლომს სურს მოდუნდეს, იყოს ნაკლებად თავშეკავებული და გაერთოს ისე, როგორც საჭიროა.
5 ადგილი - მშვილდოსანი
გაზაფხულზე მშვილდოსნებს ყველაფრის გაზვიადება სჭირდებათ, თანაც არა მხოლოდ ფიქრებში. მაგ: შეიყვარონ, როგორც დედოფალი, წააგოს - მილიონი და ა.შ. საგაზაფხულო მღელვარების დროს მშვილდოსნებს უბრალოდ კიარ უყვრადებათ, არამედ სურთ მასზე დაქორწინება. ან განქორწინება და შემდეგ დაოჯახება. უკვე ზაფხულისთვის მას მოეშვება და გათხოვებასაც გადაიფიქრებს.
4 ადგილი - მერწყული
მერწყულის მდიდარ შინაგან სამყაროში გაზაფხული ყოველთვის მეფობს, ყვავილები ყვავიან და სურნელს აფრქვევენ, მაგრამ გარშემო მყოფებს, როგორც წესი ეს აღიზიანებთ. გაზაფხულზე მზე ყველას ათბობს და მერწულსაც, როგორც იქნა შეუძლია დრო გაატაროს სადაც უნდა და ვისთან ერთად უნდა.
3 ადგილი - ვერძი
ლიდერების სამეულს ხსნის ვერძი, გაზაფხულის ყველაზე ლამაზ პერიოდში დაბადებული: როცა ზამთარი დასრულდა, მხუთავი ზაფხულის მოსვლამდე კი ჯერ კიდევ ადრეა. თუმცა აქ საქმე არა ამინდში, არამედ ტემპერამენტშია: გაზაფხულზე ვერძი ნამდვილ სექსუალურ შვებულებაში გადის. ყველაფერი, რაც მოძრაობს, შესაძლოა, მის მკლავებში აღმოჩნდეს. შეწინააღმდეგებას კი აზრი არ აქვს.
2 ადგილი - სასწორი
გაზაფხულზე ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანი ჭკუიდან იშლება, სასწორი კი პირიქით - ჭკვიანდება. ამ დროს მას ყველაფერში ეჭვი აღარ ეპარება და სრულად მიეცემა საგაზაფხულო სიამოვნებას. ხშირად სასწორებს გაზაფხული შემოდგომამდე უგრძელდებათ. შემდეგ მოდის სიბნელე, ცრემლი, იმედგაცრუება და სინდისის ქენჯნა.
1 ადგილი - ტყუპი
მაშ ასე! საპატიო პირველი ადგილი და მარტის მთავარი კატის წოდება ერგო ტყუპს. შეუძლებელია გაზაფხულზე ტყუპმა აღიარება ვერ მოიპოვოს: აღვირახსნილი შოპინგი, დიეტები, სექსი უცნობთან, მძიმე დეპრესია, ალკოჰოლური მოგზაურობა და პარანოიდული ილუზიები - ტყუპი ყველაფერს გამოცდის. მაგრამ მთავარი ისაა, რომ გაზაფხულზე ტყუპი ვინმეს აუცილებლად გადაიყვანს ჭკუიდან. ამიტომ, თუ მოულოდნელად მარტის კატად გადაიქეცით და სხვის ფანჯრებთან იწყებთ გაუთავებელ კნავილს - მაშინ, ალბათ ტყუპს შეხვდით. გულწრფელად გითანაგრძნობთ.
წყარო: cosmo.ru