კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 8-14 აპრილი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 8-14 აპრილი
გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს:

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლოა შეგაწუხოთ ნერვულმა სისტემამ, ღვიძლმა ან შარდის ბუშტის ინფექციამ. დასაქმებულ კირჩხიბებს შემოაწვებათ სიზარმაცე და მოეჩვენებათ, რომ არსებული გამოწვევების წინაშე უძლურები არიან. სწორედ ეს გახდება პროფესიული განვითარების ბიძგი. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, სანაცნობო წრის გაფართოება. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. კარგი პერიოდია ბიზნესის წამოსაწყებად ან გასაფართოებლად. წარმატება გელოდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. თქვენ და თქვენი პარტნიორი ურთიერთობის დალაგებას შეეცდებით, რაც დიდ როლს ითამაშებს თქვენი საერთო მომავლის შექმნაში. კირჩხიბები, რომლებსაც ოჯახის შექმნა სურთ,
გულის სიღრმეში თუ გაცხადებულად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ქორწილს უკავშირდება.

ლომი

ამ კვირაში შესაძლოა შეგაწუხოთ თვალებმა, სახსრების ტკივილმა, თირკმელებმა. იზრდება ტრავმების მიღების ალბათობა. გამორიცხული არ არის, რომ სერიოზულად დაიზიანოთ ხელი. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, სამსახურში თავის გამოჩენისთვის. ამ კვირაში ელოდეთ შემოსავალს. თქვენი დამსაქმებელი გადაწყვეტს, ახალი მოვალეობები დაგაკისროთ, რის ხარჯზეც თქვენი სტატუსიც გაიზრდება და ხელფასიც. იმ ლომებს, რომლებმაც სამსახურის დაწყების თაობაზე განცხადება გააგზავნეს, აუცილებლად დაურეკავენ და გასაუბრებაზე დაიბარებენ.

ქალწული

დაქორწინებული ქალწულები ოჯახის სიტკბოს სრულად შეიგრძნობენ და მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქორწინება იყო. ამ ნიშნით დაბადებული მარტოხელა ადამიანი ცხოვრების მეგზურს შეხვდება ამ კვირაში. ასე რომ, კარგად მოემზადეთ ძირეული ცვლილებებისთვის და სიყვარულისთვის. სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა, ურთიერთობის შენებასა და შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სტუდენტები, რომლებიც სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლობენ, საუკეთესო ქულებს მიიღებენ.

სასწორი

აღმავლობებისა და დაცემის კვირაა... დარწმუნდებით, რომ ცხოვრება გულის ცემას ჰგავს - ხან ჩქარდება და ნიშნული მაღლა იწევს, ხანაც ნელდება და დაბლა ეშვება. ამ პერიოდში გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდებათ. სამსახურში დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ბევრი სასწორი თავაუღებლად იმუშავებს სასურველი შედეგის მისაღებად. ელოდეთ პოზიტიურ ფინანსურ ცვლილებებს. შესაძლოა ჩაგერიცხოთ პრემია, ჰონორარი ან გაგიჩნდეთ ახალი შემოსავლის წყარო.

წაიკითხეთ ვრცლად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30