ფიქრობთ, რომ ასტროლოგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში? გთავაზობთ კვირის (1 - 7 აპრილი) ჰოროსკოპს:
კურო
უნდა გახსოვდეთ, რომ შესაძლოა მოიგოთ ბრძოლა, მაგრამ წააგოთ ომი. ასევე, კვირის დასაწყისშივე ნუ ამოწურავთ თქვენს ენერგიას, დაზოგეთ თავი მუშაობის დროს. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მოიკითხეთ მეგობრები - ან თქვენ დაგჭირდებათ მათი დახმარება ან პირიქით. პარასკევს უნდა გამოავლინოთ ტოლერანტობა. შაბათ-კვირას მოახერხებთ დასვენებას, შეიტყობთ სასიამოვნო ინფორმაციას.
ტყუპი
ორშაბათიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული იქნებით საკუთარ მომავალზე. იმის მიუხედავად, რომ, ჩვეულებრივ, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც მოცემული დღით ცხოვრობს. სამშაბათს ან ოთხშაბათს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი, რომლისთვისაც შესაძლოა მზად არ აღმოჩნდეთ. ხუთშაბათს მიხვდებით, რომ ცხოვრებამ თამაშში გამოგიწვიათ... მოგიწევთ ჩაერთოთ, რადგან მიმდინარე მოვლენებს თავს ვერ აარიდებთ. სამწუხაროდ, სასიყვარულო ფრონტზე საინტერესო სიახლე არ გელოდებათ.
კირჩხიბი
ორშაბათს თავს დამარცხებულად იგრძნობთ. დიდი ხანია ერთი საკითხის მოგვარებას ცდილობთ, მაგრამ არა და არ გამოგდით... უშედეგოდ იბრძვით და ხვდებით, რომ ცოტაც და ფარ-ხმალს დაყრით. სამშაბათსა და ოთხშაბათს ძალიან დაგჭირდებათ ენერგია, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოგიწევთ რეალურ საქმესთან შეჭიდება. ხუთშაბათსა და პარასკევს წარმატებით ჩაივლის საქმიანი სადილი/ვახშამი, ასევე აქტიურად გამოიყენებთ მობილურს პარტნიორებთან სასაუბროდ და პრობლემების მოსაგვარებლად. შაბათ-კვირას ზოგიერთი კირჩხიბი ველურ გარემოში აღმოჩნდება, მეტაფორულად ან პირდაპირი მნიშვნელობით.
ლომი
ორშაბათს მცირე პრობლემა დიდად და დაუძლეველად მოგეჩვენებათ. სამშაბათს და ოთხშაბათს გააცნობიერებთ, რომ ამ წინააღმდეგობის დაძლევა თავისუფლად შეგიძლიათ, ტყუილად დარდობდით. აივსებით ოპტიმიზმით, რაც დაგეხმარებათ კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. კარგი კვირაა სამსახურებრივი მოვალეობის ზედმიწევნით შესასრულებლად. ნუ გაგიკვირდებათ, თუ პარასკევს თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ ან თქვენდამი უჩვეულო ინტერესს გამოავლენენ. შაბათ-კვირას ძალიან სენსიტიური გახდებით და ყველაფერზე იტირებთ.
ქალწული
ნუ ელოდებით ადამიანებისგან ერთნაირად აზროვნებასა და მოქმედებას. სამყარო სავსეა განსხვავებული პიროვნებებით და სწორედ ეს ხდის საინტერესოს. ისწავლეთ არა მარტო სიტუაციებთან ადაპტაცია, არამედ განსხვავებულებთან ურთიერთობა. ოთხშაბათს ან ხუთშაბათს იმოგზაურებთ იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც აფასებთ, პატივს სცემთ და გულის სიღრმეში ბაძავთ. მაშინაც კი, თუ ამ კვირაში ვერ შეხვდებით პარტნიორს, დაამყარეთ მასთან მჭიდრო კომუნიკაცია („თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“).