ცნობილი ასტროლოგი ანჟელა პერლი, რომელსაც ამ სფეროში მოღვაწეობის 20-წლიანი სტაჟი აქვს, დღეს ჩვენს მკითხველს აპრილის ტაროპროგნოზს გააცნობს.
თუ მარტი თავისი ჭირვეული ხასიათით ნაკლებად ჰგავს გაზაფხულის თვეს, აპრილზე ამას ვერ ვიტყვით. 2019 წლის აპრილში მმართველი პლანეტების განლაგება სრულიად ემთხვევა ბუნების აქტიურ და დადებით ძალებს. ვნახოთ, როგორ აისახება ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე:
1. ვერძი
აპრილის იუბილარები დაბადების დღისთვის კარგ საჩუქარს მიიღებენ. ფინანსებს რაც შეეხება, წარმატება გელით. ფული ყველაფერში გეყოფათ: რაც გჭირდებათ და რაც არ გჭირდებათ, იმაშიც.
ძალების მოზღვავებას იგრძნობთ და შესაძლებლობაც გექნებათ, რომ სურვილის თუ მიზნის რეალიზება მოახდინოთ. არ დაეჭვდეთ, იმოქმედეთ! ეს შესანიშნავი პერიოდია იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება ისე მოეწყოს, როგორც თქვენ გსურთ. ასევე, შეეცადეთ ინტუიციას მოუსმინოთ: აპრილში ის ნამდვილად არ დაგაღალატებთ.
2. კურო
აპრილის პირველი რიცხვებიდან კუროების ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყება. მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ, იდეას შობს, თუ როგორ უნდა შეცვალოთ ცხოვრება. მოსალოდნელია სხვაგან გადასვლა ან სამსახურის შეცვლა.
შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის. კუროების ცხოვრებაში ცვლილებები მეყსეულად და ელვისებურად მოხდება. გირჩევთ, ამ პერიოდში ახლობელ ადამიანებს საჩუქრები ხშირად გაუკეთოთ და საპასუხოდ თქვენც მიიღებთ საჩუქარს ცხოვრებისგან.
3. ტყუპი
ტყუპის ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება აპრილში. გექნებათ ძალა, ენერგია და შესაძლებლობა, რომ მოქმედება დაიწყოთ. სრულიად შესაძლებელია ახალი ურთიერთობის დაწყება ან ცვლილებები სამსახურში.
შეეცადეთ, არ მიაქციოთ ყურადღება, რას ლაპარაკობენ სხვები, რომ ამან თქვენს თვითშეფასებაზე არ იმოქმედოს. გირჩევთ, ნეგატიურად აზროვნება და ფიქრი შეწყვიტოთ. სამსახურს რაც შეეხება, აპრილში თქვენი შრომა დაფასდება.
4. კირჩხიბი
აპრილში რომ კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, ისწავლეთ მოდუნება. შეეცადეთ, არ ინერვიულოთ და სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ. თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, ფსიქოლოგს მიმართეთ.
ამ თვეში სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. თუ ფული გამუდმებით გაკლდებათ, რად გინდათ ასეთი სამსახური? ისწავლეთ, შეიძინეთ სხვა ხელობა, ეძებეთ სხვა ვაკანსიები... შესაძლოა, მეგობარმა გაცილებით ხელსაყრელი წინადადება შემოგთავაზოთ.
წაიკითხეთ სრულად