მაგიური ტიბეტური რიტუალი ფულის მოსაზიდად

მაგიური ტიბეტური რიტუალი ფულის მოსაზიდად
7753191 - ეს არის მაგიური ფულის მოსაზიდი კოდი, რომელიც 77 დღის განმავლობაში დღეში 77-ჯერ უნდა წარმოთქვა წამღერებით (შვიდი, შვიდი, ხუთი, სამი, ერთი, ცხრა, ერთი). თუ ამას სწორად გააკეთებ, მოიზიდავ ფულს და სამყაროს სხვა სიკეთეებს, რადგან ეს მანტრა რეალურად მუშაობს.

კიდევ ერთ საინტერესო რიტუალს შემოგთავაზებთ, რომელსაც ბედნიერების კვანძის შეკვრის მაგია ეწოდება.

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი პერიოდი, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, თითქოს ზურგის ქარი გეხმარება. ასეთ დროს გიჩნდება სურვილი, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამისთვის
საჭიროა, მუდამ თან ატარო ნაჭრის ცხვირსახოცი და როცა ასეთი წარმატებული, ბედნიერი და იღბლიანი დრო დადგება, ამ ნაჭრის ცხვირსახოცის ბოლო უნდა გაკვანძო. განასკვული ცხვირსახოცი მუდამ თან უნდა ატარო, ჯიბეში ან ჩანთაში. არავის უთხრა, რას ნიშნავს განასკვული ცხვირსახოცი.

ბედნიერი ხარ კაცთან, რომლიც შენს ცხოვრებაში გამოჩნდა? განებივრებს სიურპრიზებითა და ყურადღებით? გინდა, რომ ეს ადამიანი შენთან იყოს და არსად წავიდეს? ნაჭრის ცხვირსახოცზე შეკარი ერთი კვანძი და წარმოთქვი სიტყვები: ,,მინდა ყველაფერი ასე გრძელდებოდეს“ - და ყველაფერი ასევე გაგრძელდება.
გახსოვდეს, რეზულტატი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფიქრებით და განწყობით შეკარი კვანძი. თუ შენს გადაწყვეტილებაში ან მოქმედებაში ოდნავი ეჭვი მაინც გეპარება, არ გირჩევთ, გააკეთო ეს ყველაფერი, რადგან აზრი არ ექნება.

დალილას ბლოგი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ბორისი
ეს " მაგიური ფულის მოსაზიდი კოდი" ქართულად არ მუშაობს,ტიბეტურად უნდა თქვათ,ტიბეტურად და წამოვა მაგრამ რა წამოვა მილიარდები ოხოხო...
23:55 / 10-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ზუზუ
დიდი სისულელე
14:55 / 10-04-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი