გაიგე, რა ზებუნებრივ შესაძლებლობას ფლობ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გაიგე, რა ზებუნებრივ შესაძლებლობას ფლობ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველა ადამიანს, რომელიც დაბადებულია გარკვეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ, დაბადებისთანავე ებოძა რაღაც უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც უნდა აღმოაჩინოს და განავითაროს საკუთარ თავში.

ვერძის მაგიური თვისებები - 21.03-20.04


ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ გამოიყენონ მიზნის მისაღწევად და ჩაფიქრებულის ასასრულებლად მაგიის ყველა სახეობა, თუმცა ვერძებს ყველაზე კარგად გამოსდით ნივთების, ტანსაცმლისა და საკვები წყლის პოზიტიურად დამუხტვა. ვერძებს შეუძლიათ ადამიანის შესახებ ინფორმაცია ამოიკითხონ ფოტოს და პირადი ნივთების მეშვეობით. გაგიკვირდებათ და, მათ აქვთ ძალები, ნებისმიერი ჩაფიქრებული სურვილი რეალობად აქციონ. თუ ყურადღებით მოეკიდებიან
სამყაროსგან ბოძებულ ამ ნიჭს, ჩაფიქრებული სურვილები ყველაზე კარგად აუხდებათ.

Image result for magic gif

კურო და მისი ოქროს მიზანდასახულობა - 21. 04- 20.05

მაღალი შემოსავლები, კარიერულ კიბეებზე სწრაფი სვლა. კუროები შექმნილნი არიან ოქროს, წარმატების, ფულის და კეთილდღეობის მოსახვეჭად. კუროებს მაგნიტივით იზიდავთ ისეთი სიტუაციები და ადგილები, სადაც არის კეთილდღეობა და ფულის შოვნის საშუალება. ისინი თითქოს ამართლებენ თავიანთი ზოდიაქოს ნიშნის გამოსახულებას „ოქროს კურო“, რომელიც სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. სასურველია, კურომ თავისი სურვილი რამდენჯერმე გაიმეოროს და ეს სურვილი უფრო სწრაფად ახდება, თუ მასში გარეულია ფინანსები. გახსოვდეთ, კუროებო, რაც უფრო გულწრფელად უსურვებთ სხვას გამდიდრებას, მით უფრო მეტად გააძლიერებთ ამ უნარს.


ტყუპების საოცარი შესაძლებლობები - 21.05- 21.06

ტყუპებს ძალიან უყვართ ლაპარაკი, ისინი გამორჩეულად ორატორული ნიშნით არიან დაჯილდოებულები, რადგან მათი ლაპარაკი, ესაა მათი მაგიური ინსტრუმენტი. ტყუპებს კარგად გამოსდით შელოცვები. მათი დამხმარე სტიქია ქარია. ამიტომ, ბატონო და ქალბატონო ტყუპებო, თქვენი სურვილები ჩასჩურჩულეთ ქარს. სასურველია, ეს გააკეთოთ ღია სივრცეში, მაგალითად,  მინდორში. ამაზე კარგ ადგილს ოცნების ასახდენად და საკუთარი ინტუიციის გასააქტიურებლად ვერც ნახავთ. ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ უჩვეული ხმის ტემბრი, რაც მაგიურად მოქმედებს მსმენელზე. დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ ეს თქვენ სასარგებლოდ.

Related image

კიბო და მისი მეექვსე გრძნობა - 22.06- 22.07

კიბოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად მაგიის მიმართ ინტერესს საერთოდ არ იჩენენ და ხშირად მისი გამოკვეთილი მოწინააღმდეგეებიც არიან. ერთადერთი, რასაც გულგრილად ვერ აუვლიან გვერდს, ესაა მკითხაობა. ანალიტიკური ტვინის და ზებუნებრივი ნიჭის წყალობით, ადვილად შეუძლიათ ადამიანს უწინასწარმეტყველონ მომავალი, რომელიც ოთხმოცი პროცენტით ხდება ხშირ შემთხვევაში. კიბორჩხალები კარგი ფსიქოლოგები არიან, რადგან უყვართ დაკვირვება. ადვილად შეუძლიათ დაინახონ ადამიანის ძლიერი და სუსტი მხარეები და ამით მოახდინონ მანიპულაცია. თუ ის ადამიანი მოსწონთ, შეუძლიათ დააჯერონ იგი თავიანთ შესაძლებლობებში და დაეხმარონ წარმატების მიღწევაში.


ლომი და მისი შესაძლებლობები - 23.07-23.08

რომელი მაგია გამოსდით ყველაზე კარგად ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცეცხლოვანი გული? არ არის რთული მისახვედრი, რომ სასიყვარულო მაგიის გურუები - ლომები არიან. მათ შეუძლიათ მიაღწიონ ყველაზე გასაოცარ რეზულტატებს ამ საქმიანობაში. ბუნებისაგან ლომები ფლობენ უძლიერეს ენერგეტიკას და განსხვავებულ არაჩვეულებრივ ლიდერულ თვისებებს. ისინი უთქმელად გრძნობენ სხვა ადამიანების ენერგიას და კარგად გამოსდით მათი გადარწმუნება. ამიტომ ხშირად, ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფები გვევლინებიან კორპორაციის ან ხალხის დიდი ჯგუფების მმართველ ხელმძღვანელებად.

Image result for magic gif

ქალწული და მისი კოზირის კარტი - 24.08 - 22.09

ქალწულის ნიჭი კარტშია. ქალწულებს კარგად ეხერხებათ ნებისმიერი სახის მკითხაობა, ეს იქნება რუნები თუ ტარო, ჰირომანტია თუ ცვილზე მკითხაობა. ქალწული ძლიერია იქ, სადაც საჭიროა დამახსოვრება და გაანალიზება ამა თუ იმ კომბინაციისა. ლოგიკა, ციფრები, წვრილმანებზე ყურადღების მიქცევა, ეს ყველაფერი ქალწულის განსაკუთრებული მაგიური თვისებაა. ქალწულს შეუძლია გამოიცნოს, რომელია ლატარიის მომგებიანი ბილეთი; გამოიცნოს რიცხვები, რომლებიც მოუტანს მოგებას. საკმარისია, დააკვირდეს და შეიგრძოს, რა განცდა მოაქვს ამა თუ იმ ნომერს, რასაც ის ხედავს. ინტუიცია მას არასდროს უღალატებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავარჯიშებული აქვს ინტუიცია.


სასწორი და მისი ბუნებრივი არსი - 23.09 – 23.10

ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ სასწორის ნიშნის ქვეშ, ადვილად გამოსდით ის რიტუალები, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებასთან და ბუნებრივ მოვლენებთან - ქარიშხალი, წვიმა, ელვა, ჭექა-ქუხილი, მზის ამოსვლა და ჩასვლა, ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა.
ასევე, სასწორები ქმნიან განსაკუთრებულად ძლიერ თილისმებს, ამულეტებს, ამავე ბუნებრივი ძალის დაცვით. დაიმახსოვრეთ, თუ სასწორმა გაჩუქათ სამკაული ან რამე თან სატარებელი ნივთი და ამას დააყოლა კეთილი სურვილები, მზად იყავით, რომ ეს ნივთი მალე დიდ წარმატებას მოგიტანთ.

Image result for magic gif

მორიელი და მისი მისტიკური ენერგია - 24.10 - 22.11

მორიელებს დაჰყვებათ ისეთი მისტიკური ძალა, როგორებიცაა წინასწარმეტყველება, ბედისწერის წაკითხვა. ისინი კარგი ასტროლოგები არიან. განსაკუთრებით ეხერხებათ თეთრი მაგია. საკმარისია მორიელი გყავდეთ სახლში და ნებისმიერი უარყოფითი ენერგია-უსიამოვნებისგან ისევე დაცული იქნებით, როგორც ეს მოხდებოდა თილისმისგან. მორიელი მოსიარულე თილისმაა. დაპატიჟეთ სახლში სტუმრად მორიელები, როდესაც აპირებთ სახლის დალაგებას და სთხოვეთ, მტვერი მაინც გადაგიწმინდონ, ხოლო თუ სტუმრად გეწვევათ მორიელი ახალ სახლში ან რემონტის შემდეგ, სახლის ენერგეტიკა მნიშვნელოვნად გაიწმინდება. თუ ნივთი დაკარგეთ, ეცადეთ, მორიელს სთხოვოთ, დაგეხმაროთ მოძებნაში, რადგან მათი ენერგეტიკა დაკარგულის პოვნაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი და მისი თვისება, გაარტყას მიზანში - 23.11- 21.12

