ეს რიტუალი დილით უნდა შესრულდეს. ის დაგეხმარება, გადაერთო პოზიტიურ ტალღაზე.
აიღე სუფთა ფურცელი და შუშის გამჭირვალე ჭიქა, სასურველია ნახატებისა და წარწერების გარეშე. წყალი აუცილებლად გაფილტრული ან ბოთლის უნდა იყოს. ონკანის ან გადადუღებული არ გამოიყენო. ფურცელზე დაწერ იმას, რაც გსურს, რომ ამ დღეს მოხდეს. უნდა დაწერო აწმყო დროში, წინადადებაში არ უნდა ერიოს სიტყვა - „არა“. მაგალითად: "მე მაქვს კარგი სამსახური, სადაც მიხარია სიარული. ჩემი შეყვარებული ძალიან მაბედნიერებს, მე მას ვუყვარვარ. დღეს ლამაზი კაბა ვიყიდე, მიხარია. მე ვარ ბედნიერი.“
შემდეგ ჩაასხი ჭიქაში წყალი და დაწერილ ფურცელზე დაადე ჭიქა. სასურველია, ერთი სურვილი დაწერო, რომელიც გინდა აგიხდეს უახლოეს რვა დღეში. უმჯობესია, მარტივი სურვილებით დაიწყო და არა პირდაპირ სახლით და მანქანით. როდესაც მოვა დრო, როცა ისწავლი კავშირს სამყაროსთან და სურვილების ასრულების ტალღაზე მომართვას, შენთვის შეუძლებელი არაფერი იქნება.
დადე წყლიანი ჭიქა ნაწერზე და წყლიდან ხმამაღლა წაიკითხე, რაც დაწერე. ეცადე, სიტყვებმა წყალში გაიაროს. სამჯერ წარმოთქვი, რაც გინდა და დაწერე ისეთი განცდით, რომ თითქოს ეს ყველაფერი უკვე გაქვს, უბრალოდ, აღნიშნავ ამას. შემდეგ კი იმ ჭიქიდან დალიე წყალი, ფურცელი კი დაწვი. ფერფლი ყვავილის ქოთანში ჩაყარე. ასე გაიმეორე ყოველ დილას, უზმოზე, რვა დღის განმავლობაში. სასურველია, ამ რიტუალის ჩატარების დროს იყო მარტო და შეასრულო ერთსა და იმავე დროს.
და გახსოვდეს! მთავარია რწმენა, რომ ეს ყველაფერი გამოვა.
დალილას ბლოგი
იხილეთ: შეცვალე შენი დღის რეჟიმი და ამით საკუთარ ცხოვრებას შეცვლი