3-7 აპრილის სილამაზის კალენდარი - როდის ჯობს თმის შეჭრა - Marao

3-7 აპრილის სილამაზის კალენდარი - როდის ჯობს თმის შეჭრა

2019-04-03 11:09:43+04:00

3 აპრილი, 27-28 მთვარის დღე, მზარდი მთვარე თევზებში

  • თმის შეჭრა - არ გირჩევთ. უპირატესობა მოცულობიან ვარცხნილობას მიანიჭეთ. ეს მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.
  • თმის შეღებვა - მხოლოდ ბუნებრივი საღებავებით შეიღებეთ.
  • მანიკიური და პედიკიური - ფრჩხილებთან პრცედურებს არ გირჩევთ. ფრჩხილები ცუდად გაიზრდება, მტვრევადი და ფენებად დაშლადი გახდება.
  • სახის მოვლა - მოიცილეთ ფერიმჭამელები.
  • სხეულის მოვლა - კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.

4 აპრილი, 28-29 მთვარის დღე, მზარდი მთვარე ვერძში

  • თმის შეჭრა - არ შეიჭრათ, თავს ცუდად იგრძნობთ.
  • თმის შეღებვა - ტონირებისთვის კარგი დღეა.
  • მანიკიური და პედიკიური - კარგი დღეა ფეხებისა და ხელების მასაჟისთვის.
  • სახის მოვლა - სახის გადასატკეცი ნიღბების გასაკეთებელი დღეა.
  • სხეულის მოვლა - თვითმასაჟი და ფიზიკური აქტიურობა კარგია.

5 აპრილი, 29, 30-1 მთვარის დღე, მზარდი მთვარე ვერძში

Related image

  • თმის შეჭრა - თუ არ გსურთ, საყვარელმა ადამიანმა რომ მიგატოვოთ, თმას ხელი არ ახლოთ.
  • თმის შეღებვა - შეღებვა თმას ენერგიას და ბზინვარებას დააკლებს.
  • მანიკიური და პედიკიური - ფრჩხილების დაჭრა უსიამოვნებასა და კამათს მოგიტანთ.
  • სახის მოვლა - გაიკეთეთ დამამშვიდებელი ნიღბები და აბაზანები.
  • სხეულის მოვლა - ივარჯიშეთ, გაიკეთეთ მასაჟი, ეს იმუნიტეტს აგიმაღლებთ. კარგია საუნა.

6 აპრილი, 1-2 მთვარის დღე, მზარდი მთვარე ვერძში

  • თმის შეჭრა - უმჯობესია, ვარცხნილობა გაიკეთოთ.
  • თმის შეღებვა - გამაჯანსაღებელი პროცედურები გაიკეთეთ.
  • მანიკიური და პედიკიური - უმჯობესია, ხელის კანის მოვლას დაუთმოთ დრო.
  • სახის მოვლა - გაიკეთეთ ვიტამინების ნიღაბი.
  • სხეულის მოვლა - კარგი დღეა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად ან კურსის დასაწყებად.

7 აპრილი, 2-3 მთვარის დღე, მზარდი მთვარე კუროში

  • თმის შეჭრა - თმის შეჭრა გამოკვეთს თქვენს ნაკვთებს.
  • თმის შეღებვა - თმა ნატურალურ ფერებში შეიღებეთ.
  • მანიკიური და პედიკიური - მოიწესრიგეთ კუტიკულა.
  • სახის მოვლა - კანის სამკურნალოდ გამოიყენეთ ეთერზეთები.
  • სხეულის მოვლა - უმჯობესია, დრო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ.