გადაუყვარდით თუ არა ყოფილ შეყვარებულს? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გადაუყვარდით თუ არა ყოფილ შეყვარებულს? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ადამიანების ნაწილს წარსულთან შელევა უჭირს. სხვები რომანტიკულ კავშირს წერტილს უსვამენ, მაგრამ ყოფილ შეყვარებულთან/მეუღლესთან მეგობრობას აგრძელებენ. როგორც რემარკი იტყოდა: ”სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.“ თუმცა, არცთუ ისე იშვიათად ე.წ. მეგობრობა ყოფილ პარტნიორებს კვლავ სიყვარულში გადაეზრდებათ ხოლმე. გაინტერესებს, რა განზრახვით აგრძელებს თქვენთან მიმოწერას ძველი შეყვარებული? ამ კითხვაზე ასტროლოგები გპასუხობენ:

სასწორი

თუ ამ ნიშნის ქალს შერიგება უნდა, წვეულებაზე დაგპატიჟებთ. სასწორი ხომ სოციალური პეპელაა. მოსწონს, როცა ყურადღების ცენტრში ექცევა, ყველა მას ესაუბრება, ეცეკვება, ნომერს სთხოვს. ის
ყოფილ შეყვარებულს/მეუღლეს დაანახვებს, რამდენად პოპულარული და სასურველია; რომ ნებისმიერ კაცს მისი ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ თავად ყოფილთან დაბრუნებას ისურვებდა. თუ ამ ნიშნის კაცს შერიგება უნდა, კომპლიმენტებს არ დაიშურებს. სასწორ მამაკაცებს სჯერათ, რომ ქალი ლამაზი სიტყვებითა და ფრთიანი ფრაზებით ”იკერება“.


კირჩხიბი

ამ ნიშნის ქალი ყოფილ შეყვარებულს სამსახურში გამოეცხადება ე.წ. ლანჩბოქსით ან სახლში ესტუმრება და გემრიელ კერძს მოუმზადებს. კირჩხიბებმა იციან, რომ კულინარია მათი ძლიერი მხარეა, ”კაცის გული კი კუჭზე გადის”. კაცი კირჩხიბი გამოიყენებს თავის მთელ მომხიბვლელობას, გალანტურობასა და ჯენტლმენობას. მას შეუძლია არისტოკრატიული მანერებით მოექცეს ქალს, მით უმეტეს, ყოფილ პარტნიორს, რომლის შემორიგებასაც ცდილობს.


თხის რქა

ამ ნიშნით დაბადებული ქალი ყოფილი პარტნიორის სამეგობროს მოისყიდის შთამბეჭდავი საჩუქრებით, ხოლო მამაკაცი თავის უახლოეს ძმაკაცს გამოიყენებს მშვიდობის მტრედად.


მორიელი

ამ ნიშნით დაბადებული ქალი ღამღამობით დაურეკავს ყოფილ შეყვარებულს და საათობით გაუბამს საუბარს ან ჩაძინებამდე ეჩატავება. რაც შეეხება მამაკაცს, ის ჩაუსაფრდება ყოფილის ყველა პოსტს, ახალ ფოტოს, ლაიქებს, კომენტარებს - რომ გაარკვიოს, სად და ვისთან ერთად ატარებს დროს. უარეს შემთხვევაში, შესაძლოა სამსახურთან ან სადარბაზოსთან დახვდეს და სდიოს.
გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30