რას ამბობს შენზე შენი ზოდიაქოს ქვა

 რას ამბობს შენზე შენი ზოდიაქოს ქვა
გაიგე, რას ამბობს შენზე შენი ზოდიაქოს ქვა და თავად განსაჯე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

იანვარი- ძოწი

თქვენ ხართ ამბიციური და სერიოზული. ხართ ერთგული და მუდამ მუხლჩაუხრელად შრომობთ. გიყვართ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათი სწავლა-დარიგება.

თებერვალი - ამეთვისტო

თუ თქვენი ქვა ამეთვისტოა, მაშინ თქვენ ხართ ხელოვანი ნატურა, ინტელექტუალური ძალა, რომელსაც პატივს სცემენ გარშემომყოფნი. ასეთი ადამიანები ძირითადად არიან მამაცები და ცოტა ჯიუტები და ამ თვისებების გამო ისინი მუ
დამ აღწევენ ჩაფიქრებულ მიზანს.

მარტი - აკვამარინი

თუ ბუნებით ხართ ნაზი, გულუხვი და ზედმეტად პატიოსანი, მაშინ ეს თქვენი ქვაა. თქვენ ადვილად გიყვარდებათ ადამიანები, გიყვართ ოცნება. ძირითადად, გულჩათხრობილი ხართ და აფასებთ სიმშვიდეს.

აპრილი - ალმასი

თქვენი ქვა ალმასია. თქვენ ხართ ძლიერი ადამიანი, რომელსაც უყვარს, როცა მისი ესმით და მას მიჰყვებიან. არიან უშიშარნი და ასევე, გულუხვნი.

მაისი - ზურმუხტი

თქვენ ხართ ჯიუტი და მამაცი. ასევე, გაქვთ მდიდრული წარმოსახვა. კარგად გესმით სხვა ადამიანის განცდები და როცა საჭიროა, მათ თანაუგრძნობთ კიდეც. ვისი ქვაც არის ზურმუხტი, მათ გარშემომყოფებისთვის ბედნიერება მოაქვთ.

ივნისი - ალექსანდრიტი

ივნისში დაბადებული ადამიანი არის გულღია და სასიამოვნო მოსაუბრე. ამ ადამიანებმა კარგად იციან,  როგორ მოახდინონ შთაბეჭდილება სხვებზე. არიან მგრძნობიარე და ზრდილობიანი პიროვნებები დახვეწილი მანერებით. როდესაც მათ მიაყენებენ ტკივილს ან უღალატებენ, ისინი რთულად გამოდიან ამ მდგომარეობიდან.

ივლისი - ლალი

თქვენ ხართ სპონტანური ადამიანი, მხიარული და საკმაოდ კრეატიული, სამეგობროს გული და სული, ზედმეტად ემოციური, რომელიც არაა მიჩვეული, დამალოს საკუთარი გრძნობები. ცდილობთ, სხვას არ მიაყენოთ ტკივილი. ამიტომ ხშირად არ ამბობთ, რეალურად რა ხდება. შეგიძლიათ კონფლიქტების კარგად განმუხტვა. ხართ ოპტიმისტური ნატურა.

აგვისტო - ქრიზოლიტი

თქვენ ხართ ბუნების ადამიანი. ამ ქვის მფლობელი ადამიანი არის ძალიან დადებითი და უშიშარი. აქვს უნიკალური თვისება,  გადაჭრას ნებისმიერი კონფლიქტი უპრობლემოდ და გამწვავების გარეშე. საოცრად ლოგიკური მიდგომა აქვთ. რა თქმა უნდა, ბრწყინვალე იუმორის პატრონები არიან.

სექტემბერი - საფირონი

თქვენ მაღალი სტანდარტების ადამიანი ხართ. ზრუნავთ სხვებზე, ხართ ინოვაციური და გიყვართ ახალი იდეების გაჟღერება. გაქვთ ხელოვანი ადამიანის ყველა თვისება.

ოქტომბერი - ვარდისფერი ტურმალინი

ვარდისფერი ტურმალინი - ეს ქვა ეკუთვნის ადამიანს, რომელიც არის ძლიერი, დამოუკიდებელი, მეგობრული და მიზანდასახული. ასევე, სოციალური და ოპტიმიზმით სავსე, გაურბიხართ კონფლიქტებს.

ნოემბერი - ტოპაზი

ამბიციური, თვითმოტივირებული ადამიანი ხართ. თქვენ არ გჭირდებათ შექება, რომ გააგრძელოთ დაწყებული საქმე. იღებთ ვიწრო სამეგობრო წრეში ყველა იმ ადამიანს, ვინც აკმაყოფილებს თქვენს ნდობას, თუმცა მტრისას, თუ მან რამეში მოგატყუათ.

დეკემბერი - ცირკონი


ცირკონი - ესაა მხიარული და ენერგიული ადამიანების ქვა, რომლებიც მუდმივად მოძრაობაში არიან, მზად არიან, მიიღონ სამყაროს გამოწვევები. ხართ ასევე ძალიან გულუხვი და შეგიძლიათ გააბედნიეროთ ყველა, ვინც თქვენი აზრით იმსახურებს, იყოს ბედნიერი.

დალილას ბლოგი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნაილი
ივლისი სრული სიმართლეა
00:57 / 10-03-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93