სილამაზის ჰოროსკოპი: როგორი მაკიაჟი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სილამაზის ჰოროსკოპი: როგორი მაკიაჟი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გაზაფხული სწორედ ის პერიოდია, როცა მაკიაჟში სიახლის შეტანის ხალისი კიდევ უფრო მეტად გვიჩნდება. ვნახოთ რას გვეუბნებიან ამის შესახებ ვარსკვლავები. კითხვაზე, თუ როგორი მაკიაჟი დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში და რომელი ფერები უხდებათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს, ალექსეი ფედეევი გვპასუხობს. ალექსეი ასტროლოგიის სფეროში პროფესიონალი გახლავთ. აი რას გვირჩევს ის:

ვერძისთვის იდეალური იქნება კლასიკური მაკიაჟი. შეარჩიეთ კანის იდეალური ტონი მისივე შეფერილობის მიხედვით, უპირატესობა კი გამოკვეთილ, გრძელ წამწამებსა და წითელ ტუჩსაცხს მიანიჭეთ. ეს ნაბიჯი მეტ გრაციოზულობას შეგძენთ.



კუროსთვის უმჯობესია, რომ თვალების მოსახატად გამოიყენოს მწვანე,
ჭაობისფერი, ნაცრისფერი და მორუხო ფერები. 
აგრეთვე მას უხდება ვარდისფერი, მოყავისფრო და ვერცხლისფერი ფერებიც. ეს ფერები იდეალური მაკიაჟის მიღებაში ყველაზე მეტად დაეხმარება. თუმცა, უნდა ეცადოთ, რომ ბუნებრივ ტონალობაზეც არ თქვათ უარი, რაც მინიმალური მაკიაჟის ეფექტს გულისხმობს.


ტყუპებს კონტრასტული მაკიაჟი დაამშვენებთ. განსაკუთრებით გაითვალისწინეთ ის, რომ ყვრიმალები გამოკვეთოთ და ამით შთაბეჭდილება მოახდინოთ. 


კირჩხიბს მბზინავი ტონები დაეხმარება იმაში, რომ წარმატება მოიპოვოს. ეს ტონები მოგაგონებთ ზღვის ნიჟარის სინაზეს, თვალები კი ძვირფას მარგალიტებს. 

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს კი სამეფო ფერები უხდებათ. მათ შორის პირველია ოქროსფერი. წარმატების მოსაზიდად სწორედ რომ გამოადგებათ. აგრეთვე წარმატების საწინდარია ოქროსფრისა და ალისფრის ტანდემი. ამ შემთხვევაში ალისფერ ტუჩსაცხზე ვსაუბრობთ.

ქალწული- ამ ნიშანს კარგი გემოვნება აქვს და ზომიერებაც იცის. ისინი სუფთები და მგრძნობიარეები არიან. ატლასისფერი ტონები და ნაზი მბზინვარება დაეხმარებათ, რომ წარმატება მოიპოვონ.

სასწორი- მისთვის მთავარი ფერები შინდისფერი და ყვითელია. მას შეიძლება გარეთ გასვლისას ყველაფერი დაავიწყდეს, მაგრამ შინდისფერი პომადის გარეშე გარეთ მაინც არ გავა. ცხადია ეს ნიუანსი ყველა სასწორს არ ეხება, თუმცა მათ უმეტესობას მსგავსი ფერები ძალიან უხდება.

მორიელი- მაკიაჟის სრულყოფა ყველაზე უკეთ ეხერხებათ. უხდებათ მაკიაჟი, რომელიც მათ ნაკვთებს უკეთ წარმოაჩენს. საუბარია მკვეთრ კონტურებზე, გამოკვეთილ ქუთუთოებსა და ყვრიმალებზე.

მშვილდოსანი- მბზინვარე ტონები აქაც მნიშვნელოვანია. ძალიან უხდებათ ოქროსფერი და ატმისფერი ფერები. მდიდრული იერსახე მისი სავიზიტო ბარათია.

თხის რქა- მათი მაკიაჟი მკვეთრი არ უნდა იყოს. შეუძლია სცადოს ძალიან ნათელი ტონიდან დაწყებული, მუქი შოკოლადისფრით დამთავრებული. ტუჩსაცხი კი რეკომენდებულია ღია კაკაოსფერი ან კარამელისფერი.  

მერწყული- ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ნათელი, მოდური ფერები სჭიდებათ. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ყველაზე მეტად ღია თაფლისფერი ტუჩსაცხი უხდებათ.

თევზების ნიშნით დაბადებულ ქალებს ვურჩევთ, რომ თვალები მაქსიმალურად გამოკვეთონ. უმჯობესი იქნება მათ მაკიაჟში გამოყენებული ფერები XX საუკუნის დასაწყისს შეესაბამებოდეს.
ტუჩები კი ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს მწიფე ჟოლო ახლახან მიირთვით. ეცადეთ, რომ ტუჩის ფანქარი არ გამოიყენოთ. თევზებს იისფერი და ცისფერი ტონებიც უხდებათ. ღია ფერის მბზინვარე, გამჭვირვალე ტუჩსაცხი გამბედავ ქალბატონს კიდევ უფრო დაამშვენებს.

წყარო: cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30