რომელი ქალღმერთი ხარ ჰოროსკოპის მიხედვით

რომელი ქალღმერთი ხარ ჰოროსკოპის მიხედვით
გაიგე, რომელი ქალღმერთი ხარ:



ვერძი (21 მარტი — 20 აპრილი)

ათენა - ტაქტიკის და ბრძოლის ქალღმერთი. სჯობს არავინ გაგაბრაზოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტივად გაუსწორდები მას, ვინც გული დაგწყვიტა. სტრატეგიული და შემოქმედებითი დასჯის ქალღმერთიც ბრძანდები.

კურო (21 აპრილი — 20 მაისი)

ჰერა - ზევსის ცოლი, ქორწინების მფარველი და ორსულთა შემწე. შენთვის მნიშვნელოვანია ოჯახი. დარწმუნებული ხარ, რომ ბავშვები აუცილებელია. შენი კაცი შენი საკუთრებაა და მის გამოხდომებს მაშინაც ითმენ, თუ ხანდახან ,,ცოტას ურევს“. მეტოქეებს ღირსეულად უსწორდები. შენ მოგწონს საკუთარი ცხოვრების
მოწყობა, ხელს უწყობ დასაოჯახებელი მეგობრების დაწყვილებას და საქმე ხშირად ქორწილამდეც მიგყავს. აძლევ მათ ჭკვიანურ რჩევებს. მაგალითად, როგორ შევაყვაროთ კაცს თავი.

ტყუპები (21 მაისი — 21 ივნისი)

მნემოზინა - მეხსიერების ქალღმერთი და ცხრა მუზის დედა. შენში ფანტასტიკური მეთოდით ეტევა დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რასაც სიამოვნებით უზიარებ სხვას, ვინც მზადაა მოგისმინოს. არც გამეორება გეზარება, რათა მსმენელმა ზუსტად დაიმახსოვროს რჩევები. ხშირად სთავაზობ გარშემომყოფებს საჭირო იდეებს.

კიბო (22 ივნისი — 22 ივლისი)

ჰესტია - ოჯახური კერის ცეცხლის ქალღმერთი. შენ იცავ ოჯახურ სითბოს. შენზე დგას ნათესაობრივი კავშირები. ახლობლის კარგად ყოფნის გამო შეიძლება საკუთარი ბედნიერება დათმო, მაგრამ სანაცვლოდ შენც გჭირდება მსხვერპლშეწირვა სიყვარულის სახით, სინაზის გამოხატვა და მოსმენა. შენთან ერთად კარგია საქმის დაწყება, რადგან საქმე გაამართლებს და საბოლოო ჯამში წყლის ნაყვა არ გამოვა.

ლომი ( 21 ივლისი - 22 აგვისტო)

ნიკე - გამარჯვების ქალაღმერთი. შენ ყველაფერი გამოგდის, რასაც კი ხელს მოკიდებ. შენ თაყვანს სცემ ძლიერ და მამაც ადამიანებს. მფარველობ და კეთილგანწყობილი ხარ მათ მიმართ. ცოცხალი თილისმა ხარ მათთვის, ვისაც შენი სჯერა და მათ მუდამ უმართლებთ წამოწყებულ საქმეში. უიღბლო ადამიანებს კი არ წყალობ. მათ მხოლოდ ერთ შანსს აძლევ. ვერ გაართვა თავი? - მისი ბრალია.

ქალწული (23 აგვისტო — 22 სექტემბერი)

ცერერა - რომაული მიწისა და ნაყოფიერების ქალღმერთი. შენი ხელიდან, რასაც გულით ინდომებ, ყველაფერი გამოდის. შენ შეგიძლია მიწაში ჩაარჭო ჯოხი და მეორე დღეს ის გაიფოთლება. იცი, ყველაზე უიღბლო საქმისაგანაც როგორ ნახო მაქსიმალური მოგება. შეგიძლია მარტივად იმანიპულირო მათზე, ვინც შენზე ძლიერია. ხშირად შენს ერთ სიტყვას შეუძლია სხვა ადამიანის შრომა წყალში ჩაყაროს. თვლი, რომ გაქვს სხვის ბედისწერაში ჩარევის უფლება.

