შავი ხვრელი- მითი თუ რეალობა? მისი არსებობის შესახებ დამადასტურებელი მასალა უკვე არსებობს, თუმცა, როდესაც საქმე ფოტოებზე მიდგება ყველაფერი გაცილებით სარწმუნო ხდება.
დიახ, ასტრონომებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისთვის, რომ დაეფიქსირებინათ თუ როგორია ის.
შავი ხვრელი M87 გალაქტიკაში არსებობს, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 500 მლნ ტრილიონი კილომეტრითაა დაშორებული.
ცოტა ხნის წინ “BBC-მ” გავრცელა ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მითი რეალობად იქცა.
ექსპერიმენტი ტელესკოპების მეშვეობით ჩატარდა. მიმდინარეობდა მსოფლიოს 8 სხვადასხვა ადგილას და ეს შედეგი ტელესკოპების ქსელის მეშვეობით მიიღეს.
ექსპერიმენტი „Radboud University-ში“ ჩატარდა, რომელიც ნიდერლანდებში მდებარეობს.
„რასაც ჩვენ ვხედავთ იმაზე დიდია ვიდრე თავად მთლიანი მზის სისტემა. რასაც მივაღწიეთ ახდენილ ოცნებას ჰგავს“- განაცხადა ექსპერიმენტის მონაწილე პროფესიონალმა მეცნიერმა.
„ეს არის ყველაზე დიდი, მძიმე შავი ხვრელი- სწორედ ამიტომ მას შეგვიძლია ნამდვილი მონსტრი ვუწოდოთ. ვერცერთი მისი მსგავსი წარმონაქმნი ვერ შეედრება და ჩემპიონია“.
ცენტრში მდებარე მუქ წრეს, რომელსაც შეგვიძლია ობიექტიც დავარქვათ- შუა ნაწილში გრავიტაციული ზოლი აქვს.
ასტროლოგების აზრით M87-ს უზარმაზარი შავი ხვრელი გააჩნია, რომლის გულიც მოჩვენებითი ფერის სურათებისგან, ანუ ნაწილებისგან შედგება.
შავი ხვრელის ირგვლივ მყოფ მბრწყინავ ნაწილს კი „ცეცხლოვანი ბეჭედი“ უწოდეს.
პროექტს თანდათან სხვადასხვა ქვეყნიდან შეუერთდებიან და როგორც ჩანს უფრო დიდ დაფინანსებას მიიღებენ, რათა ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ სრულყონ.
წყარო: bbc.com