ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და 16 რჩევა წარმატებისთვის

ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და 16 რჩევა წარმატებისთვის
ვერც ერთი მაგია ვერ აიძულებს ერთ ადამიანს, უყვარდეს ის, ვინც მისთვის სულერთია. სასიყვარულო მაგია უბრალოდ აჯაჭვებს მსხვერპლს ინიციატორთან. თუ მოუნდება მისგან წასვლა ან მასთან დაშორება, თავს იგრძნობს ძალიან ცუდად, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც. ეს დისკომფორტი ადრე თუ გვიან მიჯაჭვულ ადამიანს მიიყვანს სასოწარკვეთილებამდე და მას დააავადმყოფებს. შეაძულებს იმის თავს, ვინც გაუკეთა სასიყვარულო ჯადო.

არ გაიუბედუროთ საკუთარი თავი და სხვისი ცხოვრება. გისურვებთ ნამდვილ სიყვარულს.


  1. როდესაც ქუჩაში მიდიხართ და პოულობთ ძირს დავარდნილ ბუმბულს, აიღეთ და სახლში წამოიღეთ. ესაა
    ძლიერი თავდაცვა მოსალოდნელი უბედურებისგან, რომელიც სამყარომ გამოგიგზავნათ.
  2. მდინარის ქვები ძლიერი ენერგიის მატარებლები არიან. ამიტომ თუ რომელიმე კენჭი მოგეწონებათ, აუცილებლად აიღეთ და სულ თან ატარეთ.
  3. ეცადეთ, დაეხმაროთ მათ, ვისაც სჭირდება დახმარება და თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ნუ ავნებთ მათ.
  4. გაუფრთხილდით სიცოცხლეს, არ გარისკოთ, როდესაც საქმე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხება.
  5. იარეთ წინ და არასდროს მოიხედოთ უკან. რაც იყო, დატოვეთ წარსულში.
  6. იმისთვის, რომ მიუახლოვდეთ ოცნებას, საკმარისია, გადადგათ მისკენ ერთი ნაბიჯი მაინც.
  7. თუ გახდებით ბედნიერების გამცემი, თქვენს ცხოვრებაშიც იქნება ბევრი პოზიტივი და თუ იქნებით უბედურებისა და სტრესის წყარო, იგივე დაგიბრუნდებათ ბუმერანგივით.
  8. ეცადეთ, დღეში ერთი საათი გაატაროთ სიწყნარესა და სიჩუმეში. მარტოობაც ისევე სჭირდება ადამიანს, როგორც სოციალიზაცია.
  9. სიყვარულის შესაძლებლობა - ესა ყველაზე დიდი ნიჭი და ძალაა, რაც კი დაჰყოლია ადამიანს. ეცადეთ, განავითაროთ ეს გრძნობა თქვენში.
  10. არ დააბინძუროთ წყარო ნაგვით და ნარჩენებით. ყველა წყაროს თავისი მფარველი სული ჰყავს და შეიძლება ის ძალიან ძლიერი იყოს და მომავალში უსიამოვნებები შეგემთხვეთ. თუ გსურთ წყლის სულის გულის მოგება, წყალში ჩაყარეთ პური, რძე და ხურდები.
  11. არ მოიხსენიოთ წარსული, როგორც საუკეთესო დრო თქვენს ცხოვრებაში. ეცადეთ, ასეთ დროდ მოიხსენიოთ აწმყო.
  12. უბედურებისა და განცდის მიზეზის შექმნა-მოძებნა ადვილია, მაგრამ ბედნიერების - რთული. ეცადეთ, ხშირად შეიქმნათ ბედნიერების განწყობა.
  13. თუ საყვარელი ადამიანი გეჩხუბებათ უმიზეზოდ, ჩაეხუტეთ მას ძლიერად. შედეგი გაგაოცებთ.
  14. პატივი ეცით თქვენს წინაპრებს, როგორებიც უნდა იყვნენ ისინი.
  15. თუ თავს გრძნობთ ცუდად, იმღერეთ. არა აქვს მნიშვნელობა, გაქვთ სმენა თუ არა. უბრალოდ იმღერეთ და ნახავთ, როგორ შეგეცვლებათ განწყობა.
  16. თუ გადაწყვეტთ რამის გაკეთებას, არ დაიხიოთ უკან. შიში ხელს გიშლით, იყოთ წარმატებული.

დალილას ბლოგი 

ტიბეტური მანტრები, რომლებიც ცხოვრების ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ
უძლიერესი და ეფექტური რიტუალი მნიშვნელოვანი ოცნებების ასახდენად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
თაკო
საოცრებაა
17:37 / 19-05-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93