გაინტერესებთ, ვის ელის ახალი რომანი ან ვის სთხოვენ ხელსა და გულს? გაეცანით ივნისის სასიყვარულო ჰოროსკოპს.
ვერძი
რომანტიკით და ფლირტით ტკბობის თვე დაგიდგათ. მსუბუქი ურთიერთობა შეიძლება სერიოზულ კავშირში, დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. სიყვარულით აღფრთოვანებული ზოგიერთი ვერძი ხელოვნებაში გადაიტანს თავის გრძნობებს.
კურო
ეცადეთ, ყველგან და ყოველთვის მიმზიდველი იყოთ საწინააღმდეგო სქესისთვის. ნუ მოდუნდებით მაშინაც კი, თუ მყარი ურთიერთობა გაქვთ. აგრძნობინეთ საყვარელ ადამიანს, რომ ამქვეყნად მასზე უკეთესი არავინ გყავთ.
ტყუპი
სიყვარულის პლანეტა ვენერა 9 ივნისს თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ეცადეთ, პატივისცემით განიმსჭვალოთ სხვათა გრძნობების მიმართ. არავის დასცინოთ და უფრო მეტიც, შეყვარებულიც არავის წაართვათ.
კირჩხიბი
4 ივნისს მერკურიმ თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ რომანტიკულ სფეროში შტურმით მოქმედება უნდა დაიწყოთ. მეტი ურთიერთობა და ინტელექტის გამოხატვა გესაჭიროებათ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, ივნისში მარტოობა არ გელით.
ლომი
ივნისი მეტად დასვენების, მოდუნების თვეა. მიმზიდველი და სასურველი ხართ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. ვარსკვლავები წარმატების მოპოვებას გპირდებიან. ენდეთ ვარსკვლავებს, მათ უკეთ იციან.
ქალწული
დაფიქრდით, იქნებ უნდა შეცვალოთ თქვენი წარმოდგენა რომანტიკაზე? ეს განსაკუთრებით მორიდებულ და საკუთარ თავში ჩაკეტილ ქალწულებს ეხებათ. 10 ივნისამდე შანსი გაქვთ, საინტერესი და საიმედო ადამიანი გაიცნოთ.
სასწორი
რომანტიკულ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გელით. მარტოხელებს ფლირტი ელით. არსებულ ურთიერთობებში მცირე უსიამოვნებებია მოსალოდნელი 20 ივნისისთვის. თუ საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღებით იქნებით, კონფლიქტებს აიცილებთ.
მორიელი
მშვიდი თვე გელით. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ჩაეწერეთ ფიტნესზე, მასაჟზე, სილამაზის სალონში. ეს აუცილებელია თქვენთვის. მხოლოდ ლამაზი კი არ უნდა იყოთ მუდამ, ჯანსაღად და დასვენებულადაც უნდა გამოიყურებოდეთ.
მშვილდოსანი
თუ მოინდომებთ, გამარჯვებას მოიპოვებთ სასიყვარულო ფრონტზე. მარტივად შეძლებთ ფლირტს, რომანტიზმის გამოვლენას, მაგრამ კონკრეტული ადამიანის გულის მოსაგებად გარჯა მოგიწევთ.
თხის რქა
თუ გვერდით სიმპათიის ობიექტი გყავთ, სხვებს თვალიერებას ნუ დაუწყებთ. მასთან გააუმჯობესეთ სიტუაცია, ვინც უკვე ცოტათი მაინც გაიცანით. თუმცა, ნურც ქორწინების რეგისტრაციისთვის გაიქცევით ქუდმოგლეჯილი. ურთიერთობის დასაწყისში პარტნიორის უკეთ გასაცნობად ექსპერიმენტები აუცილებელია.
მერწყული
თუ გვერდით საყვარელი ადამიანი არ გყავთ, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ახლობლებს. მათ თქვენი მზრუნველობა ესაჭიროებათ. მართალია, რომანტიკული გრძნობებიდან საპასუხისმგებლოზე "გადმორთვა" მარტივი არაა, მაგრამ ახლო გარემოცვას ძალიან სჭირდებით.
თევზები
20 ივნისამდე რომანტიკულ სფეროში არსებული ყველა უსიამოვნება უნდა მოაგვაროთ. აუცილებლად! საქმე იმაშია, რომ 22 ივნისს თევზების თანავარსკვლავედში რეტროგრადული (უკანმავალი) ნეპტუნი დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოტყუბისა და თვითილუზიის ალბათობა იმატებსა და შეიძლება შეცდომების მსხვერპლი გახდეთ.
წყარო: cosmo