როგორ მოვხიბლოთ ადამიანები ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით?

როგორ მოვხიბლოთ ადამიანები ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით?
გინდათ, მოხიბლოთ ის პიროვნება, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, თუმცა არ იცით, როგორ მოიქცეთ მის დანახვისას? სულ რაღაც რამდენიმე რჩევა დაგჭირდებათ ზუსტად მორგებული ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მატარებელ პიროვნებაზე და უდავოდ მიიქცევთ მის ყურადღებას.

მაშ ასე, „მარაო“ გიზიარებთ ჰოროსკოპის სხვადასხვა ნიშნის ადამიანების მოხიბვლის საიდუმლოებებს.

ვერძი
Related image

თითქმის ყველა ვერძს უყვარს სიმამაცე და სიჯიუტე. არ ღირს ნებართვის აღება, როგორც კი შესაბამის მომენტს გამოძებნით, აუცილებლად აკოცეთ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, ბევრად სწრაფად მოიგებთ ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის გულს.
ამასთანავე, არ დაგავიწყეთ კომპლიმენტების თქმა და სპორტში ჩართულობა, ეს აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას.

კურო
Related image

თავდაჯერებულობა და დროისთვის ფეხის აწყობა ამ ნიშნის ადამიანებს განსაკუთრებით მოსწონთ. ისინი სიამოვნებას იღებენ ურთიერთობის საწყის ეტაპზე ყოფნისაგან, როდესაც ერთმანეთისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა არის საჭირო. არ დაგავიწყდეთ ყვავილებით (ქალების შემთხვევაში) და საჩუქრებით განებივრება. ამასთანავე, მათ ძალიან უყვართ ჭამა. ასე რომ, არ დაგენანოთ ფინანსები რომანტიკული ვახშმებისა და გემრიელი სამზარეულოების დეგუსტაციებისთვის.

ტყუპი
Related image

ტყუპის მოხიბვლის და „საწოლამდე მიყვანის“ ეფექტური საშუალება სწორედ ინტელექტია. ჰკითხეთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს, რომელი წიგნი მოსწონს. ისინი სიამოვნებას იღებენ საინტერესო თემებზე საუბრისაგან. ტყუპებს მოსწონთ ექსპერტები. შესაბამისად, რაც უფრო საინტერესო უნარებს გამოავლენთ, ბევრად სწრაფად განვითარდება თქვენ შორის მოვლენები.

კირჩხიბი

Image result for brave gif

ესენი არიან მთვარის მგრძნობიარე შვილები, რომლებიც ხასიათის სირბილით გამოირჩევიან. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის გაცნობა გადაწყვიტეთ, დაანახეთ, რომ თქვენ საერთოდ არ ხართ ბოროტი და ზრუნავთ ყველაზე. კირჩხიბებს მოსწონთ გემრიელ ვახშამზე სახლში მიპატიჟება. მბჟუტავი სინათლე და წყნარი მუსიკა კირჩხიბს ჭკუიდან გადაიყვანს. ისინი ნამდვილად გიჟდებიან რომანტიკაზე.

ლომი
Related image

თუკი ლომის გულის მონადირება გადაწყვიტეთ, მოემზადეთ მაქსიმალურად თქვენი ყურადღების და დროის დათმობისთვის. გაანებივრეთ მუდამ კომპლიმენტებით - განსაკუთრებულ სილამაზესა და ჩაცმის სტილზე. შეარჩიეთ მხოლოდ გამორჩეულად საუკეთესო ადგილები შეხვედრებისთვის და არ დაგავიწყდეთ საჩუქრები.

ქალწული
Related image

სისუფთავე - ქალწულის გულის გასაღებია. დარწმუნდით, რომ თქვენი ტანსაცმელი საგულდაგულოდ არის დაუთოებული და თმაც დავარცხნილი გაქვთ. არაფერი არ აღაგზნებს ქალწულს სასიამოვნო სურნელის მქონე პარფიუმზე, გემოვნებიან კოსტიუმსა და ლამაზ კაბაზე მეტად. არ დაივიწყოთ პუნქტუალობის შესახებ, ამ ნიშნის ადამიანები ვერ იტანენ არაპუნქტუალურ ხალხს.

სასწორი
Related image

როცა საქმე ეხება სასწორის მოხიბვლას, არ დაგავიწყდეთ მისი საყვარელი გმირების მონაწილეობით ფილმების შესახებ საუბარი. ამ ნიშნის მატარებელ ადამიანებს უყვართ რომანტიკა და მაღალფარდოვანი ურთიერთობები. დაფიქრდით შამპანურზე, გემოვნებიან კოსტიუმსა და ლამაზ კაბაზე. სასწორებს განსაკუთრებით უყვართ მუსიკა. შესაბამისად, შეგიძლიათ დაპატიჟოთ კონცერტებზე. დაიმახსოვრეთ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უყვართ განსაკუთრებულობა ყველაფერში.

მორიელი
Related image

მორიელისთვის თავის მოწონება არც ისე მარტივი საქმეა, ვინაიდან ისინი საკმაოდ ჩაკეტილები არიან და რთული მისახვედრია, რა მოსწონთ. როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯი? ძლიერად ჩასჭიდეთ ხელი კინოთეატრში სეანსის ყურების დროს და არ დაანახოთ, რომ რამის გეშინიათ.

მშვილდოსანი
Image result for brave gif

მშვილდოსნის გულის მოგება კარგი იუმორით შეგიძლიათ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უყვართ სექსი ბუნებაში. შესაბამისად, შეგიძლიათ დაგეგმოთ პიკნიკი ლამაზ ადგილას ან რაიმე საფეხმავლო ტური.

თხის რქა
Related image

ცივი და სერიოზული თხის რქა სინამდვილეში არც ისეთი უკარებაა, როგორადაც გაჩვენებთ თავს. ამ ნიშნის მატარებელ ადამიანებთან ჭრის თავდაჯერებულობა და მეთოდურობა. ამასთანავე, დაანახეთ, რომ ამბიციური პიროვნება ხართ და შეუძლია გენდოთ.

მერწყული
Related image

გამომგონებელი და არაჩვეულებრივი მერწყულის გულის მოგება არ იქნება მარტივი, ვინაიდან ის ნამდვილი კერკეტი კაკალია ურთიერთობებში. რაც უფრო არაორდინარულ ქცევებს გამოავლენთ, მით უფრო დაგიახლოვდებათ მერწყული.

თევზები
Related image

ამ მეოცნებე ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის გულის მოგება შეგიძლიათ ლამაზი სიტყვებითა და არარეალური სამყაროს შექმნაში „მოგზაურობით“. მოაწყვეთ შეხვედრები მთვარიან ღამეს და დატკბით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით. მსუბუქი შეხებებითა და ნაზი კოცნით თევზების გულს ნამდვილად მოიგებთ.
წყარო:edieta
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93