მთელი ცხოვრების განმავლობაში არაერთ ჯადოსნურ წუთს შევიგრძნობთ, ერთ-ერთი ასეთი საოცარი შეგრძნებაა ისეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელსაც თითქოს წინა ცხოვრებაშიც იცნობდით. გთავაზობთ 8 ნიშანს, რომელიც დაგეხმარებათ იმ ადამიანის ამოცნობაში, რომელთანაც ბედმა წინა ცხოვრებაშიც დაგაკავშირათ.
1. ნაპერწკალი, მუხტი

გაიხსენეთ, რა იგრძენით როცა ადამიანს პირველად შეხვდით? თქვენ შორის ნაპერწკალი ან მუხტი მომენტალურად ხომ არ გაჩენილა? კარმული ასტროლოგიის მიხედვით, როცა ძველი მეგობრები, ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი, შეყვარებულები ან მტრებიც კი ერთმანეთს ხვდებიან მომდევნო ცხოვრებაში, მათ შორის მუხტი ჩნდება, თითქოს ერთმანეთისკენ მიიზიდებიან.
2. დეჟავუ
მასთან ურთიერთობისას გეუფლება გრძნობა, რომ ეს დიალოგი წინათაც გქონდათ... თითქოს ზუსტად იმავე სიტუაციაში ადრეც ყოფილხართ. ეს დეჟავუა - ფენომენი, რომელსაც ზუსტი ახსნა მეცნიერებამაც კი ვერ მოუძებნა. ჰიპოტეზურ დონეზე, კარმული ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ დეჟავუც ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია, რომ კონკრეტულ ადამიანს ჯერ კიდევ წინა ცხოვრებაში შეხვდით. ფაქტობრივად არქივიდან გახსენებაა, სადაც უძველესი ინფორმაციაც ინახება.
3. გრძნობთ,რომ იცნობთ

ერთ-ერთი მარტივად ამოსაცნობი ნიშანია - წინათგრძნობა. თქვენ, უბრალოდ, ინტუიცია გკარნახობთ, რომ ამ სულს პირველად არ შეხვდით. მის ფიქრებს კითხულობთ, წინასწარ შეგიძლიათ ამოიცნოთ,
რას მოიმოქმედებს.
გაგრძელება