ზოდიაქოს ყველაზე ლამაზი ნიშნები - როგორ ხიბლავენ ისინი მამაკაცებს

ზოდიაქოს ყველაზე ლამაზი ნიშნები - როგორ ხიბლავენ ისინი მამაკაცებს
თითოეული ქალი თავისებურად მიმზიდველია და საიდუმლო არავისთვისაა, რომ ორი იდენტური ქალის პოვნა საკმაოდ რთულია. ექსპერტები შეეცადნენ გაერკვიათ, რომელი საერთო ნიშან-თვისება შეიძლება გამოვლინდეს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. თქვენი მომხიბვლელობა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებით რომ გამოიყენოთ, გაეცანით ასტროლოგების აზრს.

ვერძი


ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მიმზიდველობაზე მეტად, ბუნებრივი მაგნეტიზმის მფლობელია. ასტროლოგები ვერძს ურჩევენ ცოტა უფრო მშვიდები გახდნენ - ეს მათ ცხოვრების იდეალური თანამგზავრის პოვნაში დაეხმარება.

კურო

Похожее изображение
ქალი კუროები, არც ისეთი მარტივები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანან. მათ მგზნებარე წარმოსახვის უნარი
აქვთ და რჩეულის ყურადღების მიქცევა შეუძლიათ. თუ ბუნებით ძლიერი კურო, პარტნიორის მიმართ მეტ სინაზეს გამოავლენს, მტკიცე და ბედნიერ ურთიერთობას ააგებენ.

ტყუპი


ტყუპის მიმზიდველობა და ქალურობა მათი კომუნიკაციის უნარში ვლინდება. არ უჭირთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის დაინტერესება ორიგინალური საუბრით. ასტროლოგები მას ურჩევენ, მოსაუბრეს აზრის გამოთქმის საშუალება მისცეს და ყურადღებით მოუსმინოს. ასე საკუთარი მომხიბვლელობის გამოვლენის მეტი შანსი მიეცემა.

კირჩხიბი


ქალი კირჩხიბები წარმოუდგენლად ემპათიურები არიან. ხშირად საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან, თუმცა საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას იდუმალი ქმედებებით იქცევენ. ასტროლოგები ურჩევენ, ისწავლონ საკუთარი ემოციების მართვა. ეს ძალებისა და ქალურობის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

ლომი

Картинки по запросу привлекательная женщина по знаку зодиака гифки

ლომები საკუთარი უშიშრობითა და გარემოს მათ სასარგებლოდ გამოყენებით არიან მიმზიდველები. ყურადღების მიქცევა შეუძლიათ ერთი სიტყვით ან თუნდაც თავის ერთი შემოტრიალებით. ამ ნიშნის წარმომადგენელთა ქალების მიმზიდველობის ძალა მდგომარეობს მათ უნარში იყვნენ ქალურები, შექმნან უსუსურობისა და სრული მორჩილების ილუზია. თუ პარტნიორი ქალი ლომის მოხიბვლას შეძლებს, ის მას „პირველობას“ დაუთმობს, თუმცა დროებით.

ქალწული


საკუთარი ლოგიკისა და ინტელექტის წყალობით ქალწული ძალიან მიმზიდველია. თუმცა, მიუხედავად მომხიბვლელობისა ხშირად მარტო რჩება, რადგან მამაკაცები ხშირად ვერ უძლებენ მათ დაკითხვას. მათთვის მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, რომ სუსტი გოგონები არიან და დროდადრო უნდა მიიღონ მზრუნველობა და არ ჩაიციკლონ შემდეგი ნაბიჯის დაგეგმვაზე.

სასწორი

Картинки по запросу привлекательная женщина по знаку зодиака гифки
სასწორების მიმზიდველობა მათ სიმსუბუქეში იმალება. მათი შინაგანი ძალა ასაკთან ერთად ვლინდება და ნებისმიერი მამაკაცის გულის მოგება შეუძლიათ. მამაკაცებს აიძულებენ მათზე იზრუნონ და მოეპყრონ, როგორც ძვირფას ქვას.

მორიელი


ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მამაკაცებს ბუნებრივი მაგნეტიზმის უნარით ხიბლავენ. ნამდვილ ნადირობას იწყებენ მათზე, ვინც მოწონთ და არც კი ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენს გაუტეხეს გული. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ქალური ენერგეტიკის მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათით უკმაყოფილო, უარყოფილმა მამაკაცებმა, შესაძლოა, ბევრი პრობლემა მოუტანოთ.

მშვილდოსანი


მშვილდოსნები მამაკაცებს ოპტიმიზმითა და სიმტკიცით ხიბლავენ. შინაგანი ინტუიციის წყალობით სწრაფად შიფრავენ ცხოვრების იდეალურ თანამგზავრს. თუმცა, აქტიური და თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსანი ხშირად აღმოჩნდება პრობლემების წინაშე.

თხის რქა

Похожее изображение

თხის რქას მისი შრომისუნარიანობითა და ძალების სწორად გადანაწილებით შეუძლია მოხიბლოს ნებისმიერი. ამ ქალების უშრეტი ენერგია ძალიან მიმზიდველია, თუმცა თავად იშვიათად ფიქრობს გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენაზე, ამიტომ დიდხანს რჩებიან მარტო. მნიშნელოვანია დრო პირად ცხოვრებასაც დაუთმონ, რადგან მარტოობა და მუდმივი შრომა ნერვულ აშლილობას მოუტანს.

მერწყული


მერწყული მიმზიდველ ქალურობასა და არასტანდარტული აზროვნების უნარს ფლობს. აქვთ კარგი ინტუიციის უნარი და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი პოულობენ გამოსავალს. მაგრამ, სრულფასოვანი ურთიერთობისთვის ცოტა უნდა მოდუნდეს და პარტნიორს მასზე ზრუნვის უფლება მისცეს.

თევზები

Похожее изображение
თევზებს ბუნებრივად აქვს ინტუიციის უნარი განვითარებული და მამაკაცს მისი იდუმალებით ხიბლავს. მგრძნობიარენი არიან ნებისმიერი ემოციისა და განწყობის მიმართ, ამიტომ მათი გაცურება შეუძლებელია. სწორედ ამაშია ამ ნიშნის მთავარი პრობლემაც. მათ მოდუნება არ შეუძლიათ. თევზებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ ადამიანებს არ უნდა ენდონ და წვრილმანებზე გაბრაზება შეწყვიტონ.

წყარო: cluber.com.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93