ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ კარმული ვალები წარსულ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომების გამო

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ კარმული ვალები წარსულ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომების გამო
ეზოთერიკული ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს. უდიდეს როლს თამაშობს წარმომადგენლის დაბადების თარიღი და ადგილი, რამდენადაც ამ ფაქტორებით ფორმირდება ადამიანის ჭეშმარიტი გზა. და თუ რაიმე მიზეზით ის დანიშნული გზიდან გადაუხვევს, მაშინ მომდევნო ცხოვრებაში კარმას წარსულში დარჩენილი ვალდებულებების მიხედვით გამოიმუშავებს.

ასტროლოგია დაგეხმარებათ გაიგოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ წარსულში დაშვებული შეცდომები?

ვერძი

Похожее изображение

ზოდიაქოს ეს წარმომადგენლები ახალგაზრდა კარმით არიან დაჯილდოებულები. წინა რეინკარნაციებში ისინი სამართლიანობისთვის მებრძოლი მამაცი გმირები იყვნენ. დაუფიქრებლად წირავდნენ სიცოცხლეს საყვარელი ადამიანებისთვის. მსგავსი ქმედება კი წარსულ ცხოვრებაში სათანადოდ უნდა
დაჯილდოებულიყო, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაშინ წყენა ახალ ცხოვრებაში გადმოაქვთ. დროთა განმავლობაში მათში ეგოიზმი ჩამოყალიბდა. მოცემულმა ნიშანმა უნდა გაიგოს, რომ ახლა ჩადენილი კეთილი საქმეებისთვის სახელს ვერ მოიხვეჭს, ამიტომ მადლიერებას არ უნდა ელოდოს. ის, რაც მან უნდა გააკეთოს, საკუთარი იმპულსურობის მოთვინიერება და წინააღმდეგობრივი ხასიათის დაძლევაა. მაშინ კარმა მხოლოდ ცუდს არ მიიზიდავს, რაც შესაძლოა, მომდევნო ინკარნაციაში გადავიდეს.

კირჩხიბი

Похожее изображение

ამ ნიშანზე დაბადებიდანვე ჰკიდია კარმული ვალი. ბედმა მათ საკუთარ შიშებთან, უნდობლობასა და გაუცხოებასთან მუდმივი ბრძოლა არგუნა წილად. ნიშანი ბედნიერი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ მეორე ნახევარს იპოვის და მასთან შვილებს გააჩენს. კირჩხიბი ბუნებით ემოციური ნიშანია. ხშირად საკუთარი თავის მტრები თავად ხდებიან. დარწმუნებულია, რომ გარე სამყაროსა და საზოგადოებისგან გარიყვა რეალობისგან დაიცავს. თუმცა ამით უარეს შედეგს იღებს და კარმაში მხოლოდ უარყოფითი ენერგიით სავსე იძირება. ასე კი ახალ ცხოვრებაში სულ უფრო მეტად გაუჭირდება საყვარელი ადამიანებისა და მეგობრების შეძენა.

სასწორი

Похожее изображение

ამ ნიშნის ჭეშმარიტი დანიშნულება - მისსავე საკეთილდღეოდ სიკეთეს უნდა ემსახუროს. თუ წარსულ ცხოვრებაში ადამიანს შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა, მაშინ ამ ცხოვრებაში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ახლა ის სამართლიანობის მხარეს უნდა იყოს, რადგან ნებისმიერი არასწორი საქციელი კარმულ ვალებს დაუგროვებს, რომელთა გადახდა ძალიან რთული იქნება.

ქალწული

Похожее изображение

წარსულ ცხოვრებაში ქალწული მკურნალი იყო. ამიტომ მისი ცოდნის წყალობით ადამიანებს სიცოცხლეს უბრუნებდა. საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და გულწრფელად წყრებოდა, როცა ადამიანს პრობლემის დაძლევაში ვერ ეხმარებოდა. დანაკარგისა და უსუსურობის განცდამ მათ ამჟამინდელ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა. ამით კი, მათ ისეთი თვისებები ჩამოუყალიბდათ, როგორებიცაა უკმაყოფილება და მარცხის არაღიარება.

ამ ნიშნის კარმული დანიშნულებაა - მიიღოს ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. გააცნობიეროს, რომ ყოვლისშემძლე ვერ იქნება და ხანდახან მოვლენები თავისთავად უნდა წარიმართოს, ზედმეტი ჩარევის გარეშე.

თხის რქა

Картинки по запросу женщина Козерог gif

ამ ნიშანმა არაერთი გარდასახვა გადაიტანა. ამიტომ ყოველი ახალი ინკარნაციის დროს თავს სხვებზე უფრო ჭკვიანად და ბრძენად მიიჩნევს. მათ მუდმივად ამოძრავებთ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობისა და ტვირთის აღების სურვილი. საზოგადოება ხშირად ვერ იღებს მათ იმპულსებს და მათგან თავს შორს იჭერს. საკუთარი კარმის გამომუშავება ნიშანს შეუძლია, თუ სხვა ადამიანების პატივისცემას ისწავლის. მან უნდა გააცნობიეროს, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ ასე მიაღწევს.


წყარო: cluber.com.ua

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93