ვერძი სიყვარული - ჰარმონია შეიქმენით პირად ურთიერთობებში. სასურველია, უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. ფინანსები - გააუმჯობესეთ ურთიერთობა კლიენტებთან, პარტნიორებთან. ახალი კლიენტები, შეკვეთები გამოგიჩნდებათ. ჯანმრთელობა - დაუჯერეთ ექიმს და იმკურნალეთ. კარგია მასაჟის კურსის დასაწყებად.
კურო
სიყვარული - საქმეების გამო შეიძლება სათანადო დრო ვერ დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, რაც მის გულისწყრომას გამოიწვევს.
ფინანსები - ახალ საქმეებში აზარტით ჩაერთვებით. კვირის ბოლოს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. თქვენთვის უსაფრთხოდ მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
ჯანმრთელობა - დაიწყეთ ვარჯიში. ჩაიტარეთ მკურნალობა, რომელიც გაგიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას.
ტყუპი
სიყვარული - იდეალურ მამაკაცს ნუ ეძებთ, ასეთები აღარ არსებობენ. დაქორწინებულებს სიახლეები ელით. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოს, რომ მშობელი გახდება.
ფინანსები - აქტიურობის გამო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. კვირის მეორე ნახევრიდან მოერიდეთ ფორმალური და იურიდიული საკითხების მოგვარებას.
ჯანმრთელობა - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, აიმაღლეთ იმუნიტეტი. ყურადღება მიაქციეთ ალერგიას.
კირჩხიბი
სიყვარული - თუ ცუდ განწყობაზე ხართ, ჯავრს საყვარელ ადამიანზე ნუ იყრით. ნეგატიურმა ემოციებმა კავშირი არ დაგირღვიოთ.
ფინანსები - კვირის პირველ ნახევარში დაწყებული საქმეები დაასრულეთ. კვირის ბოლოს მატერიალური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ.
ჯანმრთელობა - განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს კანი, თმა, ფრჩხილები. ივარჯიშეთ, რათა მეტად მოქნილი გქონდეთ სხეული.
ლომი
სიყვარული - საყვარელი ადამიანის მიმართ რაც უფრო აგრესიული და გაღიზიანებული იქნებით, მით ცუდი თქვენი კავშირისთვის. უქმეებზე ერთად გაფლანგეთ ფული.
ფინანსები - ყურადღება მიაქციეთ პერსონალს, კლიენტებთან ურთიერთობას.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით საჭმლის მომნელებელ სისტემას. განივითარეთ კუნთები. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ქალწული
სიყვარული - ეცადეთ, მეტად მომხიბვლელი იყოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის და მაქსიმალურად ბოლომდე დარჩით ამოუცნობი.
ფინანსები - ვინ თქვა, რომ საქმეებს ვერ გაუმკლავდებით? იდეალურად დაასრულებთ რთულ პროექტებსაც კი. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები ავტოფარეხში, ბინაში.
ჯანმრთელობა - მავნე ჩვევებით ძალით ნუ დაიავადებთ ორგანიზმს. ივარჯიშეთ და მასაჟიც კარგია.
სასწორი
სიყვარული - ბევრი არ იფიქროთ, თუ ადამიანი მოგწონთ, უთხარით. რაც უფრო მეტად გამოავლენთ ინიციატივას, მით მალე შედგება თქვენი კავშირი. გაგრძელება