მაისის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მაისის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რა გელით მაისის თვეში.

ვერძი

წარსულში დაბრუნება, ყოფილ სასიყვარულო პარტნიორებთან შერიგება მოგინდებათ. განსაკუთრებით, თუ დღეს მარტო ხართ. აკონტროლეთ ფიქრები და ეცადეთ, დიდი ხნით არ დარჩეთ წარსულში. ახალ თაყვანისმცემლებთან დისტანცია დაიცავით. რომანის განვითარების შანსი 16 მაისის შემდეგ გექნებათ. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. მეუღლეებმა ერთად ჩამოწერეთ საოჯახო ბიუჯეტი.

კურო

სასიყვარული პარტნიორს მიკროსკოპის ქვეშ უყურებთ. ხან აქებთ, ხან კიცხავთ. ამ უკანასკნელს მოერიდეთ, განსაკუთრებით, თუ ემოციური შეყვარებული გყავთ. თუ მის "გამოსწორებას" ეცდებით, პარტნიორი გაცივდება თქვენ მიმართ.
ზოგიერთი 16 მაისამდე დაშორებას გადაწყვეტს. თუმცა, ნუ იჩქარებთ. მარტოხელებს მაისის მეორე ნახევარში რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეიძლება, - ვირტუალურიც. 22 მაისის შემდეგ იმასაც კი ამოიცნობთ, რას ფიქრობს ადამიანი.

ტყუპი

მაისის მთავარი საზრუნავი სამუშაოა. მაგრამ უნდა გამონახოთ დრო შვილებისა და საყვარელი ადამიანისთვის. ზოგიერთს ქორწილის, იუბილისთვის, წვეულებისთვის ელის მზადება. ზოგი ახალ ბინაში გადავა ან სახლში რემონტს დაიწყებს. მარტოხელები მამაკაცებისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობენ. თუმცა, რომანი ხანგრძლივი არ გამოდგება. ნუ ეცდებით ურთიერთობის გასერიოზულებას 16 მაისამდე.

კირჩხიბი

16 მაისამდე დანიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა: პირველი პაემანი, ნიშნობა, ქორწინება, ერთად ცხოვრება. ახალგაცნობილებთან ვნებიანი, მაგრამ ხანმოკლე რომანი გელით. ყოფილი კვლავ შეეცდება თქვენთან ურთიერთობის აღდგენას. თუ გრძნობები არ "გაცივდა", შეურიგდით. დაქორწინებული კირჩხიბები მეუღლისგან საჩუქარს ან ფულს მიიღებენ, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ დახარჯავენ.

ლომი

უთქვენოდ არაფერი გაკეთდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხშირად მოგამართავენ რჩევისთვის. საყვარელ ადამიანს კი თქვენთვის გულის გადაშლა მოუნდება. გაფრთხილდით, თვის პირველ ნახევარში შეიძლება ვინმე განზრახ შეეცადოს თქვენი გულის მოგებას, რაიმე სარგებლის გამო. დააკვირდით იმ მამაკაცებს, რომლებიც 16 მაისის შემდეგ გამოიჩენენ თქვენდამი ინტერესს. მათ შორის აუცილებლად იქნება ღირსეული და თქვენი შესაფერისი.

ქალწული

დაქორწინებულებმა მაქსიმალურად გაამრავალფეროვნეთ თქვენი ცხოვრება. დაეხმარეთ ქმარს სირთულეების დაძლევაში, ხშირად გაამხნევეთ იგი. ზოგჯერ წვეულებებს შეიძლება მის გარეშეც დაესწროთ. მარტოხელები ახალგაცნობილებს სიტყვაზე ნუ ენდობით, მათი საქციელი შეაფასეთ. საყვარელი ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს 25-26 მაისს და ეცადეთ, მის გვერდით იყოთ.

სასწორი

ყველა ახალ თაყვანისმცემელს ძველ პარტნიორს შეადარებთ. შეიძლება მიხვდეთ, რომ ძველი უფრო თქვენეულია და მას დაუბრუნდეთ. თუ ყოფილი არ გყავდათ ან არ გსურთ მასთან კავშირის აღდგენა, მაისი კარგი თვეა ახალი სასიყვარულო ურთიერთობის გასავითარებლად. თუ არსებული ურთიერთობის დასრულება გსურთ, 22 მაისს დაელოდეთ. თუ ეს ის კავშირია, რომელიც აღარ ვითარდება. დასრულეთ, რათა ახალს გაუღოთ კარი.

მორიელი

16 მაისამდე შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენტები ან თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა სცადოს ვინმესთან გაფლირტავება. თუ ეს ადამიანი თქვენთვის ძვირფასია და დასაკარგავად არ გემეტებათ, მეტად გამოავლინეთ სიყვარული და მზრუნველობა, მის მიმართ. სამსახურის საქმეები და უსიამოვნებები შინ არ "მიიტანოთ". ეცადეთ ისწავლოთ "გარდართვა", რომ პარტნიორმა უყურადღებოდ არ იგრძნოს თავი.

მშვილდოსანი

თუ ამურის ისარი გულში მოგხვდათ, სატრფოს დაპყრობა უნდა შეძლოთ. თუმცა, უმჯობესია, 16 მაისის შემდეგ გააქტიურდეთ. მანამდე დააკვირდით, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. დაქორწინებულ მშვილდოსნებს ქმართან წაკამათება საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ელით. ეცადეთ, მწვავე კონფლიქტს მოერიდოთ. უმჯობესია, დათმოთ, ვიდრე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდოთ ერთმანეთს.

თხის რქა

მაისში თხის რქის უმეტესობის სტატუსი შეიცვლება და შეიძლება საცოლე გახდეთ, თუ დანიშნული ხართ - ცოლი. უმჯობესეია, თუ მნიშვნელოვანი ცვლილება 16 მაისის შემდეგ მოხდება. ამავე პერიოდში გელით გულახდილი საუბრები, აღიარებების მოსმენა. სიტყვების გამო ჰარმონიას ნუ დაარვევთ თქვენს ოჯახში. 22 მაისის შემდეგ ემოციურობა მოიმატებს. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით წვეულებაზე, მეგობრულ შეხვერაზე. თუ ადამიანი მოგეწონებათ, თამამად გადადგით პირველი ნაბიჯი და გაუბით საუბარი.

მერწყული

ახალი სასიყვარულო ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყება თქვენს ცხოვრებაში, თუ თავად გამოიჩენთ აქტიურობას. იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, კარგად გაიცანით, შეაფასეთ მამაკაცი და შემდეგ განავითარეთ რომანი. მაისი კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად, ვარცხნილობის შესაცვლელად. არსებულ პარტნიორთან ურთიერთობას რომანტიკულს ვეღარ ვუწოდებთ. ეგოზიმის გამოვლინება ორივეს მხრიდან 25-26 მაისს გამწვავდება. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.

თევზები

თუ შეყვარებული ხართ და გრძნობების აფიშირება გსურთ, 16 მაისამდე იმოქმედეთ. ნიშნობის, ქორწინების ან ცხოვრების ერთდ დაწყება თვის მეორე ნახევარში ჯობია. შეყვარებულებმა და დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. მაისის მესამე დეკადაში განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს საყოფაცხოვრებო საკითხები. კარგი პერიოდია რემონტისა და ბინის კეთილმოწყობისთვის. მარტოხელებს ფლირტი, ემოციების ფეიერვერკი ელით, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობამდე საქმე არ მივა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი