3-9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით - Marao

3-9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

2019-06-03 10:49:08+04:00

ვერძი სიყვარული - ზოგიერთს სურვილი გაუჩნდება, საყვარელ ადამიანს ახალი იმიჯით წარუდგეს; ზოგმა კი მეტი დრო უნდა გამონახოს პირადი ცხოვრებისთვის.
ფინანსები - კვირის ბოლოს ახალი საქმეები დაიწყეთ. შეიძლება კარგი იურისტის რჩევა დაგჭირდეთ. სიფრთხილე გმართებთ ელექტრომექანიკურ ინსტრუმენტებთან.

ჯანმრთელობა - დილით ვარჯიში კარგია, განწყობა კი თქვენს საქმეებზეა დამოკიდებული.

კურო

სიყვარული - უსიამოვნებები მშვიდად მოაგვარეთ. მოფერება და ტკბილი სიტყვა არავის აწყენს. იყავით მუდამ სასურველი საწინააღმდეგო სქესისთვის.

ფინანსები - შუა კვირაში დაწინაურება, საქმეებში წარმატება გელით. კვირის მეორე ნახევარში მოაგვარეთ ფორმალური საკითხები.

ჯანმრთელობა - სუფთა ჰაერზე სეირნობა და ნატურალური ვიტამინები მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. გაფრთხილდით, ნეგატივმა შეიძლება დაგაავადოთ.

ტყუპი

სიყვარული - დაუკვირდით, რას გეუბნებათ საყვარელი ადამიანი და ეცადეთ, ხანდახან მაინც აასრულოთ დანაპირები.

ფინანსები - მოერიდეთ გაუთვალისწინებელ რისკს. დააკვირდით დეტალებს, რათა შეცდომები არ დაუშვათ. კვირის მეორე ნახევარში რთული საქმეების მოგვარებას შეძლებთ.

ჯანმრთელობა - სულიერად და ფიზიკურად გაძლიერებისთვის უნდა ივარჯიშოთ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს.

კირჩხიბი

სიყვარული - მსუბუქი ფლირტი და გატაცება კარგია, მაგრამ თუ დაქორწინებას არ აპირებთ, ადამიანს ნუ დააიმედებთ. საოჯახო საკითხები მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ.

ფინანსები - უსაფრთხოებაზე დაფიქრდით. შუა კვირაში საინტერესი შემოთავაზებებს მიიღებთ და ზოგიერთი ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

ჯანმრთელობა - დაიცავით თავი ორპირისა და მიკრობებისგან. მოერიდეთ სტრესს.

ლომი

სიყვარული - რაც უფრო მზრუნველი და მოსიყვარულე იქნებით, მით უკეთესია. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს.

ფინანსები - საქმიანი მოლაპარაკებების კვირაა. მეტად გაერკვევით საინვესტიციო საკითხებში, კრედიტებში.

ჯანმრთელობა - ნუ გადაიღლებით და არაფერი შეგაწუხებთ. მსუბუქი ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ჯანსაღი საკვები საუკეთესოა თქვენთვის.

ქალწული

სიყვარული - მცირე უსიამოვნებები ტვინის კი არა, გულის კარნახით მოაგვარეთ. გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს და გაარკვიეთ, რა გიშლით ხელს პირადი ბედნიერების მოპოვებაში.

ფინანსები - კარგად შესრულებული საქმისთვის მოითხოვეთ ხელფასის მომატება. კვირის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისა და სარეკლამო კამპანიისთვის.

ჯანმრთელობა - გამოძებნეთ კვალიფიციური ექიმი, რომელიც სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ და იმ პრეპარატებს გამოგიწერთ, რომლებიც გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას.

სასწორი

სიყვარული - ნუ ეძებთ ეჭვიანობისა და ჩხუბის მიზეზებს, დატკბით ურთიერთობებით. ზოგიერთი ძველ პარტნიორთან დაშორებას და ახლის მოძებნას გადაწყვეტს.

ფინანსები - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ბიზნესმენებმა გაიუმჯობესეთ რეპუტაცია.

ჯანმრთელობა - ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლილობის გამო ჯანმრთელობას დაიავადებთ. კარგია მასაჟი და არომათერაპია.

მორიელი

სიყვარული - ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. თუ ადამიანი რეალურად მოგწონთ, სერიოზული ნაბიჯი გადადგით და ნუ დაელოდებით, სანამ სხვასთან წავა.

ფინანსები - მოერიდეთ ზედმეტი ინიციატივის გამოვლენას. მშვიდად და დაკვირვებულად იმუშავეთ. შუა კვირაში გაფორმებული ხელშეკრულებები დაკვირვებით შეამოწმეთ.

ჯანმრთელობა - ნუ გადაღლით თავს, ტვინს. მუსიკა (და ცეკვა) განწყობის გასაუმჯობესებელი საუკეთესო საშუალებაა. გაგრძელება