სასწორი (23 სექტემბერი — 22 ოქტომბერი)

თემიდა - სამართლიანობის ქალღმერთი. ქრონიკულად ვერ იტან უსამართლობას. ცდილობ, ყველა გაამართლო შეძლებისდაგვარად და მიუკერძოებლად. ყველას ერთნაირად ექცევი, ვინც შენ ირგვლივ ტრიალებს და სხვებსაც მსგავსი საქციელისაკენ მოუწოდებ. შენთვის არა აქვს მნიშვნელობა სხვა ადამიანის ფინანსურ და სოციალურ სტატუსს, შენი ცხოვრება დგას სამ პრინციპზე: სამართლიანობა, თანასწორობა და მშვიდობა.

მორიელი (23 ოქტომბერი — 21 ნოემბერი)

ჰეკატე - მაგიის, ჯადოქრობისა და სულების ქალღმერთი. მას აბარია ყველაფერი, რაც საიდუმლოს მოიცავს. ვიღაცისთვის შენ საშინელებისა და ბოროტების საწყისი ხარ, მაგრამ მათ, ვის მიმართაც კეთილგანწყობილი ხარ, აძლევ ყველაფერს. არაფერი გენანება და შენ ირგვლივ იტოვებ. შენში დაფარულია ბევრი საიდუმლო ცოდნა, ადვილად იცნობ სხვადასხვა გამოცანას, მუდამ იყურები ოთხივე მხარეს. ხარ ფრთხილი.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)


დიანა - ნადირობის ქალღმერთი. შენ ხარ მამაცი, სწრაფი, მიზანდასახული. ხანდახან ზედმეტად მამაციც. შენი ტვინი ნამდვილად არ განეკუთვნება ,,ქალურ ტვინს“. ხშირად ირჩევ მამაკაცურ პრფესიებს, მაგარამ ამავ დროს, შეგიძლია იყო საოცრად ქალური და ნაზი. არაჩვეულებრივად ურთიერთობ ცხოველებთან.

თხის რქა (22 დეკემბერი — 19 იანვარი)

პომონა - ნაყოფიერების ქალღმერთი. შენი მოხიბვლა რთულია, რადგან არავისი გჯერა. საქმე ლაპარაკის ნაცვლად - ეს არის შენი დევიზი. ხარ პრაქტიკული. ადვილად აორმაგებ ფინანსებს და დატოვებულ ქონებას. სხვასაც აიძულებ, იმუშაოს შენი კარგად ყოფნისთვის. მოგწონს, როდესაც გემორჩილებიან.

მერწყული (20 იანვარი — 18 თებერვალი)

ჰება - მარადიული ახალგაზრდობის ქალღმერთი. შენ მუდმივად ახალგაზრდულად გამოიყურები, რაც სხვების თვალს შეუმჩნეველი არ რჩება. შენ ხარ გაფურჩქვნის და სიცოცხლის გაზაფხულის განსახიერება, ოპტიმიზმის წყარო. ყოველთვის იცი, რომ თუ დაიხურება ერთი კარი, უნდა ეძებო მეორე, რომელიც უკვე ღიაა. ხშირად ყველაფერს სუფთა ფურცლიდან იწყებ. ეს გადაწყვეტილება კი მუდამ ამართლებს.

თევზები (19 თებერვალი — 20 მარტი)

მინერვა - სიბრძნის ქალღმერთი. ყველას უზიარებ შენს ცოდნას, ვინც გისმენს. მფარველობ და სტიმულს აძლევ მათ, ვინც მუშობს ხელოვნებისთვის. ხარ გამომგონებელი და ხშირად ისეთ რამესაც იგონებ, რასაც სხვა ვერ მოიფიქრებდა. ყოველთვის პოულობ სწორ გამოსავალს და სიტყვებს, რათა ბიძგი მისცე სხვას, გააგრძელოს დასახული მიზნისკენ სვლა.

დალილას ბლოგი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი