არსებობს გამოთქმა: იჭრი თმას, ცვლი შენს ცხოვრებას.
თმა - ეს ისაა, რასაც გაფრთხილება სჭირდება. თმა დიდი ენერგიის მატარებელია, ერთგვარი ბუნებრივი „ანტენა“, რომელიც იზიდავს უხილავ ენერგიებს.
ძველი ლეგენდის თანახმად, ადამიანს ადრე თავზე ჰქონდა ზუსტად ისეთივე ნათება, როგორც ეს ხატებზეა გამოსახული. თმის ნაცვლად შარავანდედი ედგათ თავზე და როდესაც ცოდვაში გადავარდნენ, უფალმა ნათების ნაცვლად, თმა მისცა. ამიტომ, ითვლება, რომ თმა, ესაა დამაკავშირებელი ელემენტი - კოსმოსს, ღმერთსა და ადამიანის შორის.
თმა კოსმიური ენერგიის წყაროა. ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ თმასთან.
შემოგთავაზებთ რამდენიმე წესს იმისთვის, რომ დიდხანს გქონდეთ ჯანსაღი თმა.
პირველი წესი:
არ შეიძლება ანდო საკუთარი თმა ნებისმიერს. ის ადამიანი, ვინც თმას გჭრით, გიცვლით ბიოველს. ამიტომ სალონი აარჩიეთ არა მარტო მოდური ინტერიერის მიხედვით, არამედ სტილისტის ბიოველის მიხედვითაც. რომ დაინახავთ მას, ვინც თმა უნდა შეგჭრათ, აუცილებლად უნდა გაგიჩნდეთ სანდომიანობის განცდა და თავად სტილისტიც უნდა ასხივებდეს დადებით ენერგიას და პოზიტივს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეჭრილი თმა შეცვლის თქვენს ცხოვრებას. რაც უფრო დიდია ასაკით სტილისტი, მით უფრო ძლიერი ბიოველი აქვს.
მეორე წესი:
არასდროს შეიჭრათ თმა თქვენ თვითონ.
მესამე წესი:
სასურველია, თმა შეგჭრათ თქვენივე სქესის წარმომადგენელმა. გახსოვდეთ, რომ თვით ბიბლიაშია ნათქვამი, სამსონი დაღუპა ქალმა, რომელმაც მას თმა შეჭრა.
მეოთხე წესი:
თუ გსურთ, თმა მალე გაგეზარდოთ, შეიჭერით სავსემთვარეობაზე, ხოლო თუ გსურთ, სტრუქტურა ოდნავ შეიცვალოს თმამ, მაშინ სალონში წადით მაშინ, როდესაც მთვარე კლებას იწყებს. მაგრამ მერე თმა ძალიან ნელა დაიწყებს გაზრდას. ასევე კარგია თმის ძირების გამაგრებისთვის თმის ოდნავ შეჭრა იმ დღეებში, როდესაც მთვარე იკლებს. ძველი ტრადიციის მიხედვით, თუ ავად გახდით, გაცივდით, ეცადეთ, თმა ოდნავ შეიმოკლოთ ბოლოებში, რაც თქვენგან გაიტანს უარყოფით ენერგიას და ხელს შეუწყობს მალე გამოჯანმრთელებას.
მეხუთე წესი:
არ შეიძლება თმა შეიჭრათ მთვარის შემდეგ დღეებში: 9. 15, 23 და 29 მთვარის კალენდრის მიხედვით. ასევე - მზისა და მთვარის დაბნელების დღეებში.
მეექვსე წესი:
სანამ თმას შეიჭრით, განსაზღვრეთ, როგორ გინდათ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება. თუ გსურთ, რომ გახდეთ უფრო ლამაზი და მიმზიდველი, თმა შეიჭერით 24 დეკემბრიდან 22 იანვრის ჩათვლით, ან 22 აპრილიდან - 21 მაისის ჩათვლით.
კვირას თმის შეჭრას არ გირჩევთ. ამბობენ, კვირა დღეს შეჭრილ თმას იღბალიც მიჰყვებაო. კვირას თმის შეჭრა კარგია მხოლოდ ქრონიკული უიღბლოებისთვის, იქნებ მათი ბედისწერა კარგისკენ შეიცვალოს.
დალილას ბლოგი