ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ ტენდეციებზე წერს. "13 მაისიდან ვენერა-მარსის სექსტილი შედის ქმედებაში, რაც ურთიერთობებში ახალ ენერგიებს შეიტანს და გამოაცოცხლებს მიძინებულ გრძნობებს.
15-ში ვენერა ნიშანს შეიცვლის და საკუთარი მმართველობის ტერიტორიაზე - კუროში გადავა. მალევე მარსიც გამოიცვლის მდებარეობას, დატოვებს ტყუპებს და კირჩხიბში გადაინაცვლებს. ეს უკვე 16-ში მოხდება.
რაღა თქმა უნდა, ეს ცვლილებები რომანტიკულ ურთიერთობებს ახალ ელფერს მიანიჭებს. ქალებს უფრო მეტი სინაზე და პრაგმატულობა დაეტყობათ, ურთიერთობის უფრო მყარ და დამიწებულ ფორმებში გადაყვანის სურვილიც მოიმატებს. მარსი კირჩხიბიც აღარაა, გრძნობების მხოლოდ სიტყვებით დეკლარირებაზე აქცენტირებული. მასაც რეალური, ოჯახური სიმყუდროვე სწადია და ჩუმად, ყოველგვარი აჟიტირების გარეშე აგვარებს ამ საკითხებს. გაგრძელება