ზოდიაქოს რომელი ნიშნები ცხოვრობენ საკუთარი სიამოვნებისთვის

ზოდიაქოს რომელი ნიშნები ცხოვრობენ საკუთარი სიამოვნებისთვის
სასიამოვნოა, როცა იცი ან თვლი, რომ ადამიანი იმიტომ მოვიდა ამქვეყნად, რომ საზოგადოების ნაწილი იყოს, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიაროს სხვებს და გაუწოდოს დახმარების ხელი, მაგრამ ყველა ასეთი ნამდვილად არ არის.
მეტიც, ისინი საერთოდ არ თვლიან საჭიროდ, ვინმეს გამო გაისარჯონ და საკუთარ თავზე წინ სხვა დააყენონ. ასეთ ადამიანებს ჩვენ ეგოისტებს ვეძახით. მათზე ნუ გაბრაზდებით. ასტროლოგებმა დაამტკიცეს, რომ ეგოისტი ადამიანის ბუნებას მისი ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს.


ვერძი

მათ ზუსტად იციან, რა არის კარგი ცხოვრების გემო. ამიტომ ცხოვრობენ საკუთარი თავისა
და სიამოვნების გამო. არასდროს ურევენ საკუთარ ინტერესებსა და საზოგადოებრივ მოთხოვნას ერთმანეთში. თავდაჯერებულები დგანან ფეხზე და მუდამ ფიქრობენ, რომ მათ ყველაფერი ეკუთვნით. ვერძები პირდაპირ ითხოვენ, მაგრამ თუ მიხვდებიან, რომ რაღაც მათი პირადი ბედნიერებისთვის აუცილებელია, არაფერზე დაიხევენ უკან. ისინი ძალიან მერკანტილურები არიან, არ უყვართ გაყოფა. ფიქრობენ, რომ ყველამ საკუთარი ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლოს და იმდენად არიან საკუთარი ცხოვრების აწყობით დაკავებულები, ხშირად სხვას დახმარების ხელს არ უწვდიან. ვერ ხვდებიან, რატომ უნდა იცხოვრონ ვინმეს გამო. რასაც აკეთებენ, მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის და არა სხვისი ბედნიერების გამო.

ტყუპები

ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს გააჩნიათ ორმაგი ცხოვრების სტანდარტები. მათ სურთ, რომ მუდამ იმყოფებოდნენ ისეთ გარემოში, სადაც უყვართ, აღიარებენ. მოსწონთ, რომ არიან ყურადღების ცენტრში, ხოტბას ასხამენ მათ საქმეებსა და აზრებს. ამიტომ ტყუპებს ხშირად იხილავთ ქველმოქმედების წამომწყებად. საკუთარ ბუნებრივ ეგოიზმს ისინი კარგად მალავენ გარშემომყოფებისაგან, ახდენენ ფართომასშტაბიან დემონსტრირებას ხელგაშლილობისა და გამოხატავენ სურვილს,  ყველას დაუდგნენ გვერდში, გაამხნევონ, დახმარების ხელი გაუწოდონ, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კარგად მორგებული ნიღაბია. ისინი ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ საკუთარი ეგოს გასაძლიერებლად.

მორიელი

ამ ნიშნის წარმომადგენლები არასდროს ცდილობენ, დამალონ საკუთარი ეგოიზმი. ამაყად აცხადებენ, თუ როგორი ეგოისტები არიან. ისინი არასდროს გაწირავენ თავს რამე იდეის გამო. არ შეწირავენ მსხვერპლად საკუთარ ბედნიერებას ვინმეს, თუ აქედან სერიოზული და დიდი სარგებელი არ ექნებათ. მათ უყვართ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა და სხვებისთვის ჭკუის სწავლება.

ლომი

ვინ უნდა უყვარდეს ლომს ამ სამყაროში იმაზე უფრო, თუ არა საკუთარი თავი?! ასეთ საყვარელ არსებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ საუკეთესო უნდა აკადრო, ან რა საჭიროა გასცე, როცა ისედაც ყველაფერი მათ ეკუთვნით? აი, ასე ფიქრობენ ლომები გარემოზე, იმ ყველაფერზე, რაც მათ ირგვლივ ხდება. ლომი დარწმუნებულია, რომ ყველა ვალდებულია, აღიაროს მისი გონება და ძალაუფლება. ლომები არასდროს აქცევენ ყურადღებას სხვა ეგოისტ ადამიანებს. ისინი გვერდში მხოლოდ მათ იყენებენ, ვინც მათზე იზრუნებს და მეტ კომფორტულ გარემოს შეუქმნის ცხოვრებაში.

კურო

მთელი ცხოვრება ეს ეგოისტი არსებები ფიქრობენ საკუთარ თავზე და იმაზე, თუ როგორ იქნებიან უფრო კარგად. კუროები შეიძლება ერთი შეხედვით ცივი და უყურადღებოები გეგონოთ, მაგრამ რეალურად, ისინი უბრალოდ იმდენად არიან დაკავებულნი კომფორტის მოწყობით, რომ არ სცალიათ სხვის მოსასმენად და სხვისი გვერდში დგომისთვის. ისინი თვლიან, რომ არ ღირს დახარჯონ ცხოვრება უმიზნო წვრილმანებზე, დახარჯონ ყურადღება გარშემომყოფებზე. იცხოვრონ სიამოვნებისთვის - ეს მათთვისაა, გახდნენ უფრო სრულყოფილნი და ცოტა უფრო მდიდრები, ვიდრე იყვნენ გუშინ, რადგან კურომ კარგად იცის, ფული - ესაა პირველი გასაღები მათი ბედნიერებისა და კომფორტისთვის.

მერწყული

ისინი ჭეშმარიტად საკუთარ მე-ზე შეყვარებული არსებები არიან. ფიქრობენ, რომ ეს სამყარო მხოლოდ მათ ეკუთვნით. სხვები ვალებულები არიან, იზრუნონ მათ კეთილდღეობაზე. თუ მერწყულის ცხოვრებაში გამოჩნდა ისეთი ობიექტი, რომელიც ცდილობს მიუთითოს, რომ მარტო ის არაა, მერწყული ყველანაირად ეცდება, ჩამოიშოროს, გაეცალოს ასეთ დამრიგებელს, რაც უნდა ძვირფასი და საყვარელი ადამიანი იყოს მისთვის. მერწყულის საყვარელი თვისებაა - უყვარდეს და ეცოდებოდეს მხოლოდ საკუთარი თავი.

დალილას ბლოგი
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93