ამ ზოდიაქოს ნიშნის სახელი უკვე ლაპარაკობს საკუთარ თავზე. მშვილდოსნები არიან მიზანდასახულები. მათ მუდამ იციან, რა სურთ. არა მარტო იციან, არამედ წარმოიდგენენ კიდეც დეტალურად სასურველ ნივთს. ეს ვიზუალიზაცია კი ხელს უწყობს სურვილების მალე ახდენა-რეალიზაციას. მშვილდოსნებისთვის სასურველია, იყვნენ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, რათა თავიანთი ვარსკვლავური საათი არ გამოტოვონ. ამიტომ როდესაც აგეკვიატებათ ადგილი, სადაც უნდა წახვიდეთ, არ გადადოთ წასვლა, დაუჯერეთ ინტუიციას. მშვილდოსნები დაჯილდოებულები არიან მკურნალობის ნიჭით, აქვთ ხელებში ძლიერი ბიოდენები და შეუძლიათ თავის ტკივილის მორჩენა, ხოლო ჭრილობას თუ ხელს დაადებენ, უფრო მალე შეხორცდება. ასევე, შეუძლიათ ერთი შეხედვით ავადმყოფობის დიაგნოზირება.

Image result for magic gif

თხის რქა და მათი ბუნებრივი მაგია - 22.12 - 20.01

თხის რქას აინტერესებს ასტროლოგია, ნუმეროლოგია და ჰირომანტია. თუ ბოლომდე მიჰყვებიან ინტერესებს, კარგი სპეციალისტებიც დადგებიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის წარმატება მოაქვს ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ნივთებს, ნატურალურ მასალას. თუ თხის რქა ჩაეხუტება მუხის ხეს ან დადგება მინდვრის შუაგულში, ის მიიღებს პასუხებს იმ კითხვებზე, რაც აინტერესებს სამყაროსგან.


მერწყულის მაგიური თვისებები - 21.01 - 19.02

მერწყულებს უყვართ თეატრალური ეფექტები. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი რიტუალი ჩატარდეს ლამაზად და თეატრალურად. მერწყულს შეუძლია ლამაზად გაშალოს კარტი და დამაჯერებლად მოუყვეს მოსაუბრეს მისი წარსულისა და მომავლის შესახებ. რამდენად სწორად იტყვის ყველაფერს, ეს მის შინაგან ხმაზეა დამოკიდებული, რომელსაც ხშირად არ უჯერებს, რადგან უბრალოდ არ სჯერა. მერწყულის ქცევები აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, რადგან აქვს გასაოცარი ნიჭი, დაინახოს მომავალი და შედეგები ნებისმიერი ქმედებისა.


თევზები და მათი სტიქია - 20.02 - 20.03

თევზებს არაჩვეულებრივად გამოსდით სასიყვარულო მაგია. საკმარისია, უბრალოდ ჩაის ჩასჩურჩულონ სასურველი სიტყვები და მიაწოდონ მას, ვინც დალევს, საქმე გაკეთებულია. მას მერე, რაც თევზი ხელში იღებს ტილოს და ცოცხს, იწყებს სახლის დალაგებას, სახლიდან ნეგატიური ენერგია ქრება. მათ სჯერათ ნიშნების და თუ ყურადღებით აკვირდებიან ამ ნიშნებს, ნებისმიერი ხიფათისგან დაცულები არიან. თევზებს კარგად ეხერხებათ ყავაზე მკითხაობა და საერთოდ არ ეხერხებათ შავი მაგია.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30