პირველ რიგში, შეიყვარეთ ის ადგილი და სახლი, სადაც ცხოვრობთ. ხშირად და ხმამაღლა წარმოთქვით - „აქ თქვენ ბედნიერი ხართ, აქ თქვენ გიხარიათ მოსვლა და ყოფნა“. სახლის ანგელოზი ამ სიტყვებს კეთილად დაგიბრუნებთ და ეცდება, კარგი დაგმართოთ.
გათავისუფლდით ძველი ჟურნალ-გაზეთებისა და ნაგვისაგან. არ გააჩეროთ სახლში გატეხილი ჭურჭელი, რაც უნდა ძვირფასი იყოს. სახლის კუთხეებში დადეთ მარილის კრისტალები, რომლებსაც კვირაში ერთხელ აიღებთ და შემდეგ გადაყარეთ გზაჯვარედინზე ან მდინარეში.
ხშირად აანთეთ სანთელი. ეცადეთ, სახლში დადგათ მუხის ხის ფიგურა, რომელსაც თვეში ერთხელ გამდინარე წყალში გაავლებთ. მუხა საუკეთესოდ იღებს უარყოფით ენერგიას. თუ სახლში ხშირი ჩხუბი და უსიამოვნებაა, დარგეთ გერანია (ბალბა) ან მიმოაბნიეთ მისი ფოთლები ოთახში.
კაქტუსი კარგად ისრუტავს უარყოფით ენერგიას. კარგია, თუ კაქტუსს დაიდგამთ ლოგინის თავთან. ძალიან კარგი გამწმენდია წყალი. საკმარისია, დადგათ წყლით სავსე ჭიქები სახლის კუთხეებში ერთი ღამით, რომ თავადვე იგრძნობთ სახლში სხვანაირ აურას, მსუბუქსა და ლაღს, დილას კი უბრალოდ გადააქციეთ. არამც და არამც არ დაუსხათ ასეთი წყალი ოთახის მცენარეებს.
თუ ღამით წყლიან ჭიქაში ვერცხლის კოვზსაც ჩატოვებთ, ასეთი წყალი არა მარტო ნეგატივს, არამედ სხვა ბოროტსაც გააგდებს. სახლის კუთხეები ეცადეთ, კარგად გაწმინდოთ მტვრისა და ნაგვისგან, რადგან ყველაზე ხშირად მანდ გროვდება უარყოფითი ენერგია, ხოლო შემდეგ, როდესაც მორჩებით დალაგებას, მოასხათ ნაკურთხი წყალი.
დალილას ბლოგი