გაინტერესებთ, რა გელოდებათ 15-დან 21 აპრილის ჩათვლით? გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს.
კურო
ამ კვირაში კუროს ღმერთთან სიახლოვე მოუნდება. მოსალოდნელია სულიერი წიაღსვლები და ცვლილებები. სიღრმისეულად იფიქრებთ მნიშვნელოვან (თუმცა, არამატერიალურ) საკითხებზე და კითხვებზე პასუხებს იპოვით. ამ პერიოდში ადამიანები ეცდებიან, სწორ გზას აგაცდინონ, მიმართულება შეგაცვლევინონ ან საკუთარ პრინციპებზე უარი გათქმევინონ. კარგად დაფიქრდით, ვინ ხართ სინამდვილეში, რა გინდათ, რა მიგაჩნიათ სწორად ან არასწორად. 50-ს გადაცილებულმა ქალბატონებმა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მის პროფესიულ ნაბიჯებს მიუყვება, ხელი უნდა გაუმართოს.
ტყუპი
მეგობრებს, კოლეგებს ან ვიწრო წრეს გადახედავთ, რომელთანაც დიდ დროს ატარებთ - დაფიქრდებით, რამდენად ხართ მათი ნაწილი. კარგი პერიოდია დაორსულებისთვის, დაოჯახებისთვის, ბავშვებთან - მათ შორის, მცირეწლოვან დედმამიშვილებთან - ურთიერთობისთვის. ზოგიერთი ტყუპი ჩვილის შვილად აყვანაზე დაფიქრდება, რითაც ძალიან გააოცებს პარტნიორს ან ოჯახის წევრებს. ამ ნიშნით დაბადებული ზოგიერთი ადამიანი ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებს ან ბიზნესიდეაზე მუშაობას. 35-ს გადაშორებული მამაკაცი ყოფილ მეუღლესთან შერიგებაზე იფიქრებს.
კირჩხიბი
კარგი კვირაა კარიერისთვის. თუ უფროსთან გსურთ შესვლა პოზიციის შეცვლასთან ან ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ უყოყმანოდ იმოქმედოთ. იმ კირჩხიბების მდგომარეობა გაუმჯობესდება, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ ან არ უფასდებათ ხოლმე შრომა. თქვენი სოციალური სტატუსი შეიცვლება. ერთადერთი დისკომფორტი, რომელიც მოსალოდნელია ამ კვირაში, თქვენი შინაგანი და გარე სამყაროების დაპირისპირებაა. კაცობრიობას ვერ უგებთ ან გარშემომყოფებში არასწორად ჩამოყალიბებულ, უშნო ფასეულობებს ვერ ეგუებით.
სასწორი
დადგებით არჩევანის წინაშე: ,,ან ახლა, ან არასდროს!" გააქტიურდებიან თქვენი მტრები. ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. სამაგიეროდ, გამყარდება თქვენი პარტნიორული ურთიერთობა. ამ კვირაში ცხოვრებისგან მიიღებთ 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ბოლომდე მიიყვანს საქმეს, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო.