ვერძი სიყვარული - რეალისტურად შეხედეთ ურთიერთობებს და თუ რამე არ მოგწონთ, შეცვალეთ. პარტნიორიც კი. ფინანსები - ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე. დაასრულეთ პროექტები. კვირის მეორე ნახევარში სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. ჯანმრთელობა - ვარჯიში მეტად მოქნილსა და პლასტიკურს გაგხდით. ყურადღებას ითხოვს ყბა და კბილები.
კურო
სიყვარული - ნუ გგონიათ, რომ იდეალური არ ხართ და სატრფოს გულს ვერ მოიგებთ. გააქტიურდით.
ფინანსები - წარმატება აქტიურ და მიზანსწრაფულ ნიშნებს ელის. ხუთშაბათს დაგეგმილი ხელშეკრულებების გაფორმება სხვა დღისთვის გადადეთ.
ჯანმრთელობა - სასურველია, სუფთა ჰაერზე ივარჯიშოთ. მიხედეთ სასუნთქ სისტემას.
ტყუპი
სიყვარული - სიახლეები არავის აწყენს. ვიღაც ინტენსიურად ეცდება თქვენი გულის მოგებას.
ფინანსები - დაწინაურება გელით. გაიუმჯობესეთ იმიჯი. ფულის ხარჯვა მოგიწევთ რეკლამაზე.
ჯანმრთელობა - თუ თავს შეუძლოთ იგრძნობთ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. თავი შეიკავეთ რთული ფიზიკური აქტიურობისგან.
კირჩხიბი
სიყვარული - გამოსცადეთ პარტნიორი ერთგულებასა და საიმედოობაზე.
ფინანსები - ცვლილებები ნუ შეგაშინებთ. კვირის მეორე ნახევრიდან იზრუნეთ თქვენი ბიზნესის გაფართოებაზე.
ჯანმრთელობა - გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
ლომი
სიყვარული - კომპლიმენტები პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. ზოგიერთი პარტნიორთან დაშორებას გადაწყვეტს.
ფინანსები - საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. თავადაც გააქტიურდით შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის.
ჯანმრთელობა - თუ მგზავრობა გიწევთ, მაქსიმალური კომფორტი შეიქმენით. მოერიდეთ მკვეთრ ილეთებს.
გაგრძელება