ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 13-19 მაისამდე ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი კვირა იქნება

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 13-19 მაისამდე ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი კვირა იქნება
მიმდინარე კვირაში წარუმატებლობა და უთანხმოებები თავიდან რომ აიცილოთ, ეცადეთ, ასტროლოგების რეკომენდაციებს მიჰყვეთ. როგორც ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, ეს კვირა რთული იქნება. ნორმალურია, როცა ცხოვრებაში უსიამოვნებები ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია,  მათ შესახებ წინასწარ იცოდეთ. მთავარია, ცუდზე არ იფიქროთ და ნეგატიურ ადამიანებს ზეწოლის უფლება არ მისცეთ.

აი, ზოდიაქოს ის 6 ნიშანი, რომლებისთვისაც ეს კვირა ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი იქნება:

1. ტყუპი


ტყუპისთვის ფინანსურად ნაყოფიერი კვირა იწყება. კვირის დასაწყისში დამატებით შემოსავალს მიიღებთ, რაც შეგიძლიათ თამამად დახარჯოთ იმ ტექნიკის შესაძენათ, რაც ძალიან
გჭირდებათ. ნურც ახლო ადამიანებისა და ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები დაგავიწყდებათ. ეცადეთ, მოერიდოთ მწვავე დისკუსიებს. ნუ წამოიწყებთ რთულ სამუშაოს, არსებობს ხერხემლის დაზიანების რისკი. თუ ჯანმრთელობის საკითხი დიდი ხანია გაღელვებთ, ექიმთან ვიზიტისთვის ხელსაყრელი დღეებია პარასკევი და შაბათი. თუ ტრანსპორტზე უარის თქმის საშუალება გექნებათ, უმჯობესია, ფეხით იაროთ.

2. სასწორი


სასწორისთვის ფინანსური თვალსაზრისით ეს კვირა ძალიან ხელსაყრელია. თუმცა არ ღირს ახლა შეიძინოთ ყველაფერი, რაზეც გიოცნებიათ, რადგან უხარისხო საქონლის შეძენის რისკი არსებობს.

ეს კვირა ხელსაყრელია გენერალური დასუფთავებისა და სამუშაოსთვის. ასტროლოგები გირჩევენ, უფრო ხშირად აკონტროლოთ ჯანმრთელობა. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელია სწავლისა და ახალი პროფესიის დაუფლებისთვის.

პირად ცხოვრებაში უფრო მეტად უნდა მოუსმინოთ თქვენს პარტნიორს. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი თქვენს ურთიერთობას განამტკიცებს და კიდევ უფრო საიმედოს გახდის.

3. მშვილდოსანი


მშვილდოსნისთვის კვირა ძალიან სწრაფად ჩაივლის - დღეები დატვირთული იქნება მოვლენებით, შეხვედრებითა და ცვლილებებით. თავდაუზოგავი შრომა მოგიწევთ.

სახლში მოულოდნელი ხარჯები გელით. თუ ამ კვირაში რაიმეს შეიძენთ - ეს ნივთი ძალიან დიდხანს მოგემსახურებათ.
ეცადეთ, უქმეებზე სასიამოვნო დრო გაატაროთ და დაისვენოთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან დიდია ავადმყოფობისა და დაინფიცირების რისკი.

4. თხის რქა


ნაყოფიერი შრომა პრემიასა და უფროსისგან შექებას მოგიტანთ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ზედმეტად თავდაჯერებული ნუ გახდებით. გააკეთეთ დასკვნები და იარეთ სწორი მიმართულებით. ხანდახან კი სასარგებლოა, შიში დაძლიოთ და გაიგოთ, რომ იმაზე ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, ასე იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ფიქრობდით.

უქმეები თქვენთვის ძალიან საინტერესო და დატვირთული იქნება. თამამად შეეხმიანეთ მეგობრებს და მოაწყვეთ პიკნიკი ტყეში. დადებითი ემოციებით აივსებით.

5. ლომი


მიმდინარე კვირაში იღბალი თქვენს მხარეს იქნება. ახალი კვირა ძალიან ხელსაყრელია ყველა პრობლემის გადასაჭრელად.
ახალი გამოწვევები დაისახეთ, მაგრამ მხოლოდ ისეთი, რასაც უახლოეს მომავალში განახორციელებთ, დანარჩენები კი უმჯობესია, გადადოთ. სამსახურსა და მეგობრების გარემოცვაში ერიდეთ კონფლიქტებს, რადგან მომავალში ეს შესაძლოა არასახარბიელოდ შემოგიბრუნდეთ. კამათი რომ არ მოგივიდეთ, დაუკვირდით თქვენს ნათქვამს.

ასტროლოგები გირჩევენ, გადახედოთ თქვენს დანახარჯებს და შეამციროთ შეძლებისდაგვარად. კარგი იქნება სპორტით დაკავება. უქმეები კი სახლის საქმეებს დაუთმეთ.

6. მერწყული


უმჯობესია, ეს კვირა სამომავლო გეგმებს დაუთმოთ, აქტიური ნაბიჯების გადადგმისგან კი თავი შეიკავეთ. გადახედეთ საკუთარ რესურსებს, მოაწესრიგეთ საშინაო და სამუშაო საქმეები. თუ დაუსრულებელი დავალებები გაქვთ, სწორედ მათზე კონცენტრირდით.

მიმდინარე კვირა ასევე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის. ეს მომდევნო კვირამდე ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კვირის მანძილზე სიფრთხილით მოეკიდეთ ხარჯებს, რადგან ზედმეტი დანახარჯების დიდი შანსია. დასვენების დღეებში ელოდეთ მოულოდნელობებსაც. ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ იქნება, მაგრამ ნუ განაწყენდებით: სრულიად შესაძლებელია, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ წარიმართება.


წყარო: lifter.com.ua

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93