10 რამ, რისი გაგებაც მხოლოდ კუროს შეუძლია

10 რამ, რისი გაგებაც მხოლოდ კუროს შეუძლია
კურო - ზოდიაქოს ძალიან ძლიერი ნიშანია, მაგრამ ხშირად მათი სწორად არ ესმით. თუმცა, სულ ტყუილად. ეს სტატია კუროებს მათ საუკეთესო თვისებებს შეახსენებს.

შენი დისციპლინა ბევრს მოსაწყენად მიაჩნია


რასაც აკეთებ, აკეთებ განსაზღვრულ დროს, განსაზღვრული სახით, განსაზღვრული მიზეზით. მაგრამ არა შიშით ან იმ მიზეზით, რომ მოსაწყენი ხარ, არამედ იმიტომ, რომ გჯერა საკუთარი მიზნის და ცხოვრებაში მისი განხორციელებისკენ ისწრაფვი. შემთხვევით არაფერს აკეთებ. ვერაფერი გაიძულებს, დაწყებული საქმე ან გეგმა მიატოვო, რადგან კარგად იცი, ეს რისთვისაც გჭირდება. და რომ ეს მხოლოდ
შენ არ გჭირდება.

ყველა შენმა მეგობარმა კარგად იცის, რომ შენთვის განდობილ საიდუმლოს საფლავში ჩაიტან

Похожее изображение

ყველაზე მეტად ერთგულებას აფასებ


სილამაზე - ძალიან კარგია, იუმორის გრძნობა კი ცხოვრებას კიდევ უფრო ახალისებს. თუმცა ცხოვრება ხალისიანთან ერთად სტაბილურიც რომ იყოს, შენთვის აუცილებელია, ახლობელ ადამიანებს ენდობოდე. ეს თვისება კი ძალიან განგასხვავებს თანამედროვე, მშფოთვარე საზოგადოებისგან.

არ ხარ ჯიუტი


მიუხედავად იმისა, რომ მუდამ პირიქით გეუბნებიან, ეს ძალიან შორს დგას ჭეშმარიტებისგან. ის, რაც სიჯიუტეს ჰგავს, სინამდვილეში სამართლიანობისკენ ძლიერი სწრაფვა და ბრძოლაა იმისათვის, რაც გწამს. დროს არ დაკარგავ იმის შესაკეთებლად, რაც გატეხილი არ არის. შენ უკვე ისედაც დეტალურად გაქვს ყველაფერი გათვლილი და ნელა, მაგრამ მტკიცედ მოგყავს გეგმა სისრულეში. და რა თქმა უნდა, ვერ აიტან კრიტიკასა და უპატიებელ რჩევებს - არა იმიტომ, რომ სხვებზე უკეთ იცი, არამედ იმიტომ, რომ თავადაც კარგად ხედავ შენთვის საინტერესო ყველა შესაძლებლობას, რათა მოქმედების ტაქტიკა გააუმჯობესო.

დიდხანს და ყურადღებით არჩევ საჩუქრებს, ამაში მთელ სულს დებ


შენ მათ შორის ხარ, ვისაც ყველაფერი ახსოვს. გაქვს უნარი, ისეთი საჩუქარი შეარჩიო, რომ ადამიანს აუცილებლად დაამახსოვრდები შენც და საჩუქარიც. შენს საჩუქრებს სიხარული მოაქვს.

ვერავინ უმკლავდება იმედგაცრუებას შენზე უკეთ


ხშირად გხვდება იმედგაცრუება. ადამიანებში ძალიან ბევრ პოტენციალს ხედავ და ყოველთვის გწყინს, როცა ისე კარგად არ იქცევიან, როგორც შეუძლიათ.

საერთო ჯამში, ზედმეტად ემოციური ხარ


ხალხი კი იმასაც მუდმივად იმეორებს, რომ ზედმეტად სტაბილური და მიწაზე მყარად მდგარი ხარ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ტკივილსა და სასოწარკვეთას განიცდი, არ ბორგავ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებზე ნაკლებად განიცდი. შენ მთვარისა და ვენერას გავლენის ქვეშ ცხოვრობ. ამიტომ შენ და შენი ემოციები ყოველთვის ზღვარზე ხართ. ყველაზე კარგი კი, იცი, რა არის? ყოველთვის, როცა ემოციებით სავსე აფეთქების ზღვარზე ხარ, საკუთარ თავში თავშეკავების ძალას პოულობ. და რატომ არ ცდილობენ დანარჩენებიც ასე მოქცევას?
Похожее изображение

სამსახურში ძალიან პასუხისმგებლიანი ხარ, მაგრამ ეს შენს ეთიკას არ ზღუდავს


საეჭვოა, არსებობდეს ვინმე კუროზე უფრო მშრომელი და გულმოდგინე. მაშინაც კი, თუ ის ყველაზე უპერსპექტივო და არასასურველ თანამდებობაზე მუშაობს, საკუთარ ვალდებულებებს მუდამ მონდომებით ასრულებს.

ძალიან მგრძნობიარე ხარ გარე სამყაროს მიმართ


აბსტრაქციებს არ დასდევ და ცდილობ, მთლიანად რეალობაში იყო. შეგიძლია დიდი სიამოვნება მიიღო უბრალო მაისურში გამოწყობილმა, ჭიქა ჩაის დალევით და იგრძნო, რომ ეს არის ის, რაც შენ გჭირდება. ყველანაირი გამოცდილება და თავგადასავალი გიზიდავს.

აფასებ კარგ, ხარისხიან და სასიამოვნო რამეებს


დახვეწილი და გემოვნებით შერჩეული სამოსი? სწორედ ამას, ზოგიერთისთვის წვრილმანს, აფასებს კურო. არა სიხარბის, არამედ მადლიერებისა და კმაყოფილების უნარით, იმისთვის, რაც გაქვს, თუმცა ისწრაფვი მეტისკენ. საერთოდ კი, ყველაფერში უბრალოებას ეძებ - ეს იქნება ჰობი თუ დასასვენებელი ადგილი.
Картинки по запросу taurus woman gif


წყარო: cluber.com.ua




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ელენე
სრული სიმართლეა რაც კი კუროს ზოდიაქოზეა აღწერილი პირადად ჩემზე შეხედულებებს ათივე კითხვის პასუხი ემთხვევა 100%-ით.
05:44 / 18-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო კოხტაშვილი
ნამდვილად ასეა ყველაფერი!
04:40 / 17-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი