ასტროლოგია

ზოდიაქოს სამი ყველაზე "ჰაეროვანი" ნიშანი - ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ასეთ დახასიათებას ვერსად წაიკითხავთ

ზოდიაქოს სამი ყველაზე "ჰაეროვანი" ნიშანი - ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ასეთ დახასიათებას ვერსად წაიკითხავთ
გა­გაც­ნობთ ზო­დი­ა­ქოს სამ ნი­შანს, რომ­ლე­ბიც ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან: ტყუ­პე­ბი, სას­წო­რი და მერ­წყუ­ლი.

ტყუ­პე­ბი


რო­დე­საც გე­კი­თხე­ბი­ან "ზო­დი­ა­ქო­თი რა ნი­შა­ნი ხარ?", მზის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს ვპა­სუ­ხობთ. ის რომ შენ ტყუ­პე­ბი ხარ, ნიშ­ნავს, რომ შენი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში მზე ტყუ­პე­ბის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. თქვენს ხა­სი­ათს, რა თქმა უნდა, მთლი­ა­ნად მზის ნი­შა­ნი არ გან­სა­ზღვრავს, მაგ­რამ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს თქვე­ნი ფსი­ქო­ტი­პის შექ­მნა­ში.
თქვენ და­ბა­დე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი უნა­რე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და გა­ცე­მის უსაშ­ვე­ლო მო­თხოვ­ნი­ლე­ბით. შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქმა
და მისი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ხით, ყვე­ლას­თვის გა­სა­გებ ენა­ზე გა­ცე­მა. ყვე­ლა­ზე მდა­ბალ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ში ჭო­რი­კა­ნა იქ­ნე­ბით, მა­ღალ ოქ­ტა­ვა­ში კი ამ უნა­რე­ბის სა­სარ­გებ­ლო საქ­მის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ. გიყ­ვართ ლა­პა­რა­კი. გა­ინ­ტე­რე­სებთ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის წყა­ლო­ბით "თქვე­ნი ცხვი­რი ხში­რად შე­იმ­ჩნე­ვა ხოლ­მე სხვის საქ­მე­ებ­ში".

ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი და ცვა­ლე­ბა­დი ადა­მი­ა­ნი ხართ. ად­ვი­ლად ეგუ­ე­ბით ახალ სი­ტუ­ა­ცი­ებს, ადა­მი­ა­ნებს და სწო­რედ ამ ად­ვი­ლად შე­გუ­ე­ბა­დო­ბის წყა­ლო­ბით უამ­რა­ვი კონ­ტაქ­ტი, ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი გყავთ. გიჟ­დე­ბით ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­უბ­რებ­ზე, ენა­მახ­ვი­ლი და ჭკვი­ა­ნი, ხში­რად ეშ­მა­კის ად­ვო­კა­ტის როლ­შიც კი ევ­ლი­ნე­ბით გარ­შე­მომ­ყო­ფებს. თქვენს ტვინს მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა "მა­სა­ჟი" და მენ­ტა­ლუ­რი სტი­მუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შე ძა­ლი­ან იწყენთ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ჰა­ერ­ში იჭერთ. შე­გიძ­ლი­ათ რე­ცენ­ზია და­წე­როთ წიგნ­ზე, რო­მე­ლიც არ წა­გი­კი­თხავთ, უბ­რა­ლოდ ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის მო­საზ­რე­ბა მო­გის­მე­ნი­ათ მის შე­სა­ხებ და ეს უკვე კმა­რა. მო­უს­ვე­ნა­რი ხართ, ქა­ო­ტუ­რი, ხმა­უ­რი­ა­ნი. შე­გიძ­ლი­ათ ერ­თდრო­უ­ლად ის­მი­ნოთ, ილა­პა­რა­კოთ და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მა­ნუ­ა­ლუ­რი საქ­მეც აკე­თოთ.

გიყ­ვართ ფლირ­ტი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იმა­ზე მე­ტად გა­ინ­ტე­რე­სებთ კო­მუ­ნი­კა­ცია, ვიდ­რე თა­ვად ადა­მი­ა­ნი. ფლირ­ტა­ობთ, ლა­პა­რა­კობთ, სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავთ ყვე­ლას­თან… სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც კი.

გა­მუდ­მე­ბით ჰკარ­გავთ ნივ­თებს (ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნებ­საც), სულ რა­ღა­ცას ეძებთ, სულ რა­ღაც საქ­მე გაქვთ, სულ სა­დღაც გაქვთ და­სა­რე­კი, სულ რა­ღაც გა­ვი­წყდე­ბათ და ვერ­სად გრძნობთ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გინ­დათ - მთაც, ზღვაც, ტყეც, მზეც, თოვ­ლიც, სახ­ლშიც და გა­რე­თაც, მარ­ტო­დაც და ხალ­ხშიც.

ვერ იტანთ რუ­ტი­ნას, ერ­თფე­როვ­ნე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი მალე გბეზ­რდე­ბათ, ად­ვი­ლად გწყინ­დე­ბათ. სულ რა­ღაც ახ­ლის სწავ­ლა, გა­გე­ბა და გა­კე­თე­ბა გინ­დათ, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა.

შე­გიძ­ლი­ათ მო­ერ­გოთ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ადა­მი­ანს, მო­ძებ­ნოთ სა­ერ­თო ენა და სა­სა­უბ­რო თემა. იმ­დე­ნად კარ­გად ახერ­ხებთ ადაპ­ტა­ცი­ას, რომ ხში­რად სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ხა­სი­ა­თე­ბი და აზ­რე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა გად­მო­გე­დოთ. მარ­ტი­ვად ექ­ცე­ვით სხვე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ. იმ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რი ხართ მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა­ში და თა­ნაც იუ­მო­რის გრძნო­ბით სავ­სე, პა­რო­დის­ტო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლიც დევს თქვენ­ში. მსა­ხი­ო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვთ.

ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­დი­ხართ კონ­ტაქ­ტში. ცოტა ფა­მი­ლა­რუ­ლიც კი შე­იძ­ლე­ბა იყოთ. ამან შე­საძ­ლოა სი­ახ­ლო­ვის ილუ­ზია შე­უქ­მნას ვინ­მეს, მაგ­რამ ეს ზე­და­პი­რუ­ლი დას­კვნა იქ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად თქვენ­თვის ემო­ცი­უ­რი და სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად უცხოა, სულ­ში არა­ვის ახე­დებთ. უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი გყავთ, თუმ­ცა ინ­ტი­მუ­რი სი­ახ­ლო­ვე იშ­ვი­ა­თად რომ რო­მე­ლი­მე მათ­გან­თან იგ­რძნოთ. ყვე­ლა­სი ხართ და არა­ვი­სი ამავდრო­უ­ლად.

რთუ­ლი გა­სარ­კვე­ვია ისიც, თუ რას გრძნობთ ერთ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში. იმი­ტომ კი არა, რომ მა­ლავთ, ან გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბა გაკ­ლი­ათ, პი­რი­ქით, ზედ­მე­ტა­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტავ­დეთ. უბ­რა­ლოდ სა­კუ­თარ ში­ნა­გან გან­ცდებ­ში გარ­კვე­ვა თა­ვა­დაც გი­ჭირთ, რად­გან ამას იშ­ვი­ა­თად უღ­რმავ­დე­ბით, ამის­თვის ფი­ზი­კუ­რად, კი არა­და, მენ­ტა­ლუ­რად ვერ იც­ლით.

გი­ჭირთ ენა­ზე კბი­ლის და­ჭე­რა, ამი­ტომ თქვენ­თვის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მო­ბა­რე­ბა, თქვე­ნი ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კე­თი­ლი ხართ და ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბა არა­ვის­თვის გსურთ, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან ამოგ­ვარ­დეთ და წა­მოგცდეთ.

თქვე­ნი მშვე­ნი­ე­რი ტვი­ნი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ტა­რი ხდე­ბა. ბევ­რი რამე იცით, მაგ­რამ რად­გან ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ე­ბი ბევ­რი გაქვთ და თა­ნაც ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ერთ რა­მე­ზე დიდ­ხანს ვერ ახერ­ხებთ, ერთი სპე­ცი­ა­ლო­ბის­თვის თა­ვის მი­ძღვნა გი­ჭირთ და ერთ სფე­რო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნაც­ვლად ყვე­ლა­ფერ­ში ერ­კვე­ვით, ოღონდ ზე­და­პი­რულ დო­ნე­ზე.

თქვე­ნი სუს­ტი წერ­ტი­ლი ნერ­ვე­ბია, დას­ვე­ნე­ბას ვერ ახერ­ხებთ, არა­და კარ­გი ძილი და სუფ­თა ჰა­ე­რი სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია თქვენ­თვის. და­კავ­დით ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით. სა­ღა­მოს შე­გიძ­ლი­ათ მსუ­ბუ­ქი და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი (ჩაი, ბა­ლა­ხე­უ­ლი) მი­ი­ღოთ. ისე­ირ­ნეთ ხოლ­მე, ითა­მა­შეთ ტე­ნი­სი, ჩოგ­ბურ­თი… იოგა ფო­კუ­სი­რე­ბა­სა და აზ­რე­ბის თავ­მოყ­რა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

თუკი კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ის­წავ­ლით, იმუ­შა­ვებთ თვით­დის­ციპ­ლი­ნა­ზე და ენი­სა და აზ­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბას შე­ეც­დე­ბით, ახ­ლობ­ლე­ბის­თვი­საც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ერთჯე­რა­დი ნაც­ნო­ბე­ბის­თვის. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
ბეჭდვა
e87a93