ზაფხული, წლის უმშვენიერესი დრო, ყვავილებისა და ხილის, ზღვის და ნანატრი დასვენების სეზონია, რომელსაც ადამიანები მოუთმენლად ელიან. თუმცა, რას გვიმზადებს ზაფხულის პირველი თვე, რას უნდა ვერიდოთ და ცხოვრების რომელ სფეროში უნდა გამოვიჩინოთ აქტიურობა? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი მოგვითხრობს.
ვერძი
ივნისი სწორედ ის თვეა, როცა გულმოდგინედ უნდა დაალაგოთ გეგმები. იდეა, ჩაატაროთ პატარა რემონტი, შესაძლოა, ვერძებს სასიკეთოდ წაადგეთ. კარგი იქნება, თუ უძრავი ქონებით ან სახლის მოწყობით დაკავდებით.
ივნისში ვერძებს სასიამოვნო შეხვედრა ან საუბარი ელით, რომელიც მათ სამომავლო პირად ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას.
კურო
ივნისის პირველ დეკადაში კუროებს შეუძლიათ თავისუფლად მოიქცნენ, მაგრამ საკუთარი თავის კონტროლს ნუ დაკარგავთ. გარემოებები გამუდმებით შეიცვლება, თუმცა, თუ გონივრულად მოიქცევით, ტალღის ქიმზე შეძლებთ დარჩენას.
თვის შუა რიცხვებისთვის ელოდეთ ძვირად ღირებულ საჩუქარს ან კარგ ფინანსურ ჯილდოს. ამ პერიოდში კარგია ურთიერთობები და ახალი ნაცნობების გაჩენა.
ტყუპი
თვის დასაწყისიდან ტყუპების ცხოვრებაში რაღაც სიახლე გამოჩნდება. ეს შეიძლება იყოს: ახალი სამსახური, ახალი პროექტი ან ახალი სიყვარული... ივნისი კარგი თვეა იმისთვის, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ. მოიშორეთ წარსულის ილუზიები, გადახედეთ ზოგიერთ საკითხს და ადამიანებთან ურთიერთობებს; მოიშორეთ ის, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.
ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, თუ ოდნავი ეჭვიც კი გეპარებთ რამეში, უმჯობესია, თავი შეიკავოთ შეთავაზებებისა და საქმიანი წინადადებებისგან.
კიბო
კარგი პერიოდია იმისთვის, რომ წარსულს თვალი გადაავლოთ და შესაბამისი დასკვნები და შეჯამება გააკეთოთ. არ დაივიწყოთ, თუ რისთვის მიდიხართ წინ. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ფულის შოვნის ალტერნატიული და პარალელური გზებიც მოძებნეთ. ისინი არსებობენ, საჭიროა მხოლოდ იმპულსი, ბიძგი.
კარგი დროა სპა-სალონებში ვიზიტისთვის, კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, ბუნებაში გასასვლელად ან თუნდაც საზღვარგარეთ სამოგზაუროდ.
ლომი
ივნისი - შესანიშნავი თვეა რაიმეს წამოსაწყებად, იქნება ეს მეორე ნახევრის თუ ახალი სამსახურის ძებნა. ახალი ნაცნობობა ახალ შანსებს და პერსპექტივებს გპირდებათ, როგორც საქმიანი, ისე რომანტიკული კუთხით.
წინ გელით შთამბეჭდავი მოგზაურობაც, თუმცა, სანამ მოგზაურობაში წახვალთ, სამსახურში ყველა საქმე მოამთავრეთ, რათა გაუთვალისწინებელ სიტუაციებს თავი აარიდოთ. გაგრძელება