თქვენი წარმატების საიდუმლო კვირის დღეების მიხედვით

თქვენი წარმატების საიდუმლო კვირის დღეების მიხედვით
ადამიანი მუდამ ილტვის რაღაც დიდისკენ. არასდროს ჰყოფნის მიღწეული და ბედნიერიც რომ იყოს არსებულ მომენტში, მაინც მეტი და მეტი სურს. ამ სტატიაში მოგიყვები, როგორ უნდა მოიზიდო იღბალი და წარმატება კვირის დღეების მიხედვით.
ყოველი კვირის დღეს მართავს თავისი პლანეტა, რომელსაც აქვს შესაბამისი რიტმი.

ორშაბათი

ტყუილად არ ითვლება ორშაბათი მძიმე დღედ, მას ხომ მთვარე მართავს. ამ დღეს ადამიანებს მძიმედ გადააქვთ კრიტიკა ან რამე სხვა ცვლილება. ყველა ადამიანი ორშაბათს განსაკუთრებულად ზემგრძნობიარეა, ადვილად ეუფლება ნიჰილიზმი და პესიმიზმი. თუ გსურთ, ორშბათი იყოს
კარგის მომტანი და იმედიანი, დილიდან ეცადეთ, გამოხატოთ სხვების მიმართ თანაგრძნობა. მოუსმინეთ მათ, მთვარის ამ რთულ დღეს ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ გაგება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მთვარე - წყლის სტიქიის პლანეტაა და ამიტომ, ორშაბათი განსაკუთრებით მოქმედებს. არ გირჩევთ ორშაბათის დაწყებას ტყუილითა და ღალატით, რადგან ამ დროს ადამიანის ინტუიცია გაათმაგებულია და მალე გაირკვევა ყველაფერი.

Image result for monday gif

სამშაბათი

სამშბათის მმართველია მებრძოლი პლანეტა მარსი. ძლიერი ხასიათი და სწრაფი მოქმედებები მარსის თვისებებია. ის უბიძგებს ადამიანებს, ეძებონ ემოციები და ხშირად თქვან ის, რის თქმასაც არ აპირებდნენ. ეცადეთ მიჰყვეთ მარსის ზემოქმედებას და ნუ შეეწინაღმდეგებით. ხართ სამსახურში და თავში გენიალური იდეა მოგივიდათ? - არ დააყოვნოთ, მიდით აუცილებლად უფროსთან და მოუყევით თქვენი იდეის შესახებ.
მარსი - ესა სურვილების, ინსტინქტების და სიჩქარის პლანეტა. ამ დღეს არაფერი არ გადადოთ, რადგან თუ დღევანდელის გაკეთებას გადაწყვეტთ ხვალ, ის ხვალ არასდროს დადგება და არც დიდ წარმატებას მოგიტანთ. მარსი მამაკაცური პლანეტაა და ეცადეთ, პრობლემებს მიუდგეთ ცივი გონებით, ისე, როგორც ამას კაცი გააკეთებდა.

Image result for thursday gif

ოთხშაბათი

მერკური ოთხშაბათს განიჭებთ ეშმაკობას და მარჯვე გადაწყვეტილების მიღების ნიჭს. ეს არის ძალიან არასტაბილური პლანეტა. მერკურს უყვარს ყველაფერი ახალი. განსაკუთრებით, ახალი ამბები. თუ გგონიათ, რომ ვინმეს დაავიწყდით, საუკეთესო შესახსენებელი დრო ოთხშაბათია. ასევე ოთხშაბათობით ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ ადვილად, მსუბუქად, არ ენდოთ ოთხშაბათს მოცემულ პირობებს.

Image result for wednesday gif

ხუთშაბათი

ამ დღეს მართავს სოციალური პლანეტა იუპიტერი. ამიტომ ხუთშაბათი საუკეთესო დროა, გადაჭრათ თქვენი ის პრობლემები, რომლებიც სამსახურთანაა დაკავშირებული. ეცადეთ, ოჯახურ გარემოშიც ამ დღეს ბევრი ილაპარაკოთ სამსახურზე. ამ დღეს არ იკამათოთ და არ მოაცემინოთ საყვედური არავის. ეცადეთ, ხუთშაბათობით იყოთ საქმიანი.
Image result for thursday  gif

პარასკევი

დიდებული ვენერა დაგასაჩუქრებთ ნაზი გრძნობებით. ასე იქცევა სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი. პარასკევს ეცადეთ, გამოიყურებოდეთ მშვიდად და ბედნიერი რომც არ იყოთ, მაინც შექმენით ამისი ილუზია. იყავით ზრდილობიანი ამ დღეს და სალონური საქმეები მოითხოვეთ პარასკევს. მამაკაცებს ვურჩევდი, ქალ თანამშრომლებს დაუთმონ ბევრი დრო და ხშირად უთხრან კომპლიმენტები. გამოხატეთ სითბო ირგვლივ მყოფთათვის.

Image result for friday   gif

შაბათი

სატურნი საკმოდ მკაცრი პლანეტაა, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს. ამიტომ შაბათობით ვისთანაც უნდა იყოთ, ეცადეთ, არ ილაპარაკოთ ბევრი და მუდამ კარგად ნაფიქრი სიტყვები წარმოთქვათ. არ ილაპარაკოთ თქვენს განცდებსა და გეგმებზე. სასურველია, შაბათობით მოიწყოთ შოპინგი, რადგან განსაზღვრულობის მოყვარული სატურნი არ მოგცემთ საშუალებას, დახარჯოთ ბევრი ფული. მოერიდეთ ამ დღეს, იყოთ მძიმედ. ეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც სულ თავიანთ პრობლემებზე გელაპარაკებიან. არ დასაჯოთ ბავშვები შაბათობით.
Image result for saturday gif

კვირა

მთავარი ვარსკვლავი და ბედნიერების სიმბოლო მზე არის კვირა დღის მფარველი პლანეტა. სიხარული, სიყვარული, ბევრი პოზიტივი უნდა გასცეთ და დააგროვოთ ამ დღეს. ეცადეთ, როგორმე გახვიდეთ ქალაქგარეთ და დაიმუხტოთ სასარგებლო პოზიტიური ენერგიით. კვირაობით ხშირად გვიჩნდება სურვილი, ვიყოთ მაქსიმალისტები. არ აუკრძალოთ თქვენს თავს ეს განცდა, დაე, იყავით. მიიღეთ ყველაფერი ერთად და მაშინვე.
Image result for sunday  gif
დალილას ბლოგი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31