გაიგეთ თქვენი პარტნიორის უარყოფითი მხარე.
ის ძალიან სწრაფია, სულ ჩქარობს. ამიტომ ძალიან უნდა მოინდომო, რომ მის ფეხის ხმას და ტემპს აჰყვე. თქვენ გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობები განვითარდეს გარკვეული საფეხურის გავლის შემდეგ, მაგრამ ვერძმა შეიძლება ეს სურვილი არ მიიღოს საყურადღებოდ და ყველაფერი ძალიან დააჩქაროს.
მასთან შეუძლებელია გქონდეს რამე, რაც საშუალოა. საქმე იმაშია, რომ მამაკაცი კურო ყველაფერს ხედავს შავ-თეთრად. ის ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის, ხოლო მისი სიჯიუტე არ აძლევს მას საშუალებას, სხვისი აზრი მიიღოს და გაითვალისწინოს. კუროს აქვს განსაზღვრული თვალსაწიერი და გარკვეული ხედვა, რისი შეცვლაც ხშირად შეუძლებელია. ამიტომ რთულია კუროსთან ყოფნა, თუ მას არ მოერგებით.
მამაკაც ტყუპებს კვირაში შვიდი პარასკევი აქვთ, როდესაც საქმე ურთიერთობას ეხება. დღეს ისინი იდეალური პარტნიორები არიან, ისეთი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება, ხოლო შემდეგ კი ისე იქცევიან, თითქოს არც გიცნობენ. საკმაოდ უცნაური სიტუაციაა. ასეთი ურთიერთობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
კირჩხიბი მამაკაცი ძალიან მგრძნობიარეა. მას ხშირად ეცვლება გუნება-განწყობა, ხშირად ცდილობს უგულო, მკაცრი კაცის შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ სინამდვილეში, მისი გულისტკენა საკმაოდ ადვილია. ერთ შენიშვნას მარტივად შეუძლია მისი ჩვეული კალაპოტიდან ამოგდება. ისინი არასდროს აღიარებენ თავიანთ ემოციურ მგრძნობელობას.
უკვე გეცოდინებათ, რომ ყველაზე საშინელი ლომთან ურთიერთობისას - ესაა მისი მუდმივი სწრაფვა, იყოს ყურადღების ცენტრში. ამავე დროს, მას არ სურს, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ შეცდომებზე. ამაში კი მისი ეგო და სიამაყეა დამნაშავე. ამ ზოდიაქოს წარმომადგენელს ურთიერთობის დროს სურვილი აქვს, იყოს მუდმივად პრივილეგირებულ მდომარეობაში.
სხვა ზოდიაქოს წარმომადგენელი ქალისთვის მისი პერფექციონიზმი გამაღიზიანებელია. კაცი ქალწული მოითხოვს ძალიან ბევრს, როგორც საკუთარი თავისაგან, ასევე გარშემომყოფებისაგან. პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც მისი მოლოდინები და სტანდარტები შეუძლებლის ზღვარს აღწევს. ხშირად მისი მოთხოვნები აუხსნელი და ზედმეტად შეუძლებელიცაა.
მამაკაცი სასწორი პერიოდულად პასიურ-აგრესიულ მდგომარეობაში გვევლინება, რაც ხშირად იწვევს მისი პარტნიორის გაღიზიანებას. მას არ უყვარს კონფლიქტები, ამიტომ არ მოინდომებს ამ თემაზე ლაპარაკს, მაგრამ არც გაჩუმდება, უბრალოდ მიგანიშნებთ ამ თემასა და საკუთარ უკმაყოფილებაზე.
გულწრფელად რომ ვთქვათ, მორიელი მამაკაცი სექსუალურად მუდამ აღზნებულია. ის მუდმივად იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დაკავდეს სექსით. ხშირად ყველაზე უდროო დროსა და ადგილასაც კი, ვერასდროს გაიგებ რა აქვს გუნებაში და შეიძლება დაეჭვდე კიდეც, გარდა სექსუალური ობიექტისა, ხედავს თუ არა სხვა რამეს თქვენში.
ყველაზე ცუდი, რაც მამაკაც მშვილდოსანს ახასიათებს, ესაა - მისი კომპრომისებზე არწასვლის სურვილი. თავადაც ცოტა უცნაური და ემოციური ადამიანია. ამიტომ არის, რომ ხშირად ეს თვისებები მას ხელს უშლის, ყური დაგიგდოთ თქვენ. რთულია კამათის მერე მისი შემორიგება.
მამაკაცი თხის რქა - ძალიან ბევრ დროს უთმობს სამსახურს და კარიერას, ხოლო ძალიან ცოტას - ურთიერთობებს. მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, მისი კარიერა მუდმივად პირველ პლანზე იქნება. მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მას არ უყვარხართ ან არ აინტერესებს ურთიერთობაში ყოფნა. უბრალოდ, მას არ ეხერხება პრიორიტეტების სწორად გადანაწილება.
უემოციობა - მამაკაცი მერწყულის ყველაზე ნეგატიური გამოვლინებაა. თავისთავად ის ძალიან ჭკვიანია, ხოლო მისი ემოციური ინტელექტის ხარისხი მწირი. ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს არ ესმით ის მინიშნებები, რასაც თქვენ უგზავნით, მით უმეტეს მაშინ, თუ თავად არაა გარკვეული საკუთარ გრძნობებში.
მამაკაც თევზებს უყვართ ოცნება, მაგრამ არ უყვართ მოქმედება. ის აქეთ-იქით ისვრის ხმამაღალ დაპირებებს, მაგრამ არასდროს ასრულებს მათ. ის თქვენი ურთიერთობის უამრავ სცენარს იგონებს, მაგრამ არც ამას ასრულებს. თუ არ დაუჯერებთ მის დაპირებებს, ყველაფერი კარგად იქნება.
წყარო: relrules.com