საუკეთესო სახელები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გერქვას!

საუკეთესო სახელები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გერქვას!
ადამიანის სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის განსაზღვრავს მის ბედისწერას. ხშირად, სახელშეცვლილი ადამიანის ცხოვრებაც იცვლება. ამიტომ დიდი ყურადღება გმართებთ სახელის არჩევისას. გთავაზობთ იმ სახელებს, რომლებიც კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებისთვისაა.

ვერძი

ვერძს ყველაზე მეტად უხდება შემდეგი სახელები:
მარიკა, მაქსიმე, სანდრო, ვიქტორია, ნიკა, გიორგი, ლევანი - ეს სახელებიც ისეთივე ენერგეტიკის მატარებლები არიან, როგორიც თავად ვერძის ზოდიაქო. მიზანდასახული, ჯიუტი და საკუთარ წარმატებაზე ორიენტირებული.

კურო

მიშა, მიხეილი, ელენა, ელისო, ევა, მარინა, ნინო, თამუნა, ირინა, გია, გიორგი - ეს სახელები თავიანთ
პატრონებს დააჯილდოებენ უშიშრობით და ფულის მოხვეჭის იღბლით.

ტყუპები

ურთიერთობაში სასიამოვნო და ძალიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებთან ნაცნობობის სასიამოვნო განცდები დიდხანს გაგყვებათ. ტყუპებს შეუძლიათ მოხიბლონ ნებისმიერი ადამიანი თავიანთი ორატორული ნიჭით, ხოლო ეს ყველაფერი გაორმაგებული ენერგიით წამოვა, თუ გქვიათ: კირა, ელა, ნატალია, ანასტასია, ტასია, ეკატერინა, მარიანა, ირაკლი, ლადო, კრავაი.

კიბო

კიბორჩხალას თავისებური ხედვა აქვს სამყაროზე და მომხდარის აღქმა ლამაზად და განსხვავებულად მხოლოდ მას შეუძლია. ისინი არიან უნიკალურები თავიანთი სიყვარულის ნიჭითა და შესაძლებლობით. მათ მუდამ იციან, რა სურთ. ჭეშმარიტი კიბორჩხალის სახელებია: გიგი, გიგა, დავითი, ოთარი, იანა, ანა, ილია, ლიდია, ანდრე, დიმიტრი, ლუკა.


ლომი



არცთუ ისე დიდი მოთმინების ძალა აქვთ, არიან მალე ფეთქებადები და ხანდახან ზედმეტად თავდაჯერებულები, ასევე, მომხვეჭელები უფრო მეტად, ვიდრე კურო. შეეფერებათ და უხდებათ შემდეგი სახელები:
ნინო, მარიამი, ირაკლი, გიორგი, პეტრე, ლევანი, არიანა, ემა, ალა და სხვა ყველა ის სახელი, რომელიც წარმოთქმის დროს ჟღერადია.

ქალწული



ჭეშმარიტი ქალწულის სახელებია:
ევა, ლიდია, ინა, თეა, შორენა, მარიამი, ლუკა, თევდორე, გია, იაკობი, კობა, არჩილი.
ეს სახელები დაეხმარებათ თავიანთ პატრონებს, ეფექტურად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და სწორად გადაანაწილონ შინაგანი ენერგიის ძალა და რესურსები.

სასწორი


სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ, ამ სახელების მატარებელ ადამიანებს ყველაზე უფრო შესწევთ ძალა და ნიჭი, მიიზიდონ ფული.
ნიკა, ირინა, მარგო, თინათინი, რეზო, ლადო, ნინო, ალეკო, დალი, ლელა, ლეილა, სალომე -ამ სახელებს უადვილდებათ, მართონ სიყვარული და მიიზიდონ ბარაქა, წარმატება, იღბალი თავისკენ. ამიტომ სასურველია, აქცენტი გააკეთონ მატერიალურ კეთილდღეობაზე.

მორიელი

ალისა, ირინა, გიორგი, ანი, თეონა, ლევანი, პაატა, ზურაბი, ირაკლი,, გია, თენგო, ჯონი - იღბლიანი და ბედნიერებაზე ორიენტირებული ადამიანები არიან. წარმატებას და სიხარულში ცხოვრებას მოუტანს მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ზემოხსენებული სახელები.

მშვილდოსანი

გიორგი, რომანი, სოფია, მარია, დიანა, თეონა, დავითი, ლუკა,  ნიცა, მარიამი, თორნიკე - ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაბადებულ ბავშვს თუ დაარქმევთ რომელიმეს ამ სახელებიდან, მას თან დააყოლებთ იღბალს და დიდებისკენ სრაფვას.


თხის რქა 

დავითი, ალექსანდრე, ლევანი, ეკატერინე, გრიგორი, სალომე, სოფო, თორნიკე - ცოტა  ჯიუტები არიან, მაგრამ ძირითადად მაინც იღბლიანები. უყვართ გამორჩეულობა და ცდილობენ, ყველაფერში იყვნენ საუკეთესონი, ლიდერები.

მერწყული

დავითი, გიორგი, ეკატერინე, ნინო, სოფო, ელენე, ნუცა, ილია - ამ სახელებს დაჰყვებათ მერწყულის სიბრძნე და სიმშვიდე, მიზანდასახულობა და უზადო გემოვნება.

თევზი

ნიკა, დავითი, გიორგი, თენგიზი, ლუკა, იოანე, ნიცა, ანი, ხათუნა, მარიკა, შორენა, ია - ეს სახელები დაეხმარებათ თევზებს, მოიპოვონ ის თავდაჯერებულება, რაც მათ აკლიათ. იპოვიან საკუთარ გზას ამ ცხოვრებაში და არ გადაუხვევენ არასდროს დასახული მიზნებიდან.

დალილას ბლოგი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი