ოთხი რამ, რაც არავის არ უნდა ათხოვოთ! - Marao

ოთხი რამ, რაც არავის არ უნდა ათხოვოთ!

2019-04-03 11:35:42+04:00

არსებობს ნივთები, რომლებიც არ უნდა გასცეთ. არც სხვას ათხოვოთ და არც უნდა გაასესხოთ.

სამკაული

Image result for accessories gif

არასოდეს ათხოვოთ თქვენი სამკაულები სხვას, განსაკუთრებით, თუ არ აქვს მნიშვნელობა, ვის ათხოვებთ მას დროებითი სარგებლობისთვის - ოჯახის წევრს თუ ნათესავს. ძვირფასი ქვები და მინერალები მფლობელის ენერგიას ისრუტავენ და რაც უნდა იღბლიანი იყოს ნივთის მფლობელი, ახალ, დროებით პატრონს ის ბედნიერებას არ მოუტანს, ხოლო როდესაც თავის პატრონს დაუბრუნდება, დიდი შანსია, თან გამოჰყვეს უარყოფითი ენერგეტიკა და სხვისი კუთვნილი უიღბლობები.

ჭურჭელი

Image result for cup  gif

ხშირად ხდება, რომ მეზობელს დიდი ზომის ქვაბი დასჭირდა ან სტუმრები ჰყავს და ჭურჭელი აკლდება. ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც ინახება ამა თუ იმ ოჯახში, ინახავს იქაურ ენერგეტიკას, რაც თხოვების შემდგომ სხვა ოჯახში გადადის. თუ რაიმე ჭურჭელს მაინც ითხოვებთ, გახსოვდეთ, უნდა დაუბრუნოთ კარგად გარეცხილი და აუცილებლად სავსე.

ცოცხი

Related image

გახსოვდეთ, რომ ოჯახში ორი ცოცხი ცუდის ნიშანია. როდესაც იყიდით ახალს, ძველი გადააგდეთ ან უკეთეს შემთხვევაში, დაწვით. ეცადეთ, ცოცხი იყიდოთ კაცი გამყიდველისაგან და ისიც, მთვარის მე-19 დღეს, ხოლო ახალ წელს, 31 დეკემბერს, წელიწადის ბოლო დღეს, რამეთუ ასეთი ცოცხი ბარაქას და სიხარულს მოიტანს თქვენს ოჯახში. არასდროს დააგვევინოთ სახლი სტუმარს და არასდროს ათხოვოთ ის მეზობელს, რამეთუ სიღატაკე იცის ნათხოვარი ცოცხის დაბრუნებამ.

ტანსაცმელი

Image result for clothes  gif

კატეგორიულად აკრძალულია საკუთარი ტანსაცმლის თხოვება და არა ჰიგიენური მოსაზრების გამო, არამედ ენერგეტიკის გამო. განსაკუთრებით არ ითხოვოთ და არ ათხოვოთ ფეხსაცმელები. აი, გაჩუქრება კი შეიძლება. სასურველია, თუ მეგობარი გჩუქნით. სიმბოლურად, ნივთში 10 თეთრი მაინც გადაიხადეთ, რადგან ფულის გადახდით თქვენ აბათილებთ იმ ადამიანისგან გამოყოლილ ყველანაირ ენერგეტიკას.

დალილას ბლოგი